რამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის აჩქარება?
გულის რითმის (პულსის) აჩქარებას, იგივე ტაქიკარდიას, შესაძლოა გააჩნდეს მრავალი გამომწვევი მიზეზი. აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა სიხშირის პულსი ითვლება ნორმად - თუკი გულის რითმი აღემატება 100 დარტყმას წუთში და ის არ არის გამოწვეული ვარჯიშით ან სტრესით, ის ითვლება საყურადღებოდ. პულსის აჩქარებამ შესაძლოა არ მიგვიყვანოს რაიმე პრობლემამდე, მაგრამ გახდეს მნიშვნელოვანი დიაგნოზის აღმოჩენის მიზეზი. თუმცა არსებობს ტაქიკარდიის ისეთი თანმდევი შედეგებიც, როგორიცაა გულის უკმარისობა, ინფარქტი და ინსულტი.
ტაქიკარდიას შესაძლოა თან ახლდეს სხვა სახის სიმპტომები და შეგრძნებები. გამომდინარე იქიდან, რომ ტაქიკარდიის არსებობისას ხდება სისხლის დინების აჩქარება, ვერ ესწრება ორგანოებისთვის საკმარისი რაოდენობით სისხლის მიწოდება და ისინი კვების გარეშე რჩებიან. შედეგად კი ვიღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს:
გულის რითმის აჩქარების მიზეზები
მიზეზები, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია, შემდეგნაირია:
რათქმაუნდა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ტაქიკარდიის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელი ხდება.
როგორ მოვიქცეთ გულის რითმის აჩქარების დროს?
გულის რითმის აჩქარების დროს აუცილებელია მალევე დადგინდეს გამომწვევი მიზეზი. ამისათვის სპეციალისტთან დროული მიმართვა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. დააკვირდით, თუ როდის და რა ფაქტორების ზეგავლენით იცვლება თქვენი გულის რითმი, არის თუ არა რეგულარული და რა მაქსიმალურ სიხშირეს აღწევს ერთი წუთის განმავლობაში. აუცილებელია გამოირიცხოს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ორსულობა, მედიკამენტების ან ნივთიერებების გვერდით მოვლენები და ვირუსული ინფექცია. სხვა შემთხვევაში თქვენი ექიმი დაგეხმარებათ დიაგნოსტირებასა და შემდგომ მკურნალობაში.
ტაქიკარდიის თავიდან აცილების საშუალება ჯანსაღი გულის რითმის შენარჩუნება და გულის დაავადებების პრევენციაა. თუ ის არ არის გამოწვეული ორგანიზმის რაიმე კონკრეტული ტიპის მდგომარეობით, ხშირად ცხოვრების წესის ცვლილება გულის დაავადების რისკის შესამცირებლად საუკეთესო საშუალება ხდება.
გაიხადეთ ცხოვრების წესად რეგულარული შემოწმებები. წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ ფიზიკური გამოკვლევები და შეატყობინეთ თქვენი გულისცემის ნებისმიერი ცვლილების შესახებ თქვენს ოჯახის ექიმს. სპეციალისტთან ვიზიტის გადადების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ REDMED-ის აპლიკაცია ან ვებ-გვერდი და დაჯავშნეთ მასთან კონსულტაცია აუდიო ან ვიდეო ზარის მეშვეობით.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას