რა არის სატურაცია და როგორ ვაკონტროლოთ ის?
ჟანგბადი ორგანიზმში გადაადგილდება სისხლის წითელ უჯრედებში არსებული მოლეკულების გზით რომელთაც ჰემოგლობინი ეწოდება. ჟანგბადის სატურაცია, იგივე პულსოქსიმეტრია ზომავს თუ რა რაოდენობის ჟანგბადი გადააქვს ჰემოგლობინს და ის გამოითვლება პროცენტული მაჩვენებელით (100-დან). ეს არის მარტივი, უმტკივნეულო ტესტი და ტარდება აპარატის სენსორის საშუალებით,რომელიც თავსდება თითის ბალიშებზე ან ყურის ბიბილოზე.
რატომ უნდა ვაკონტროლოთ ჟანგბადის სატურაცია
პულსოქსიმეტრია გამოიყენება იმის დასადგენად, არის თუ არა საკმარისი ჟანგბადი სისხლში, იმისათვის რომ ორგანიზმმა ნორმალურად იფუნქციონიროს. ეს ინფორმაცია საჭიროა სხვადასხვა მდგომარეობების დროს, მაგალითად:
პულსოქსიმეტრია ასევე გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა:
როგორ გავიზომოთ სატურაცია
თქვენს თითზე ან ყურის ბიბილოზე თავსდება პატარა მოწყობილობა, რომელსაც ეწოდება პულსოქსიმეტრი. ეს მოწყობილობა ანათებს ინფრაწითელ გამოსხივებას და ადგენს თუ რა რაოდენობის ჟანგბადია თქვენს სისხლში. აუცილებელია ხელი გვქონდეს უძრავად და სასურველია თუ ფრჩხილზე არ გვექნება დატანილი ლაქი. არსებობს პულსოქსიმეტრები, რომელთა გამოყენებასაც დამოუკიდებლად შეძლებთ სახლის პირობებში და ისინი ჩვეულებრივ შეგიძლიათ მოიკითხოთ სააფთიაქო ქსელებში.
სატურაციის ნორმა და როდის მივმართოთ ექიმს
ფილტვების და ზოგადად, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისას, ჟანგბადის სატურაცია ვარირებს 95-100% შორის, თუმცა ის სპეციფიურია სხვადასხვა მდგომარეობების დროს. მაგალითად ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისას (COPD) ნორმად მიიჩნევა 88-92%-იც.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჟანგბადის მაჩვენებელი ჩამოვა 95%-ზე ქვემოთ ან თუ შენიშნეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმელიმე, მიმართეთ ოჯახს ექიმს:
თუ თქვენ დიდი ხნის მანძილზე აღგენიშნებათ დაბალი სატურაცია, შეიძლება გამოგივლინდეთ ციანოზი. ციანოზისთვის დამახასიათებელია ფრჩხილების, კანისა და ლორწოვანი გარსების სილურჯე.
ციანოზი გადაუდებელ მდგომარეობად ითვლება. თუ შენიშნეთ სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
დაბალი სატურაცია და ჰოსპიტალიზაცია
სისხლში ჟანგბადის დაბალ დონეს ჰიპოქსემია ეწოდება. ჰიპოქსემია ხშირად განგაშის მიზეზი ხდება, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი გართულებები ქსოვილებსა და ორგანოებში.
თუ ჟანგბადის სატურაცია ჩამოვა 95%-ზე ქვევით, ის ითვლება დაბალ მაჩვენებლად. მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რა არის თქვენთვის ნორმალური მაჩვენებელი, განსაკუთრებით თუ გაქვთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
თუ გაქვთ ეჭვი იმაზე, რომ აღგენიშნებათ ჯანგბადის დაბალი სატურაცია, გაისაუბრეთ ამაზე თქვენს თერაპევტთან, რათა თავი იგრძნოთ მშვიდად. დისტანციურად კონსულტაციის განხორციელებისთვის კი გამოიყენეთ REDMED-ის აპლიკაცია ან ვებ-გვერდი.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას