ლაქტოზას აუტანლობისას ორგანიზმი სრულად ვერ ინელებს რძეში არსებულ შაქარს - ლაქტოზას. შედეგად, რძის პროდუქტების მიღებისას, ვითარდება სიმპტომები, როგორიცაა დიარეა და მეტეორიზმი.
ლაქტოზის აუტანლობა, ჩვეულებრივ უვნებელია, მაგრამ მისი სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან არასასიამოვნო.
წვრილ ნაწლავში წარმოქმნილი ფერმენტის ძალიან მცირე რაოდენობა (ლაქტაზა) პასუხისმგებელია ლაქტოზას აუტანლობაზე. შეიძლება გქონდეთ ლაქტაზას დაბალი დონე და მაინც შეძლოთ რძის პროდუქტების მონელება. თუმცა, თუ მისი დონე ძალიან დაბალია, ვითარდება ლაქტოზას აუტანლობა, რაც იწვევს უსიამოვნო სიმპტომებს რძის პროდუქტების მიღების შემდეგ.
სიმპტომები
ლაქტოზას აუტანლობის ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება ლაქტოზას შემცველი საკვების მიღების შემდეგ, 30 წუთიდან - ორ საათამდე.
საერთო ნიშნები და სიმპტომებია:
როდის მივმართოთ ექიმს
აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, თუ ხშირად გაქვთ ლაქტოზას აუტანლობის სიმპტომები, რძის პროდუქტების მიღების შემდეგ. განსაკუთრებით, თუ არ იღებთ საკმარისი რაოდენობით კალციუმს.
დიაგნოსტირება
ექიმმა შესაძლოა ეჭვი შეიტანოს ლაქტოზას აუტანლობაზე, სიმპტომებისა და კვებაში რძის პროდუქტების რაოდენობის შემცირებაზე დაყრდნობით.
ექიმს შეუძლია დაადასტუროს დიაგნოზი ლაქტოზის ტოლერანტობის ტესტის ჩატარებით:
მკურნალობა
მკურნალობამ შესაძლოა აღადგინოს ორგანიზმში ლაქტოზას მონელების უნარი, თუმცა ამ პროცესს თვეები დასჭირდეს. ასევე, შეიძლება აირიდოთ ლაქტოზას აუტანლობის დისკომფორტი დაბალი ლაქტოზის დიეტის დაცვით.
კვებაში ლაქტოზის რაოდენობის შესამცირებლად:
შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ თქვენი სხეულის რეაქცია ლაქტოზას შემცველ საკვებზე და დაადგინოთ, თუ რა რაოდენობით ლაქტოზის შემცველი პროდუქტი შეგიძლიათ მიიღოთ დისკომფორტის გარეშე.
იკვებეთ სწორად
რძის პროდუქტების შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლიათ მიიღოთ საკმარისი რაოდენობის კალციუმი.
კალციუმი გვხვდება ბევრ სხვა საკვებში, როგორიცაა:
ასევე დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარის ვიტამინ D-ს. კვერცხი, ღვიძლი და იოგურტი შეიცავს D ვიტამინს. ასევე, ორგანიზმი წარმოქმნის D ვიტამინს მზეზე ყოფნისას.
გაესაუბრეთ ექიმს D ვიტამინისა და კალციუმის დანამატების მიღების შესახებ.
შეზღუდეთ რძის პროდუქტების მიღება
ლაქტოზას აუტანლობის სიმპტომების შესამცირებლად თქვენი კვების შეცვლის გზები მოიცავს:
ნაყინი და რძე შეიცავს ყველაზე მეტ ლაქტოზას, მაგრამ მაღალი ცხიმის შემცველობამ ნაყინში, შეიძლება მოგცეთ საშუალება მიირთვათ ის სიმპტომების გარეშე.
მოემზადეთ ექიმთან კონსულტაციისთვის
დაიწყეთ ოჯახის ექიმთან ვიზიტით, თუ გაქვთ სიმპტომები და ვარაუდობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ ლაქტოზას აუტანლობა.
გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ ექიმთან ვიზიტისთვის მომზადებაში.
Რა შეგიძლიათ გააკეთოთ
შეხვედრისას აუცილებლად იკითხეთ, არის თუ არა რაიმე, რისი გაკეთებაც წინასწარ გჭირდებათ, მაგალითად, კვების შეზღუდვა.
გააკეთეთ სია:
კითხვები ლაქტოზას აუტანლობის შესახებ შეიძლება მოიცავდეს:
თვალყური ადევნეთ რძის პროდუქტების ყოველდღიურად მიღებულ პორციებს, მათ შორის რძეს, ნაყინს, იოგურტს და ხაჭოს.
აცნობეთ ექიმს, თუ რომელი რძის პროდუქტი, რა რაოდენობით გაძლევთ სიმპტომებს. ეს ინფორმაცია დაეხმარება ექიმს დიაგნოზის დადგენაში.
თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ ლაქტოზას აუტანლობა, შეეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ რძის პროდუქტების მიღება რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა ნახოთ, შემსუბუქდება თუ არა სიმპტომები. აცნობეთ ექიმს, თუ სიმპტომები გაუმჯობესდა იმ დღეებში, როდესაც რძის პროდუქტებს არ იღებთ.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას