რა უნდა ვიცოდეთ წითელი ქარის შესახებ? - REDMED
REDMED APP
Get on the Store

რა უნდა ვიცოდეთ წითელი ქარის შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ წითელი ქარის შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ წითელი ქარის შესახებ?

წითელი ქარი კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციური დაავადებაა. კერძოდ, მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც კანისა და ლორწოვანი გარსების შემოფარგლული ანთება ახასიათებს. ის, ჩვეულებრივ, კანის ლიმფურ სისტემაში ვრცელდება, ხოლო შემთხვევების 85%-ში ქვედა კიდურებს აზიანებს.

წითელი ქარის გამომწვევი მიზეზები

როგორც უკვე ვახსენეთ წითელი ქარის გამომწვევი მთავარი მიზეზი სტრეპტოკოკული ინფექციაა, ხოლო განვითარების მექანიზმი მდგომარეობს მისი ტოქსინების მიერ ანთებითი პროცესის ინიცირებაში. სახეზე ლოკალიზაციისას გამომწვევი უმეტესად A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკია,

ხოლო ქვედა კიდურებზე ლოკალიზაციისას - სხვა ჯგუფის სტრეპტოკოკები. იწვევენ თუ არა სხვა ბაქტერიები ამ ინფექციას, უცნობია, თუმცა მათ ხშირად პოულობენ ინფექციის კერაში.

თუმცა არის რიგი გარემოებები რაც მის განვითარებას უწყობს ხელს, ესენია :

• იმუნოდეფიციტი;

• ჰემოლიზური სტრეპტოკოკისადმი გაძლიერებული მგრძნობელობა;

• არასპეციფიკური დაცვის მექანიზმის აქტივობის დაქვეითება;

• მიკრობის შეჭრის ადგილზე კანის საწყისი ფუნქციური ან მორფოლოგიური არასრულფასოვნება.

წითელი ქარის სიმპტომები

დაავადების სიმპტომატიკა დამოკიდებულია მის ფორმაზე, მიმდინარეობასა და გართულებებზე. ცნობილია დაავადების რამდენიმე კლინიკური ფორმა:

• ერითემული – კანის სიწითლე, შეშუპება, სიმხურვალე, დაჭიმულობა, მტკივნეულობა;

• ბულოზური – ერითემული ფორმის სიმპტომებს ემატება კანზე ბუშტუკების გაჩენა;

• ფლეგმონოზური – გამოხატულია ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები კანის ჩირქოვანი დაზიანებით;

• ნეკროზული – დაავადების მძიმე მიმდინარეობა კანის ნეკროზით.

მიმდინარეობის მიხედვით წითელი ქარი შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის. დაავადების საინკუბაციო პერიოდი 6-7 დღეა, თუმცა შესაძლოა, რამდენიმე საათამდეც შემცირდეს.

ზოგჯერ დაავადებას წინ უძღვის საერთო სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, სიმძიმის შეგრძნება შესაბამის კიდურში, რეგიონული ლიმფური კვანძების მტკივნეულობა. უმეტესად კი დაავადება იწყება მწვავედ, თავის ტკივილით, შეცივნებით, საერთო სისუსტით, ზოგჯერ - გულისრევითა და ღებინებით. პირველივე საათებში შეინიშნება ტემპერატურის მომატება 39-40 გრადუსამდე. მძიმე შემთხვევაში ავადმყოფს ცნობიერება ებინდება, აღინიშნება ბოდვა, პირღებინება, გახშირებული პულსი და სუნთქვა. პაციენტთა უმრავლესობას უდიდდება ღვიძლი და ელენთა.

ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტს, რაშიც REDMED-ის პლატფორმა დაგეხმარებათ.

წითელი ქარის მკურნალობა

წითელი ქარის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, ჯერადობაზე (პირველადია თუ რეციდივი), ინტოქსიკაციის გამოვლენაზე, ადგილობრივი ნიშნების ხასიათსა და გართულებების არსებობა-არარსებობაზე.

კომპლექსური თერაპია მოიცავს:

• ანტიბიოტიკოთერაპიას;

• ჰორმონთერაპიას;

• არასპეციფიკური მასტიმულირებელი პრეპარატების გამოყენებას;

• ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ყველა დაავადების ეფექტური მკურნალობის გასაღები დროული დიაგნოსტიკა და თერაპიაა. დერმატოლოგიური გამოვლინების მქონე დაავადებების დიაგნოსტიკა სხვა დაავადებებისგან შედარებით მარტივია, რადგან ხშირ შემთხვევაში კანის ვიზუალი ეხმარება სპეციალისტს დასვას ზუსტი დიაგნოზი.

REDMED-ის ვიდეო და აუდიო კონსულტაციის ფუნქციის მეშვეობით შეგიძლიათ მოახდინოთ დროული რეაგირება გართულებების საპრევენციოდ, რაშიც ჩვენი წამყვანი სპეციალისტების გუნდი დაგეხმარებათ.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available