როდის არის ოფთალმოლოგის კონსულტაცია საჭირო? - REDMED
REDMED APP
Get on the Store

როდის არის ოფთალმოლოგის კონსულტაცია საჭირო?

როდის არის ოფთალმოლოგის კონსულტაცია საჭირო?

ვინ არის ოთალმოლოგი?

ოფთალმოლოგი, მარტივად რომ ვთქვათ, არის ექიმი, რომლის მოვალეობაშიც თვალის მოვლა და მკურნალობა შედის. ძირითადად, ოფთალმოლოგი დიაგნოსტირების გარდა, მკურნალობს ამ ორგანოს ყველა დაავადებას. თუმცა ზოგიერთი მათგანი (სუბსპეციალისტი) შეიძლება სპეციალიზირებული იყოს თვალის მოვლის კონკრეტულ მიმართულებაში.

გარდა ამისა, ოფთალმოლოგის მოვალეობაში შედის მხედველობის ტესტის დანიშნვა და მისი მონიტორინგი, სათვალის ან ლინზების გამოწერა მხედველობის პრობლემის გამოსასწორებლად, საჭიროების შემთხვევაში.

როდის უნდა გაიარო ოფთალმოლოგთან კონსულტაცია?

  • ორმაგი ხედვა

ორმაგი ხედვის გამომწვევი მიზეზები, ძირითადად, სერიოზულია, მაგალითად, თავის ტვინის სისხხლარღვების პრობლემა ან ინსულტი. ამიტომაც ამ დროს ოფთალმოლოგის დროული კონსულტაცია შეიძლება გადამწყვეტი იყოს. 

  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა

სინათლის მიმართ მგრძნობელობა ყოველთვის საშიში არ არის, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში თან ახლავს ისეთ მდგომარებებს, როგორიცაა შაკიკი, ვირუსული დაავადებები ან ალერგია. თუ არც ერთი მათგანი არ გაწუხებთ, მაშინ აუცილებელია ოფთალმოლოგის ჩარევა თვალის დაზიანების თავიდან ასარიდებლად.

  • წითელი თვალები

სიწითლე თვალებში შეიძლება გამოწვიული იყოს ისეთი მდგომარეობებით, როგორიცაა, მაგალითად, კონიუნქტივიტი, გლაუკომა, ალერგია. 

  • ხშირი თავის ტკივილი

რა თქმა უნდა, თავის ტკივილის გამომწვევი ფაქტორი, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური საკმაროდ ბევრია. თვალის დაძაბვამ ან სათვალის შეცვლის საჭიროებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. თავის ტკივილის შემთხვევაში, პაციენტები, პირველ რიგში, ნევროლოგთან მიდიან, თუმცა ნევროლოგიური ფაქტორების გამორიცხვის შემდეგ, ოფთალმოლოგის კონსულტაცია კარგი აზრია.

ოფთალომოლოგთან ვიზიტირის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს: ბუნდოვანი ხედვა, თვალის ტკივილი ან სიმშრალე. გარდა ამისა, დიაბეტის მქონე პაციენტები, ისევე, როგორც ორსულები რეგულარულდა იმოწმებენ თვალებს.

სპეციალისტების აზრით, რეკომენდებულია თვალის გამოკვლევის ჩატარება ყოველ 1-2 წელში ერთხელ. თუმცა ეს პერიოდი მეტად დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, იმაზე, გაქვთ თუ არა თვალის პრობლემება და ატარებთ თუ არა სათვალეს ან ლინზას. მაგალითად, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ინფორმაციას უმეტესად ვიზუალურად იღებენ, მათთვის მხედველობის შემეწმობა უფრო ხშირადაა რეკომენდებული. ოფთალმოლოგი თქვენი თვალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უკეთ გეტყვით, რამდენად ხშირად გჭირდებათ თვალის ტესტის ჩატარებას.

ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილს არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც ვიზუალურად იღებენ. შესაბამისად, თვალების ჯანმრთელობა და კარგი მხედველობა ცხოვრების ხარისხის გამსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 

ნებისმიერი პრობლემის ან გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, თქვენი თვალები და მხედველობა გამოცდილ სპეციალისტს მიანდოთ. REDMED-ის აპლიკაციის ან ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ ოფთალმოლოგის, როგორც კვალიფიკაციასა და გამომცდილებას, ისე მომხმარებლების კომენტარებსაც გააცნოთ და გაიმარტივოთ სასურველი სპეციალისტის შერჩევის პროცესი. გაიარე ვიდეო კონსულტაცია ოფთალმოლოგთან REDMED-ით სახლიდან გაუსვლელად, შენთვის სასურველ ნებისმიერ დროს.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available