რა უნდა ვიცოდეთ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ - REDMED
REDMED APP
Get on the Store

რა უნდა ვიცოდეთ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ მენტალური ჯანმრთელობის შესახებ

ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ასევე უწოდებენ მენტალური ჯანმრთელობის დარღვევას, ეხება მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის ფართო სპექტრს - დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს განწყობაზე, აზროვნებასა და ქცევაზე. ფსიქიკური დაავადების მაგალითებია დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, შიზოფრენია, კვებითი დარღვევები და ქცევითი აშლილობა.

ბევრი ადამიანი პერიოდულად განიცდის მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს. 

მენტალური ჯანმრთელობის მცირე პრობლემები, იქცევა ფსიქიკურ დაავადებად, როდესაც მისი ნიშნები და სიმპტომები იწვევს ხშირ სტრესს და გავლენას ახდენს თქვენს შრომისუნარიანობასა და განწყობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ფსიქიკურმა დაავადებამ შეიძლება გაამწვავოს და გამოიწვიოს პრობლემები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად სკოლაში, სამსახურში, ან ურთიერთობებში. უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომების მართვა შესაძლებელია მედიკამენტებისა და ფსიქოთერაპიის კომბინაციით.

Სიმპტომები

ფსიქიკური დაავადების ნიშნები და სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს დარღვევის, გარემოებების და სხვა ფაქტორების მიხედვით. ფსიქიკური დაავადების სიმპტომებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ემოციებზე, აზრებსა და ქცევებზე.

სიმპტომები მოიცავს:

  • სევდიანობის, ან დაღლილობის შეგრძნება
  • დაბნეულობა, ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
  • გადაჭარბებული შიში, წუხილი, ან დანაშაულის შეგძნება
  • განწყობის ექსტრემალური ცვლილებები 
  • მეგობრებისგან და საქმიანობისგან ჩამოშორება
  • დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, ან ძილის პრობლემები
  • რეალობისგან ჩამოშორება (ილუზიები), პარანოია, ან ჰალუცინაციები
  • ყოველდღიურ პრობლემებთან, ან სტრესთან გამკლავების უუნარობა
  • ცვლილებები კვების ჩვევებში
  • ცვლილება სექსუალურ ლტოლვაში
  • გადაჭარბებული ბრაზი, ან ძალადობა
  • სუიციდური აზრები

ზოგჯერ ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები ფიზიკურ პრობლემებად ვლინდება, როგორიცაა კუჭის ტკივილი, ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი ან სხვა აუხსნელი ტკივილები.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ ფსიქიკური დაავადების რაიმე ნიშანი ან სიმპტომი, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალს. ფსიქიკური დაავადებების უმეტესობა თავისთავად არ უმჯობესდება და მკურნალობის გარეშე, შეიძლება გაუარესდეს დროთა განმავლობაში და გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები.

Პრევენცია

არ არსებობს ფსიქიკური დაავადების თავიდან აცილების ზუსტი გზა.

თუმცა, სხვადასხვა ზომების მიღება სტრესის გასაკონტროლებლად და გამძლეობისა და თვითშეფასების ასამაღლებლად, შეიძლება დაგეხმაროთ სიმპტომების შემცირებაში.

Მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:

  • ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს. იმუშავეთ ექიმთან ან თერაპევტთან, რათა გაიგოთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სიმპტომები. შეადგინეთ გეგმა, რათა იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ სიმპტომების განმეორების შემთხვევაში. მიმართეთ ექიმს, ან თერაპევტს, თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას სიმპტომებში. იფიქრეთ ოჯახის წევრების ან მეგობრების ჩართვაზე თქვენი ჯანმრთელობის კონტროლში, რათა დააკვირდნენ გამაფრთხილებელ ნიშნებს.
  • მიიღეთ რუტინული სამედიცინო დახმარება. ნუ უგულებელყოფთ შემოწმებებს, არ გამოტოვოთ ფქისოთერაპევტთან ვიზიტები, განსაკუთრებით თუ თავს კარგად არ გრძნობთ. შეიძლება გქონდეთ ჯანმრთელობის ახალი პრობლემა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას, ან განიცადოთ მედიკამენტების გვერდითი ეფექტები.
  • მიიღეთ დახმარება, როცა დაგჭირდებათ. ფსიქიკური ჯანმრთელობის მურნალობა, შეიძლება უფრო გართულდეს, თუ დაელოდებით სიმპტომების გაუარესებას. ხანგრძლივმა შემანარჩუნებელმა მკურნალობამ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს სიმპტომების რეციდივის თავიდან აცილებას.
  • გაუფრთხულდით ზოგად ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი, ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ რეგულარული გრაფიკი. გაესაუბრეთ ექიმს, თუ გაწუხებთ უძილობა, ან გაქვთ შეკითხვები კვებასა და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available