Ბულიმია
თუ თქვენი სხეულის ფორმები და წონა ძალიან გაწუხებთ და მუდმივად, სხვადასხვა გზით, ცდილობთ დაკლებას, შეიძლება ბულიმიის სიპტომებში საკუთარი თავი ამოიცნოთ.
სიმპტომები
ბულემიის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
ბულიმია არის სერიოზული, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში კვებითი აშლილობა. ბულიმიით დაავადებული ადამიანები ფარულად მიირთმევენ დიდი რაოდენობით საკვებს, კონტროლის დაკარგვით - ხოლო შემდეგ ცდილობენ მოიცილონ ზედმეტი მიღებული კალორიები არაჯანსაღი გზით.
კალორიებისგან თავის დასაღწევად და წონის მატების თავიდან ასაცილებლად, ბულიმიით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი. მაგალითად, რეგულარული ღებინება, ან საფაღარათო საშუალებების გამოყენება, წონის დასაკლები დანამატები, დიურეტიკები, ან ოყნა. Ასევე, სხვა გზები, როგორიცაა მკაცრი დიეტა, ან გადაჭარბებული ვარჯიში.
თუ წონისა და სხეულის ფორმების გამო შეგიძლიათ სასტიკად და მკაცრად განსაჯოთ საკუთარი თავი, შესაძლოა გქონდეთ ბულემია. ეს პრობლემა, დაკავშირებულია არა მხოლოდ საკვებთან, არამედ თვითშეფასებასთან და მისი დაძლევა საკმაოდ რთულია. თუმცა, ეფექტური მკურნალობა დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი, დაიცვათ ჯანსაღი კვების რეჟიმი და შეაჩეროთ სერიოზული გართულებები.
გართულებები
ბულიმიამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში გართულება:
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ბულიმიის რაიმე ნიშანი, აუცილებელია მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, რაც შეიძლება მალე, რადგან ბულიმიამ შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები თქვენთვის ნაცნობია, აუცილებლად ჩანიშნეთ კონსულტაცია ფსიქიატრთან. Რედმედით შეძლებთ, ფსიქიატრის კონსულტაცია ონლაინ მიიღოთ და თქვენი ჯანმრთელობა სახლიდან გაუსვლელად მართოთ.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას