ექიმის და პაციენტის ურთიერთობა განსაკუთრებით ძვირფასია ორივე მხარესთვის, ერთის მხრივ პაციენტი გირჩევს შენ თავის ექიმად, თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვას განდობს და ელოდება მისთვის საუკეთესო შედეგის მიღებას, ხოლო ექიმისთვის პაციენტი ძალიან ძვირფასია, რადგან იღებს პასუხისმგებლობას მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.
COVID-19 ვირუსული ინფექციის ეპოქამდე პაციენტს და ექიმს შორის ურთიერთობა ძირითადად სტანდარტული ფორმით, კლინიკაში ვიზიტით ხდებოდა. ერთისმხრივ იქამდე პაციენტებს კონსულტაციის სხვა ალტერნატივაზე ინფორმაცია ნაკლებად ქონდა, მეორეს მხრივ ტრადიციული მეთოდით კონსულტაციას დაჩვეული პაციენტები პირისპირ შეხვედრას ამჯობინებდნენ. თუმცა პანდემიის შემდეგ პაციენტების ქცევა შეიცვალა, ისინი მეტად ფრთხილები გახდენენ ურთიერთობაში და ახლა მათი ქცევა შეიცვალა.
დღეს, როდესაც დრო ასე აჩქარდა, გადატვირთული რეჟიმის გამო პაციენტებს უჭირთ ყველა მცირე ჩივილის გამო კლინიკაში ვიზიტი, ვიდეო კონსულტაცია კი განსაკუთრებით კომფორტულია პაციენტებისთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს სურს ექიმს გაესაუბროს დაავადების საპრევენციოდ და ამას ვერ ახერხებს იმის გამო რომ სამუშაო საათებში უნდა მოვიდეს კლინიკაში. ასევე თუ პაციენტის ტრანსპორტირება რაიმე სირთულეებთან არის დაკავშირებული ან პირველადი კონსულტაცია, როდესაც პაციენტის მდგომარეობას უნდა გაეცნო და სწორი დიაგნოზის დასასმელად კვლევები დაუნიშნო. თუმცა აქვე ისიც მინდა ავღნიშნო რომ დისტანციური კონსულტაცია პაციენტის და ექიმის შეხვედრის საჭიროებას ვერ ჩაანაცვლებს, რადგან პირადი შეხვედრის დროს მეტი ინფორმაციის და ენერგიის გაცვლა ხდება, რაც ასე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის.
ვიდეო კონსულტაცია დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება იმის გამო, რომ პაციენტს უამრავი არასასიამოვნო პროცედურების გავლის გარეშე, საკუთარი სახლიდან ან ოფისიდან შეუძლია მიიღოს აბსოლუტურად სრულყოფილი კონსულტაცია სასურველ ექიმთან, რიგში დგომის და ჩაწერების გვერდის ავლით. მიუხედავად იმისა რომ სიახლეების მიღება განსაკუთრებით კი მედიცინის სფეროში საკმაოდ გვიჭირს, საზოგადოების ინტერესი მსგავსი სერვისის მიმართ სულ უფრო მზარდია, რაც ძალიან სასიამოვნოა. ისარგებლე ნათია ფალავანდიშვილის ვიდეო კონსულტაციით.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას