ინფექციურ მონონუკლეოზს ხშირად კოცნის დაავადებას უწოდებენ, რადგან მისი გამომწვევი ვირუსი (ეპშტეინ-ბარის ვირუსი) ვრცელდება ნერწყვით, თუმცა რათქმაუნდა ის შესაძლოა გავრცელდეს საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებითაც. მონონუკლეოზი მისი ყველა სიმპტომით უმეტესად გამოიხატება მოზარდებსა და მოზრდილებში, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებში ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
მონონუკლეოზის სიმპტომები
მონონუკლეოზის ნიშნები და სიმპტომები მოიცავს:
მონონუკლეოზის ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე გრძელდება, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებში ეს პერიოდი შეიძლება უფრო ხანმოკლე იყოს. ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და ყელის ტკივილი, ჩვეულებრივ უკუგანვითარდება ორ კვირამდე ვადაში, თუმცა დაღლილობა, გადიდებული ლიმფური კვანძები და ელენთა შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნდეს.
ინფექციური და ქრონიკული მონონუკლეოზი
ადამიანების უმეტესობაში მონონუკლეოზი ინფექციის გადატანის შემდგომ ხელმეორედ აღარ ვითარდება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, ის შეიძლება განმეორდეს თვეების ან წლების შემდეგაც კი.
ეპშტეინ-ბარის ვირუსით (EBV) დაინფიცირების შემდეგ, ორგანიზმში ის მიძინებულ მდგომარეობაში რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა ხელახლა გააქტიურდეს.
ქრონიკული EBV ინფექციის დროს, სიმპტომები და ვირუსული ინფექცია ხანგრძლივი დროის მანძილზე გრძელდება.
კვება მონონუკლეოზის დროს
ვირუსული ინფექციის დროს ყოველთვის აუცილებელია დიდი ყურადღება მიექცეს კვებას. გარდა იმისა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხეების მიღება (წყალი, მცენარეული ჩაი და ბულიონზე დამზადებული სუპები), იმუნური სისტემის მხარდასაჭერად საჭიროა აირჩიოთ ისეთი საკვები პროდუქტები როგორიცაა:
მოერიდეთ რაფინირებულ პროდუქტებს, პურს და შაქარს. მაქსიმალურად ეცადეთ მყარი საკვები გადაიყვანოთ თხევად მდგომარეობაში და ისე მიირთვათ.
მონონუკლეოზის მკურნალობის მეთოდები
არ არსებობს სპეციფიკური თერაპია ინფექციური მონონუკლეოზის სამკურნალოდ. მთავარია აღინიშნოს, რომ ანტიბიოტიკები არ მოქმედებს ვირუსულ ინფექციებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპიისგან თავშეკავება იქამდე სანამ არ გახდება საჭირო მათი საშუალებით ჩარევა მეორადი ბაქტერიული ინფექციის თანდართვისას. მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია და ასევე მოიცავს მოსვენებით მდგომარეობაში ყოფნას. ცხელების (38 გრადუსი და ზევით), თავის ან ყელის ტკივილის სამკურნალოდ შესაძლოა მიიღოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები. სასუნთქი გზების მძიმე შევიწროებისას შეიძლება მკურნალობა კორტიკოსტეროიდებითაც.
დროულ მკურნალობაში და უახლესი რეკომენდაციების მიღებაში დაგეხმარებიან REDMED-ის ინფექციონისტები, რომლებიც ზრუნავენ რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეძლოთ თავი იგრძნოთ მშვიდად და დაცულად.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას