რა არის დისპლაზია?
დისპლაზია ნიშნავს ჩამოუყალიბებლობას, განუვითარებლობას, ქსოვილის ან ორგანოს განვითარების დარღვევას. მასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი პათოლოგიებია:
მენჯის დისპლაზია
მენჯ-ბარძაყის დისპლაზია სახსრისა და მისი ელემენტების განუვითარებლობაა, რაც გულისხმობს შემაერთებელი ქსოვილის სისუსტეს და უმწიფრობას. დისპლაზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა და ჭარბობს მდედრობით სქესში. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
ფიბროზული დისპლაზია
ფიბროზული დისპლაზია ძვლის ისეთი დაავადებაა, რომლის დროსაც ნორმალური ძვლის ადგილას ვითარდება ნაწიბურისებრი (ფიბროზული) ქსოვილი, რაც ასუსტებს ძვალს, განიცდის დეფორმაციას და იწვევს მოტეხილობას.
ფიბროზული დისპლაზია გენეტიკური დაავადებაა და ქირურგიული ჩარევა მკურნალობის მიზნით მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას ემსახურება, რადგან სრულიად განკურნება არ ხდება. მისი გამომწვევი მიზეზი იმ გენის მუტაციაა, რომელიც ძვლების წარმომქმნელი უჯრედების ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი. როგორც წესი, მუტაცია ჩასახვის შემდეგ ვითარდება, ნაყოფის განვითარების ადრეულ პერიოდში.
მსუბუქად მიმდინარე ფიბროზული დისპლაზია არ ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით, მძიმე ფორმაში კი შეიძლება ბავშვს აწუხებდეს ძვლის ტკივილი, დეფორმაციები, ნერვის მოყოლა.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს თუ ბავშვს აღენიშნება ძვლის ტკივილი, რომელიც
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია ეს არის ეპითელის ცვლილება საშოს ნაწილში, რაც ითვლება კიბოს საწყის დაავადებად. ჩვეულებრივი ეროზიისგან განსხვავებით, რომელიც წარმოიქმნება ქსოვილების მექანიკური დაზიანებით, დისპლაზია ეხება უჯრედოვან სტრუქტურებს, რაც ფარავს საშვილოსნოს ყელს. აღნიშნული პრობლემა გვხვდება 25-35 წლის ქალებში.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
დაავადების დიაგნოსტირება რთულია დაწყებით (პირველ და მეორე) სტადიებზე, ხშირად, ის დისკომფორტს უქმნის პაციენტებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე სტადიას აღწევს. იქიდან გამომდინარე რომ ადრეულ სტადიებზე დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია წელიწადში ერთხელ გინეკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, რომლის დროსაც მოხდება პათოლოგიის არსებობის დადგენა.
დისპლაზიის მკურნალობა
ნებისმიერი ტიპის დისპლაზიის დროს, გამოცდილი, მაღალკვალიფიციური ექიმის კონსულტაცია მნიშვნელოვანია. სამედიცინო პლატფორმა REDMED აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს საქართველოდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან და გთავაზობთ შესაძლებლობას, დაგეგმოთ ნებისმიერ მათგანთან ვიზიტი ონლაინ, სატელეფონო ან ვიდეო ზარით.
REDMED- ის ექიმებს აქვთ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა დარგში, როგორიცაა: გინეკოლოგია, რადიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, გერიატრია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია და ნევროლოგია.
პლატფორმა იძლევა უნიკალურ შანსს, სახლიდან და ქვეყნიდან გაუსვლელად დაუკავშირდეთ ექიმს და მიიღოთ მისგან რჩევები. ამასთანავე, შეგიძლიათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხები გაუგზავნოთ კონსულტაციამდე ან კონსულტაციის დროს. REDMED-ით შეგიძლია კონსულტაციის შემდეგ 1 კვირის მანძილზე ჩათის დახმარებით განმეორებით გაესაუბრო ექიმს და მიიღო მისგან რჩევები, დანიშნულება.
REDMED - პირველი ინოვაციური სამედიცინო პლატფორმა თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე!
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას