Ნებისმიერი ფიზიკური ან მენტალური გამოწვევისას, აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი. ასევეა სექსუალური პრობლემის შემთხვევაშიც. თუმცა, სამწუხაროდ, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ეს ეუხერხულება და ამ პრობლემის მოგვარებას დამოუკიდებლად ცდილობს ან საერთოდ უგულვებელყოფს. არადა ხშირ შემთხვევაში სექსოლოგი და მისი კონსულტაცია ასეთ დროს აუცილებელია.
დღესდღეობით, საბედნიეროდ, სექსუალური ცხოვრება ნაკლებად ტაბუირებული თემაა. სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს თავს კომფორტულად ინტიმურ ცხოვრებაზე საუბრისას და სექსოლოგთან მიმართვიანობაც უფრო მაღალია.
სექსოლოგია არის ადამიანის სექსუალობის, სექსუალური ჯანმრთელობისა და ქცევის შემსწავლელი მეცნიერება. სექსოლოგი კი არის ამ დარგის სპეციალისტი, რომელიც პაციენტებს, როგორც მენტალური, ისე ფიზიკური პრობლემების დაძლევაში ეხმარება.
სექსოლოგის კონსულტაცია სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გახდეს საჭირო. მათ შორისაა:
ინდივიდუალებში და წყვილებში ხშირია სექსუალური პრობლემები, მათი დროულად მოგვარება კი აუცილებელია. სექსი ნებისმიერი ადამიანის ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო.
აღსანიშნავია, რომ სექსოლოგის საჭიროების მიზეზები მამაკაცებსა და ქალებში განსხვავებულია. მამაკაცებში ძირითადი პრობლემებია:
რაც შეეხება ქალებს, ქალებში ყველაზე გავრცელებული პრობლემები, რის გამოც სექსოლოგი სჭირდებათ შემდეგია:
ამ შემთხვევებში, სექსოლოგთან ვიზიტი საჭიროა, რადგან თითოეულის გამომწვევი მიზეზი შეიძლება არა მხოლოდ ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიურიც იყოს. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს რომელ პრობლემასთან აქვს პაციენტს საქმე, შემდეგ კი რა არის ამ პრობლებლემის გამომწვევი მიზეზი.
პირველ რიგში, სექსოლოგი დაგეხმარებათ თქვენი პრობლემისა და მისი გამომწვევი მიზეზის განსაზღვრაში. თუ თქვენი პრობლემა ფიზიოლოგიურია, შესაბამის მედიკამენტს ან სხვა სახის მკურნალობას დაგინიშნავთ. ფსიქოლოგიური გამოწვევის შემთხვევაში კი იმაზე იმუშავებს, რომ თქვენს პარტნიორთან ან საკუთარ თავთან უფრო ღია კომუნიკაცი გქონდეთ. ეს ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებისკენ გადადმული პირველი ნაბიჯია.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას