როგორ ავირიდოთ მაღალი წნევა? - REDMED
REDMED APP
Get on the Store

როგორ ავირიდოთ მაღალი წნევა?

როგორ ავირიდოთ მაღალი წნევა?

მაღალი წნევა - არტერიული ჰიპერტენზია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი ხუთი ზრდასრული ადამიანიდან ორს მაღალი წნევა აწუხებს. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტი, ძირითად შემთხვევაში, ასაკის მატებასთან ერთად იჩენს თავს. თუმცა ეს არ გამორიცხავს ახალგაზრდებში მაღალი წნევის არსებობას. 

  • თავის ტკივილი
  • ყურებში ხმაური
  • თავბრუსხვევა
  • საერთო სისუსტე
  • გულის ფრიალი
  • სუნთქვის გაძნელება
  • მხედველობის დაბინდვა
  • ძილიანობა
  • კიდურების დაბუჟება
  • ცხვირიდან სისხლდენა

ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ერთი, ან კომპლექსურად რამდენიმე მათგანი, შეიძლება იყოს მაღალი წნევის სიმპტომი. აღნიშნული სიმპტომები აუცილებელ ყურადღებას საჭიროებს, რადგან არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე იზრდება ინსულტის, ინფარქტის და გულის უკმარისობის განვითარების რისკი. 

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არტერიული ჰიპერტენზიის დროს, ხშირად, პაციენტი სრულიად უსიმპტომო შეიძლება იყოს და წნევის მატება შემთხვევითი გაზომვით გამოვლინდეს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა?

მაღალწნევიან პაციენტებში 92%-დან 95%-მდე ჰიპერტენზია დამოუკიდებელი დაავადებაა, პაციენტების 5%-დან-8%-მდე კი აღენიშნებათ მეორადი ჰიპერტენზია, ანუ სხვა ორგანოს დაზიანებით გამოწვეული წნევის მატება.

ბოლომდე გამოკვლეული არ არის, თუ რა იწვევს მაღალ წნევას, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ზრდის მისი განვითარების რისკს, მაგალითად ასეთებია: 

  • გენეტიკური განწყობა
  • ჭარბი წონა
  • დიდი რაოდენობით მარილის მიღება
  • კვების რაციონში ხილისა და ბოსტნეულის სიმცირე
  • უმოძრაობა
  • დიდი რაოდენობით ყავის ან კოფეინის შემცველი სასმელების მიღება
  • ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება
  • არასაკმარისი ძილი
  • ხანდაზმული ასაკი

ცხოვრების ჯანსაღი წესი, არა მარტო ამცირებს ჰიპერტენზიის განვითარების რისკს, არამედ ამ პრობლემის უკვე არსებობის შემთხვევაში, შესამჩნევ შედეგს იძლევა. 

რა გართულებები შეიძლება მოყვეს ჰიპერტენზიას:

  • გულის შეტევა, ან ინსულტი
  • ანევრიზმა
  • გულის უკმარისობა
  • თირკმელების პრობლემები
  • მხედველობის პრობლემები
  • Მეტაბოლური სინდრომი
  • მეხსიერების პრობლემები
  • დემენცია

როგორ მოვიქცეთ მაღალი წნევის დროს?

მაღალი წნევისას დროული მოქმედება და ექიმთან ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის იწვევს ორგანოების დაზიანებებსა და გართულებებს. 

სწორედ მაშინ, როცა დრო არ ითმენს და ექიმთან რიგში დგომამ შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს მდგომარეობა, აუცილებლად უნდა მიმართოთ რედმედს

რედმედი პაციენტს აძლევს საშუალებას ისარგებლოს ექიმის ვიდეო, ან აუდიო კონსულტაციით 24 საათის განმავლობაში. სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე თქვენთვის სასურველ ექიმთან და ონლაინ, ვიდეო ზარით, ან სატელეფონო საუბრით მიიღოთ მისი რჩევები. 

თუ კლინიკაში გსურთ მისვლა, ამ შემთხვევაში რედმედი დაგიგეგმავთ ვიზიტს და რიგში დგომის გარეშე შეძლებთ ექიმთან შესვლას. 

მეტიც, შესაძლებელია ექიმი სახლშიც გამოიძახოთ და გაიაროთ კონსულტაცია. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, ვიზიტიდან 7 დღის განმავლობაში გეძლევათ საშუალება ექიმს აპლიკაციის დახმარებით დაუკავშირდეთ. 

ასევე, რედმედით შეგიძლიათ კვლევების პასუხები გაუგზავნოთ ექიმს კონსულტაციამდე, ან კონსულტაციის დროს. დანიშნულებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციასაც, ექიმი რედმედის პორტალზე გამოგიგზავნით. 

როგორ ავირიდოთ მაღალი წნევა თავიდან?

ცხოვრების ჯანსაღი წესი, მეტი ვარჯიში, სრულფასოვანი ძილი, ჯანსაღი კვების რაციონი, ნაკლები მარილით, მაგრამ მეტი ბოსტნეულით დატვირთული ულუფა, ალკოჰოლური და კოფეინის შემცველი სასმელების არ მიღება - შეამცირებს მაღალი წნევის განვითარების რისკს. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available