რა არის Პრედიაბეტი? - REDMED
REDMED APP
Get on the Store

რა არის Პრედიაბეტი?

რა არის Პრედიაბეტი?

პრედიაბეტი ნიშნავს სისხლში შაქრის ნორმაზე მაღალ დონეს. თუმცა არა საკმარისად მაღალს, რომ ჩაითვალოს ტიპი 2 დიაბეტად. 

ცხოვრების წესის ცვლილების გარეშე, პრედიაბეტის მქონე ადამიანები არიან ტიპი 2 დიაბეტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

ჯანსაღი საკვების მიღება, რუტინული ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი წონის შენარჩუნება დაგეხმარებათ სისხლში შაქრის ნორმალურ დონეზე დაბრუნებაში.

Სიმპტომები

პრედიაბეტს, როგორც წესი, არ აქვს რაიმე მკვეთრად გამოხატული ნიშნები, ან სიმპტომები, თუმცა:

პრედიაბეტის ერთ-ერთი შესაძლო ნიშანია სხეულის გარკვეულ ნაწილებზე კანის გამუქება. დაზიანებული ადგილები შეიძლება იყოს კისერი, მკლავები და საზარდული.

კლასიკური ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს, რომ გადახვედით პრედიაბეტიდან ტიპი 2 დიაბეტზე, არის:

  • გაზრდილი წყურვილის შეგრძნება
  • Ხშირი შარდვა
  • Შიმშილის გრძნობის გახშირება
  • დაღლილობა
  • Ხედვის გაბუნდოვანება
  • დაბუჟება, ან ჩხვლეტა ფეხებში, ან ხელებში
  • ხშირი ინფექციები
  • წყლულების შეხორცების გართულება
  • წონის გაუთვალისწინებელი კლება

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ენდოკრინოლოგს, თუ გაწუხებთ დიაბეტი, ან შეამჩნევთ ტიპი 2 დიაბეტის სიმპტომებს. გაესაუბრეთ ექიმს პრედიაბეტის სკრინინგის შესახებ, თუ გაქვთ დიაბეტის რაიმე რისკფაქტორი.

Რისკ ფაქტორები

ფაქტორები, რომლებიც ზრდის ტიპი 2 დიაბეტის განვითარების შანსს, ასევე ზრდის პრედიაბეტის რისკს. ეს ფაქტორები მოიცავს:

  • წონა. ჭარბი წონა არის პრედიაბეტის ძირითადი რისკფაქტორი. რაც უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი აქვს ადამიანს - განსაკუთრებით მუცლის გარშემო კუნთებსა და კანს შორის - მით უფრო მდგრადი ხდება უჯრედები ინსულინის მიმართ.
  • Წელის გარშემოწერილობა. წელის ზომა შეიძლება მიუთითებდეს ინსულინ რეზისტენტობაზე. ინსულინრეზისტენტობის რისკი იზრდება 101.6სმ-ზე მეტი წელის გარშემოწერილობის მქონე მამაკაცებში და 88.9სმ-ზე - ქალებში.
  • დიეტა. წითელი, დამუშავებული ხორცის ჭამა და შაქრიანი ტკბილი სასმელების მიღება ასოცირდება პრედიაბეტის უფრო მაღალ რისკთან.
  • უმოქმედობა. რაც უფრო ნაკლებად აქტიური ხართ, მით მეტია პრედიაბეტის რისკი.
  • ასაკი. მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, პრედიაბეტის რისკი იზრდება 35 წლის შემდეგ.
  • ოჯახის ისტორია. პრედიაბეტის განვითარების რისკი იზრდება, თუ გყავთ მშობელი, ან და-ძმა ტიპი 2 დიაბეტით.
  • გესტაციური დიაბეტი. თუ ორსულობის დროს გქონდათ დიაბეტი (გესტაციური დიაბეტი), თქვენ და თქვენს შვილს პრედიაბეტის განვითარების მაღალი რისკი გაქვთ.
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი. ამ მდგომარეობის მქონე ქალებს (ახასიათებთ არარეგულარული მენსტრუალური პერიოდები, თმის ჭარბი ზრდა და სიმსუქნე) აქვთ პრედიაბეტის მაღალი რისკი.
  • ძილი. ძილის ობსტრუქციული აპნოეს მქონე ადამიანებს (მდგომარეობა, რომელიც არღვევს ძილს განმეორებითად) აქვთ ინსულინრეზისტენტობის გაზრდილი რისკი. ჭარბი წონის მქონე ადამიანებს აქვთ ძილის ობსტრუქციული აპნოეს განვითარების მაღალი რისკი.
  • თამბაქოს კვამლი. თამბაქოს მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს ინსულინრეზისტენტობა და ტიპი 2 დიაბეტის რისკი. მოწევა ასევე ზრდის დიაბეტის გართულებების რისკს.

პრევენცია

ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ პრედიაბეტი და მისი პროგრესირება ტიპი 2 დიაბეტამდე - მაშინაც კი, თუ გაქვთ დიაბეტის ოჯახური ისტორია. პრევენცია მოიცავს:

  • ჯანსაღი კვება
  • ფიზიკური აქტივობა
  • ჭარბი წონის კლება
  • არტერიული წნევის და ქოლესტერინის კონტროლი
  • თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა

პრედიაბეტის სიმპტომების ამოცნობა საკმაოდ რთულია. ამიტომ, თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ მისი რისკ ფაქტორები,  მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგთან დროული კონსულტაციის დაჯავშნა.

რედმედით შეძლებთ გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ენდოკრინოლოგის კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ მიიღოთ.

გაესაუბრეთ ექიმს რედმედით სასურველ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.


REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available