როგორ უნდა მოვიქცეთ ბზიკის ნაკბენის დროს?
ბზიკის ნაკბენი ძირითადად სახლიდან გარეთ ან რიგ შემთხვევაში ქალაქიდან დაშორებულ ადგილზე შესაძლოა მივიღოთ. ნაკბენზე რეაგირება დამოკიდებულია ორგანიზმის მიერ განვითარებული ალერგიული პასუხის სიძლიერეზე. იმ შემთხვევაში, თუ არ გვეცოდინება როგორ მოვიქცეთ გარკვეულ შემთხვევებში, ნაკბენი შესაძლოა სასიკვდილოც იყოს.
ბზიკის ნაკბენის სიმპტომები
ფუტკრის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები - ხანმოკლე ტკივილიდან და დისკომფორტიდან მძიმე ალერგიული რეაქციამდე. ერთი ტიპის რეაქციის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ყოველთვის იგივე რეაქცია გექნებათ.
მსუბუქი სიმპტომები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში თავისით უკუგანვითარდება, მოიცავს :
• დაუყოვნებელი, მკვეთრი, მწველი ტკივილის წარმოქმნას ნაკბენის ადგილზე;
• ნაკბენის გარშემო სიწითლის განვითარებას;
• შეშპებას.
საშუალო ხარისხს მიეკუთვნება ის სიმპტომები, რომლებიც ბზიკის ნესტრის არეში ჩატოვებას ახლავს თან, ესენია :
• ძლიერი სიწითლე;
• ნაკბენის გარშემო 48 საათის მანძილზე მზარდი შეშუპების განვითარება.
საშუალო სიმძმის სიმპტომების განვითარებას ახასიათებს კლებადობა 10 დღის მანძილზე.
აღნიშნული სიმძიმის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
მწვავე ალერგიულ რეაქციას ასევე ანაფილაქსიურ რეაქციას უწოდებენ. ეს გახლავთ ის მდგომარეობა, რომელსაც ადამიანის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. მექანიზმი მდგომარეობს ზოგადსისტემურ ალერგიულ რეაქციაში, რომელიც საბოლოოდ ხორხის შეშუპებით და სასუნთქი გზების სრული დახშობით მთავრდება.
ანაფილაქსიის სიმპტომებია :
• კანის მწვავე რეაქცია სიწითლის და ქავილის სახით;
• სუნთქვის გაძნელება;
• ენის შეშუპება;
• სუსტი და გაიშვიათებული პულსი;
• ცნობიერების დაბინდვა.
ადამიანებს, რომელთაც ერთხელ მაინც ჰქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია ბზიკის ნაკბენის გამო, გააჩნიათ შემდგომი ანაფილაქსიის განვითარების 25%-დან 65%-მდე გაზრდილი რისკი.
ბზიკის ნაკბენის გართულება
ბზიკის ნაკბენის გართულებას სწორედ ანაფილაქსიური შოკი წარმოადგენს, რომელიც დაუყოვნებელ ჩარევას მოითხოვს. თუ თქვენ ალერგიული ფონის გამო გაგიკეთებიათ სინჯები ან თუ ყოფილხართ ალერგოლოგთან, აცუილებლად მიიღებდით რეკომენდაციას ანტიჰისტამინის ან სტეროიდის საინექციო ფორმით მუდმივად თან ტარების შესახებ, რაც ანაფილაქსიის განვითარების შემთხვევაში პირველად დახმარებამდე სიმპტომების შემცირებაში დაგეხმარებათ.
ბზიკის ნაკბენის მკურნალობა
მკურნალობის გზები მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ალერგიული რეაქციის დროს მარტივია. ის მოიცავს ნესტრის დაუყოვნებელ მოცილებას, ნაკბენის საპნით და წყლით ჩამობანას და ცივი კომპრესის დადებას.
თუ ოდესმე გქონიათ ანაფილაქსიური რეაქცია ბზიკის ნაკბენზე, თქვენი ექიმი შემოგთავაზებთ იმუნოთერაპიას. ის გულისხმობს ინექციების რეგულარულ კურსს, რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ალერგიულ რეაქციას მინიმუმამდე ამცირებს.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, ან სიმპტომების დროში გახანგრძლივების დროს საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია. REDMED-ის პროფესიონალი ექიმები მუდმივად მზად არიან თქვენთვის მოსახერხებელ დროს გაგიწიონ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია, რაც დროის დაზოგვაში და სპეციალისტთან სიმპტომების გამოვლენისტანავე მიმართვაში გეხმარებათ.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას