რა უნდა ვიცოდეთ ქოლესტერინის შესახებ
ქოლესტერინი არის ლიპიდის სახეობა, რომელსაც ღვიძლი ბუნებრივად გამოიმუშავებს. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უჯრედული მემბრანების, გარკვეული ჰორმონების და D ვიტამინის ფორმირებისთვის, რაც იმას ნიშნავს რომ იგი აუცილებელია ზრდისა და განვითარებისთვის.
ქოლესტერინი არ იხსნება წყალში, ამიტომ ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება სისხლში. ქოლესტერინის ტრანსპორტირების მიზნით, ღვიძლი აწარმოებს ლიპოპროტეინებს.
ლიპოპროტეინები ცხიმისა და ცილისგან აგებული ნაწილაკებია. ისინი გადააადგილებენ ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და სხვა ტიპის ლიპიდებს სისხლის მეშვეობით. ლიპოპროტეინის ორი ძირითადი ფორმა არსებობს, ესენია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (HDL).
LDL არის ქოლესტერინი, რომელიც შეიცავს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს. მან, მაღალი მაჩვენებლის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი.
მაღალი ქოლესტერინი იშვიათად იწვევს სიმპტომებს დასაწყისში. ამიტომ მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის რეგულარულად შემოწმება.
HDL ქოლესტერინს ზოგჯერ უწოდებენ "კარგ ქოლესტერინს", რადგან ის ხელს უწყობს LDL ქოლესტერინის ღვიძლში დაბრუნებას. როდესაც გაქვთ HDL ქოლესტერინის ჯანსაღი დონე, ეს დაგეხმარებათ შეამციროთ სისხლის შედედების, გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკის შემცირება.
ქოლესტერინის ნორმებ
მაღალი ქოლესტერინის დიაგნოზი არ ნიშნავს ავტომატურად, რომ თქვენთვის აუცილებელი იქნება მედიკამენტოზური თერაპია.
ქოლესტერინის ნორმა 5,2 მმოლ/ლ-მდეა (ან 200 მგ/დლ). თუ ანალიზმა 5,2 -დან 6,5 მმოლ/ლ-მდე ქოლესტერინი დაადგინა, ეს ნიშნავს რომ ათეროსკლეროზის განვითარების დიდი რისკი გაქვთ, ხოლო თუ მაჩვენებელი 6,5მმოლ/ლ სცდება უკვე კვალიფიციური სპეციალისტის დაუყოვნებელი ჩარევაა საჭირო.
მაღალი ქოლესტერინის სიმპტომები
ხშირ შემთხვევაში, მაღალი ქოლესტერინი არის "ჩუმ" მდგომარეობაში და მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ბევრი, განსაკუთრებით მცირე წონის მქონე ადამიანი, ვერ აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ მაღალი ქოლესტერინი, იქამდე სანამ არ განვითარდება ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ქოლესტერინის რუტინული სკრინინგი. თუ 20 წლის ან მეტის ხართ, ჰკითხეთ ექიმს, თუ როგორ შეიძლება ამ კვლევებმა პოტენციურად დაზოგონ თქვენი სიცოცხლე.
როგორ მოვერიოთ ჭარბ ქოლესტერინს
თუ დაგიდგინდათ მაღალი ქოლესტერინი, ექიმი პირველ რიგში გირჩევთ ცხოვრების წესის ცვლილებას დიეტის, ვარჯიშის და ძილის რეჟიმის მოწესრიგებით.
მაგალითად, ექიმმა შეიძლება მოგცეთ შემდეგი რეკომენდაციები:
თევზის და იმ სხვა პროდუქტების მიღება, რომელიც შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, ასევე დაგეხმარებათ LDL დონის შემცირებაში. მაგალითად, ორაგული, სკუმბრია და ქაშაყი ომეგა-3-ით მდიდარია. ასევეა ნიგოზი, ნუში, დაფქული სელის თესლი და ავოკადო.
სპეციალისტმა აგრეთვე შესაძლოა დაგინიშნონ მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებიან ქოლესტერინის დონის შემცირებაში. ამისათვის საჭიროა დროულად გაიაროთ კონსულტაცია და მიიღოთ უახლესი რეკომენდაციები, რაშიც REDMED-ის კარდიოლოგები დაგეხმარებიან.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას