რა არის თიაქარი და როგორ ვუმკურნალოთ მას? - REDMED
REDMED APP
Get on the Store

რა არის თიაქარი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

რა არის თიაქარი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

რა არის თიაქარი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

თიაქარი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ორგანო ჩაიზრდება კუნთში ან შემაერთებელ ქსოვილში არსებულ ღიობში, რომელიც განკუთვნილია მის შესაკავებლად. მაგალითად, ნაწლავებმა შეიძლება გაარღვიოს მუცლის წინა კედელში არსებული დასუსტებული ადგილი.

თიაქარების უმეტესობა არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო, მაგრამ ისინი თვითნებურად არ ქრებიან და აუცილებლად საჭიროებენ სპეციალისტის ჩარევას. ხშირად მათ შეიძლება დასჭირდეთ ქირურგიული ჩარევა საშიში გართულებების თავიდან ასაცილებლად.

არსებობს თიაქრის რამდენიმე ტიპი, ესენია: 

  • საზარდულის თიაქარი - ყველაზე გავრცელებული ტიპია (70%). ის წარმოიშვება მაშინ, როდესაც ნაწლავი ჩაიზრდება საზარდულის არხში. მამაკაცებში საზარდულის არხში სათესლე ბაგირაკი გადის, ქალებში კი საშვილოსნოს მრგვალი იოგი. შესაბამისად ხდება არსებულ ქსოვილებზე ზეწოლა.
  • ჰიატალური თიაქარი - ვითარდება მაშინ, როდესაც კუჭის ნაწილი დიაფრაგმის გავლით გულმკერდის ღრუში ამოდის. დიაფრაგმა არის კუნთი, რომელიც გვეხმარება სუნთქვაში. ის გამოყოფს მუცლის ღრუს ორგანოებს გულმკერდის ორგანოებისგან. ჰიატალური თიაქარი თითქმის ყოველთვის იწვევს გასტროეზოფაგურ რეფლუქს დაავადებას (GERD). GERD-ის დროს კუჭის შიგთავსი უკან იღვრება საყლაპავში, რაც იწვევს წვის შეგრძნებას. 
  • ჭიპის თიაქარი - ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, თუმცა ის ერთადერთი ტიპია, რომელიც ხშირად თვითნებურად ქრება, რადგან მუცლის კედლის კუნთები დროთა განმავლობაში ძლიერდება. თუ თიაქარი არ გაქრა 5 წლის ასაკამდე, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. მოზრდილებში განვითარებული ჭიპის თიაქრის ძირითადი მიზეზი სიმსუქნით ან ორსულობით გამოწვეული მუცლის წინა კედლის შესუსტებაა. 
  • ვენტრალური (ეპიგასტიუმის) თიაქარი წარმოიშვება მაშინ, როდესაც ხდება მუცლის თეთრი ხაზის დასუსტება ან დეფექტის გაჩენა. ის ხშირად ვითარდება ქირურგიული ჭრილობის ადგილზე.
  • ბარძაყის თიაქარი ვითარდება მაშინ, როდესაც კუნთის ნაწილი ცდილობს ჩაიზარდოს ბარძაყის არხში, რომელიც შედგება ვენებისგან, ნერვებისგან და არტერიებისგან. ის ყველაზე ხშირად ვითარდება ქალბატონებში. 

თიაქრის გამომწვევი მიზეზები

თიაქარი, გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე, შეიძლება განვითარდეს სწრაფად ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში. კუნთების ან შემაერთებელი ქსოვილის დასუსტების მიზეზები შემდეგნაირია:

  • თანდაყოლილი მდგომარეობა, რომელიც ვლინდება საშვილოსნოში განვითარების დროს და ვლინდება დაბადებიდან;
  • ასაკი;
  • ტრავმის ან ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;
  • მძიმე წონებით ვარჯიში;
  • ქრონიკული ხველა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD);
  • ორსულობა, განსაკუთრებით მრავალჯერადი;
  • ყაბზობა;
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
  • ასციტი.

ასევე არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდის თიაქრის განვითარების ალბათობას. ესენია:

  • დღენაკლულულობა ან დაბალი წონის ქონა დაბადებისას;
  • შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები;
  • თამბაქოს მოხმარება; 
  • თიაქრის არსებობის ოჯახური ისტორია.

თიაქრის მკურნალობა

თიაქრის ეფექტური მკურნალობის ერთადერთი გზა ქირურგიული ჩარევაა. საჭიროა თუ არა ოპერაცია, დამოკიდებულია თიაქრის ზომასა და სიმპტომების სიმძიმეზე.

ზოგიერთ შემთხვევაში, ბანდაჟის ტარება შეიძლება დაეხმაროს თიაქრის სიმპტომების შემსუბუქებას. ასევე არსებობს სხვა რეკომენდაციებიც სიმპტომების შესამცირებლად: 

  • თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა;
  • წონაში კლება (თუკი აღინიშნება ჭარბწონიანობა);
  • მჭიდრო ტანსაცმლის ტარებისგან თავის არიდება;
  • მოერიდეთ ძილის წინ კვებას; 
  • მაღალ ბალიშზე ძილი. 

თუ აღინიშნება ჰიატალური თიაქარი, პრეპარატებმა, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას, შეიძლება შეამსუბუქონ დისკომფორტი და გააუმჯობესონ სიმპტომები. ესენია ანტაციდები, H2 რეცეპტორების ბლოკატორები და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.



REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available