რა იწვევს ქერტლს და როგორ მოვიშოროთ?
ქერტლი სკალპთან ასოცირებულ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. ის ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სებორეულ დერმატიტთან (SD), რომელიც იწვევს კანის ქავილს და აქერცვლას სკალპზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. ქერტლის პრობლემა იმდენად გლობალურია, რომ ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს აწუხებს.
ქერტლის ძირითადი სიმპტომებია ფანტელები, ქავილი და ქერცლიანი სკალპი. სიმპტომები ხშირად უარესდება შემოდგომისა და ზამთრის თვეებში, როდესაც ჰაერი მშრალია.
ასევე სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
ქერტლს მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ესენია:
ქერტლის მკურნალობა
ქერტლის მკურნალობა შეიძლება როგორც ადგილობრივი სამკურნალო საშუალებებით (ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნები), ისე მედიკამენტოზური მეთოდებით, და ბუნებრივი საშუალებებითაც.
ქერტლის სამკურნალო საუკეთესო საშუალება ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნებია, რომელთა ტიპიური ინგრედიენტებია კეტოკონაზოლი, სელენის სულფიდი, ქვანახშირის ტარი და თუთიის პირითიონი. ეს ინგრედიენტები ჩვეულებრივ აშორებენ ქერტლის ფანტელებს სკალპიდან და ებრძვიან მალასეზიას სოკოს გამრავლებას.
აუცილებელია დაიცვათ ჰიგიენა და თავი აარიდოთ სკალპის გაღიზიანებას. ნაკაწრმა შესაძლოა გაზარდოს კანის გაღიზიანება და დაინფიცირება, რაც გამოიწვევს მანკიერ წრეს.
Სტრესის შემცირება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რადგან ის იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას და არასასურველი პათოგენების გააქტიურებას.
თუ გსურთ სცადოთ რამდენიმე ბუნებრივი საშუალება, სანამ მედიკამენტურ ხსნარებს მიმართავთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ:
როდის მივმართოთ ექიმს?
უნდა აღინიშნოს, რომ ქერტლი არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება გქონდეთ სკალპის ქავილი. თუ ქერტლი დაუმორჩილებელია, შესაძლოა გქონდეთ ფსორიაზი, ეგზემა ან სოკოვანი ინფექცია, რა შემთხვევაშიც აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა.
მიმართეთ სპეციალისტს, თუ:
ზოგჯერ სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს სხვა, უფრო სერიოზულ მდგომარეობებზე, როგორიცაა აქტინური კერატოზები (AKs) ან Tinea capitis (სკალპის ჭია), რა შემთხვევაშიც აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
წინასწარ დაჯავშნეთ ექიმთან კონსულტაცია ნებისმიერი ადგილიდან REDMED-ის აპლიკაციის ან ვებ-გვერდის დახმარებით მარტივად, ზედმეტი დროს დანახარჯის გარეშე.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას