რა არის ოვულაცია? - REDMED
REDMED APP
Get on the Store

რა არის ოვულაცია?

რა არის ოვულაცია?

ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა იცოდე

იცოდი, რომ ქალებში უშვილობის ყველაზე ხშირი მიზეზი დარღვეული ოვულაციაა? მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ეს პროცესი მხოლოდ ერთხელ ხდება და მისი ზუსტი თარიღის ცოდნა დაორსულებაში დაგეხმარებათ. ოვულაცია იწყება ციკლის მე-14 დღეს, როდესაც მენსტრუაციის ვადა რეგულარულად არის 28 დღიანი. ოვულაცია გრძელდება 24 საათი - ამ დროს მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოიდევნება საკვერცხიდან, ხვდება ფალოპის მილში და მზადაა გასანაყოფიერებლად. კვერცხუჯრედების მომწიფებისას კი, ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი, რომლის ზემოქმედებითაც საშვილოსნოს კედელი სქელდება და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ადვილად მიმაგრებას უწყობს ხელს. თუმცა, თუ განაყოფიერება ვერ მოხერხდება, საშვილოსნოს კედლის შიდა გარსი შრევდება, ხოლო გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი უკან მენსტრუაციის სახით, გარეთ გამოიდევნება. ასე რომ, მხოლოდ ოვულაციის ფაზა არის ის პერიოდი, როდესაც ქალს შეუძლია დაორსულდეს.

ოვულაციის სიმპტომები და ნიშნები

ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ქალების უმეტესობას განუცდია ოვულაციის ტკივილი, თუმცა მათ ნაწილს ეს დისკომფორტი ყოველთვიურად აწუხებთ. ეს ბუნებრივია იმ შემთხვევაში თუ ტკივილი ძლიერი და შემაწუხებელი არ არის. შესაძლოა ოვულაციის დროს ტკივილი რამდენიმე საათი ან ორი დღე გაგრძელდეს. როგორც წესი, მას ყრუ ტკივილი ახასიათებს. თუმცა, ზოგჯერ ადამიანებს  მოულოდნელი, მწვავე, წამიერი ტკივილიც აწუხებთ.

ოვულაციის პერიოდში ქალს ასევე, აღენიშნება სხვა სიმპტომებიც:

● ბაზალური ტემპერატურის მცირედი მომატება;

● ბლანტი, თეთრი ფერის გამონადენი საშოდან. 

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ოვულაციის პერიოდს?

ოვულაციის პერიოდს თუ ხელი შეეშალა ესეიგი ეს ოვულაციის მაკონტროლებელი სისტემების რომელიმე ნაწილის დისფუნქციით არის გამოწვეული. ოვულაციური დარღვევები კი ფაქტობრივად, ქალის უნაყოფობის ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება. სამწუხაროდ, ოვულაციის დარღვევების ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორის ყველაზე ხშირია:

● ჰორმონალური აბები - ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ქალს არასასურველი ორსულობისაგან იცავს და ოვულაციის პერიოდს თრგუნავს;

● ენდომეტრიოზი - უარყოფით ზეგავლენას ახდენს ოვულაციაზე, რადგან ამ დროს აღინიშნება ანთებითი რეაქცია, მცირდება კვერცხუჯრედების ხარისხი და საკვერცხის მარაგი .

●დიაბეტი და სიმსუქნე - ირღვევა ნორმალური მენსტრუალური ციკლისთვის საჭირო ჰორმონალური ბალანსი.

● პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი - ამ დროს საკვერცხე გამოყოფს მინიმალური რაოდენობით ესტროგენს;

როგორ უნდა იმკურნალო, თუ ოვულაცია არ გაქვს?

იმის გამო, რომ ოვულაციის დარღვევების ბევრი მიზეზი არსებობს ამ პრობლემის სამკურნალოდ სწორი დიაგნოსტიკაა საჭირო. ამისთვის, რა თქმა უნდა, პროფესიონალი ექიმის დიაგნოზია საჭირო. თუმცა, ბოლო დროს პაციენტები ამ მიმართულებით თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და რიგებში დგომას ონლაინ კონსულტაციას ამჯობინებენ. ეს სერვისი საქართველოში პირველად REDMED-მა დანერგა. ამ სამედიცინო პლატფორმაზე ადგილობრივი პროფესიონალი მედიკოსების გარდა, სხვადასხვა მიმართულების ექიმებთან კონტაქტი შესაძლებელია გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ავსტრიიდან. ამ ვებ-გვერდზე 20-ზე მეტი სპეციალობის 300 - მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია ხელმისაწვდომი. ასე, რომ სამედიცინო პლატფორმა REDMED გაძლევთ საშუალებას თქვენ შეარჩიოთ და თქვენვე დაგეგმოთ სასურველ დროს და სასურველ ექიმთან კონსულტაცია.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available