სქოლიოზი არის ხერხემლის გამრუდება, რომელიც ყველაზე გავრცელებულია მოზარდებში. ბავშვთა სქოლიოზის უმეტესობის მიზეზი უცნობია. თუმცა, სქოლიოზი შეიძლება განვითარდეს ცერებრალური დამბლის და კუნთოვანი დისტროფიის მქონე ადამიანებშიც.
სქოლიოზის შემთხვევების უმეტესობა მსუბუქია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში უარესდება ბავშვის ზრდასთან ერთად. მძიმე სქოლიოზმა შესაძლოა გამოიწვიოს დაინვალიდება. განსაკუთრებით სერიოზულმა ხერხემლის გამრუდებამ შეიძლება შეამციროს გულმკერდის შიგნით არსებული სივრცე, რაც ართულებს ფილტვების გამართულ ფუნქციონირებას.
ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მსუბუქი სქოლიოზი, ყურადღებით აკვირდებიან რენტგენის საშუალებით, რათა დადგინდეს, გამრუდება უარესდება თუ არა. ხშირ შემთხვევაში მკურნალობა არ არის საჭირო. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კორსეტის ტარება, რათა გამრუდება არ გაუარესდეს. თუმცა უფრო სერიოზული პრობლემის გასასწორებლად, Ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ოპერაცია.
Სიმპტომები
სქოლიოზის უმეტეს შემთხვევაში, ხერხემალი ბრუნავს ან ტრიალდება, გარდა იმისა, რომ გვერდულად იხრება.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ სქოლიოზის სიმპტომებს. მსუბუქი გამრუდება შეიძლება განვითარდეს ისე, რომ პაციენტმა ეს ვერ შენიშნოს, რადგან სიმპტომები თანდათან ჩნდება და თავდაპირველად არ იწვევეს ტკივილს.
Მიზეზები
სქოლიოზის ყველაზე გავრცელებული ტიპის გამომწვევი მიზეზი უცნობია - თუმცა სავარაუდოა, რომ ეს დაკავშირებულია მემკვიდრეობით ფაქტორებთან.
სქოლიოზის ნაკლებად გავრცელებული ტიპები შეიძლება გამოწვეული იყოს:
Რისკის ფაქტორები
სქოლიოზის ყველაზე გავრცელებული ტიპის განვითარების რისკ ფაქტორები მოიცავს:
გართულებები
მიუხედავად იმისა, რომ სქოლიოზით დაავადებულთა უმეტესობას აქვს მსუბუქი ფორმა, სქოლიოზმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, მათ შორის:
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას