რას გულისხმობს ფსიქოთერაპია?

რას გულისხმობს ფსიქოთერაპია?
ფსიქოთერაპია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობის ზოგადი ტერმინია, რომელიც გულისხმობს ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან ან სხვა ფსიქკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან საუბრებს.
ფსიქოთერაპიის დროს პაციენტის მიერ ხდება საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობის, ხასიათის, შეგრძნებების, ფიქრების და ქცევების შესწავლა. ფსიქოთერაპია გვეხმარება ვისწავლოთ თუ როგორ მოვიქცეთ რთული სიტუაციების საპასუხოდ, ჯანსაღი შინაგანი მდგომარეობის შენარჩუნებით.
არსებობს ფსიქოთერაპიის მრავალი სახეობა და თითოეულს თავისი მიდგომის გზა გააჩნია. თქვენზე მორგებული მიდგომის ტიპის შერჩევა დამოკიდებულია თქვენს ინდივიდუალურ მდგომარეობაზე.
ფსიქოთერაპია გამოიყენება ისეთი მენტალური ჯანმრთელობის სირთულეების მკურნალობაში, როგორიცაა:
- შფოთვითი აშლილობის სახეები - როგორიცაა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD), ფობიები, პანიკური აშლილობა ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD);
- განწყობის დარღვევები - როგორიცაა დეპრესია ან ბიპოლარული აშლილობა;
- დამოკიდებულებები - როგორიცაა ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულობა;
- კვების დარღვევები - როგორიცაა ანორექსია ან ბულიმია;
- პიროვნების აშლილობა - როგორიცაა მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა ან დამოკიდებული პიროვნების აშლილობა;
- შიზოფრენია ან სხვა დარღვევები, რომლებიც იწვევენ რეალობისგან განცალკევებას (ფსიქოზური დარღვევები).
როდის უნდა მივმართოთ ფსიქოთერაპევტს?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თუ თქვენ წააწყდით რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სირთულეს, აუცილებელია მიმართოთ ფსიქოთერაპევტს. თუმცა ხშირად მათი დამოუკიდებლად იდენტიფიცირება შეუძლებელიუ ხდება. არსებობს გარკვეული სახის სიმპტომები, რომლებიც აღნიშნულ დიაგნოზებს ახასიათებს ან მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენენ მენტალური პრობლემების განვითარების წინაპირობას, ესენია:
- შფოთვითი ან ინტრუზიული აზრები - როდესაც შფოთვა იკავებს თქვენი დღის მნიშვნელოვან ნაწილს ან იწვევს ფიზიკურ სიმპტომებს, თერაპია აუცილებელი ხდება რათა გაუმკლავდეთ მათ.
- ქრონიკული დაღლილობა - ეს ფიზიკური სიმპტომი ხშირად გამოწვეულია ან თან ახლავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს და შესაძლოა მიუთითებდეს დეპრესიაზე. დაღლილობამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივზე ხანგრძლივი ძილი ან დილით საწოლიდან ადგომის გაძნელება.
- გადატვირთვა/გადაღლა - ხშირად დატვირთული რუტინისადმი მიჩვევის შემთხვევაში ვერ ვამჩნევთ თუ როდის მიგვყავს ორგანიზმი გადაღლისკენ (ე.წ. burn out), ეს პრობლემა მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, როდესაც გამოიხატება დასვენების შეუძლებლობა.
- გაბრაზების ან წყენის არაადექვატური დიაპაზონი - დროდადრო ყველა გრძნობს სიბრაზეს. ამ გრძნობასთან გამკლავებისთვის მხარდაჭერის მოძიება აუცილებელია, როდესაც ის დიდხანს გრძელდება, უკიდურესია სიტუაციასთან მიმართებაში, ან გვიბიძგებენ ძალადობრივი ან პოტენციურად მავნე ქმედებებისკენ.
- უიმედობა - იმედის ან მოტივაციის დაკარგვა, ან იმის განცდა, თითქოს მომავალი არ გაქვთ, შეიძლება მიუთითებდეს დეპრესიაზე ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფიქრები თვითმკვლელობაზე.
- აგორაფობია - აგორაფობიის მქონე ადამიანებს ეშინიათ ისეთ ადგილებში ყოფნის, სადაც შეიძლება განიცადონ პანიკური შეტევები ან ,,აღმოჩნდნენ ხაფანგში“. რიგ შემთხვევებში კი ასეთ ადამიანებს ურთულდებათ სახლის დატოვება.
- აპათია - ჩვეული აქტივობების, სამყაროს ან ზოგადად ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა შეიძლება ისეთი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სიმპტომი იყოს როგორიცაა დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა.
- სოციალური გარიყვა - ინტროვერტ ადამიანებს შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეთ განმარტოებისთვის, ვიდრე სხვებს, თუმცა თუ გრძნობთ დისტრესს სხვების გარშემო ან გეშინიათ სხვა ადამიანებთან ყოფნის, თერაპია დაგეხმარებათ გააანალიზოთ ეს და გაუმკლავდეთ ამ გრძნობებს.
გაიარე ფსიქროტერაპევტთან კონსულტაცია REDMED-ის საშუალებით
იმისათვის, რომ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ფსიქოთერაპევტის დახმარება, გამოიყენეთ REDMED-ის პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოდან მიიღოთ სამედიცინო სერვისები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.