როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში - REDMED
REDMED APP
Get on the Store

როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში

როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ზაფხულში ვაწყდებით, არის კანის სიმშრალე. როგორ მოვუაროთ ასეთი ტიპის კანს და როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე?

კანი ყველაზე დიდი ორგანოა, ამიტომ მას სათუთი მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით ზაფხულში. ამ დროს კანის ეპიდერმისიდან იმაზე მეტი წყლის აორთქლება ხდება ვიდრე მას ღრმად მდებარე შრეების უჯრედებიდან მიეწოდება, სწორედ ამ დროს ვითარდება კანის სიმშრალე. თუ ნორმალური ტემპერატურის პირობებში კანის ზედაპირიდან ორთქლდება 200-300 მლ წყალი , ზაფხულში ეს მაჩვენებელი 2ჯერ- 3ჯერ მაღალია. ამავდროულად ზაფხულში მზეზე ყოფნის დროს ხდება კოლაგენური და ელასტიური სტრუქტურების დეგენერაცია. 

სიმშრალის არსებობის პირობებში იმატებს ქავილის შეგრძნება და დაზიანებული უბნების ინფიცირების რისკი . იმისათვის რომ ამის პრევენცია მოვახდინოთ:

  • უნდა მოვერიდოთ სიცხეში ყოფნას
  • მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი
  • აქტიურად გამოვიყენოთ ph neutral დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები, რაც კანზე არსებული ბალანსის შენარჩუნებას განაპირობებს , რათა ნაკლებად მოხდეს სხვადასხვა ზაფხულთან თანმდევი პრობლემის განვითარება.

ზაფხულის დადგომასთან ერთად როგორ უნდა შეიცვალოს ჩვენი თავის მოვლის რუტინა? 

  • დასაბანი საპნის გამოყენება ზაფხულში იწვევს სიმშრალეს და კანის ზედაპირზე მიკროორგანიზმების შეღწევას, ამიტომ უმჯობესია ჩვეულებრივი საპონი ზემოთ აღნიშნული მოცემულობის მქონე დასაბანი გელით შევცვალოთ.
  • შხაპის შემდეგ კანი შემშრალდეს ნაზად. 
  • გასათვალისწინებელია დამატენიანელი საშუალებების სწორედ შერჩევა და გამოყენება. ამ შემთხვევაში უმჯობესია თერმულ წყალზე დამზადებული საშუალებები შევარჩიოთ, კოლაგენის, ელასტინის, დნმ შემცველი მაკრომოლეკულები, ლიპოსომები და ბუნებრივი დამატენიანებლები.
  • არ უნდა დავივიწყოთ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება
  • გამოვიყენოთ დეოდორანტი და არა ანტიპერსპერანტი რადგნად არ შეაფერხოს წყლის აორთქლების დონე რაც ბუნებრივი 
  • იოგა, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში , აუმჯობესებს კანზე სისხლის მიმოქცევას , ამ დროს კანს მიეწოდება ჟანგბადი და საკვები.

რატომ არის მნიშვნელოვანი მზისგან დამცავი საშუალებების ყოველდღიური გამოყენება და რა რაოდენობითაა რეკომენდებული?

ზაფხულში, საქართველოში UV ინდექსი (მზის გამოსხივება) საკმაოდ მაღალია, ხშირად ის 7-8 აღწევს. რაც ნიშნავს რომ მზის სხივები აქტიურია. 

არსებობს 3 ტიპის მზიისგან დამცავი საშუალება:

  • ორგანული ფილტრები (oxybenzone, avobenzone) კანში შემოღწეულ UV სხივებს გარდაქმნიან სიცხედ და ულტრაწითელი სხივების მეშვეობით გამოიდევნებიან კანიდან, ისინი მსუბუქია და მაკიაჟის ქვეშაც გამოიყენება. გვიცავს UVA სხივისგან , თუმცა იშლება კანზე და ბევრი UV სხივის მიღების შემდეგ კარგავს ეფექტურობას. აიმიტომ უნდა დავიტანოთ კანზე 2-3 საათში ერთხელ.
  • მინერაული ანუ არაორგანული ფილტრები არის Zinc oxide და Titanunm dioxide . მინერალები ჯდება კანის ზედაპირზე და აირეკლავს მზის გამოსხივებას, არ იძლევა საშუალებას ეპიდერმისში შეაღწიოს მზის UV სხივებმა . 
  • შერეული ტიპის ჰიბრიდულ დამცავში, ორგანული და მინერალური ფილტრები ერთადაა თავმოყრილი.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ მზისგან დამცავი ფილტრი კანის ტიპის მიხედვით შევარჩიოთ.  

არ დაგავიწყდეთ რომ 2 მგ კანის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე ნაწილდება.

წყალში ყოფნის შემდგომა კი ის თავიდან უნდა იქნას სხეულზე დატანებული.

ზაფხულის ცხელ დღეებში ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად რა სახის პროდუქტების მიღებაა რეკომენდირებული?

კანის სიჯანსაღეს და ნაოჭების მცირედ პრევენციას განაპირობებს: საკვები რაციონის გამდიდრება ხილით,ბოსტნეულით, A , C ვიტამინით გამდიდრებული საკვებით, ზაფხულში და არამარტო. წყალი კი სეზონის ყველაზე აქტუალური ფაქტორია.

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები ზაფხულში:

ყველაზე ხშირია:

  • მზისგან დამცავი საშუალებების არასწორი გამოყენება და შედეგად განვითარებული დამწვრობები და პერმანენტული ლაქები.
  • ქიმიური პილინგები რომლებიც ზაფხულის სეზონზე არ უნდა ჩატარდეს

როგორ დავიცვათ თავი მზის დამწყვრობისგან?

კარგია დილის მზის აბაზანები, 11 საათის შემდგომი მზე უამრავ გართულების წინაპირობას წარმოადგენს.

არსებობს მარტივი ტესტი იმის დასადგენად თუ როდისაა მზის სხივები მავნებელი. თუ ჩვენი ჩრდილი, ჩვენს სხეულზე პატარააა ამ დროს აუცილებლად უნდა მოვერდით მზეს.

როგორ ავარჩიოთ დამატენიანებელი: ცხიმიანი, კომბინირებული და მშრალი კანისთვის ზაფხულში?

  • ცხიმიანი და კომბინირებული კანის შემთხვევაში რეკომენდირებული არაკომედოგენური აკნეს საწინააღმდეგო დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება, რათქმაუნდა მზისგან დამცავი ფილტრით.
  • მშრალის კანის მოვლის პირობებში თერმულ წყალზე დამზადებულ დამატენიანებელ საშუალებებს მიანიჭეთ უპირატესობა.

გაიარე ვიდეო კონსულტაცია REDMED-ის დერმატოვენეროლოგ-ქეთევან ხიშტოვანთან, მოაგვარე დერმატოვენეროლოგიური პრობლემები და გაიუმჯობესე კანის, ფრჩხილებისა და თმის სტრუქტურა.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available