რა არის დეპრესია და როგორ გავუმკლავდეთ მას? - REDMED
REDMED APP
Get on the Store

რა არის დეპრესია და როგორ გავუმკლავდეთ მას?

რა არის დეპრესია და როგორ გავუმკლავდეთ მას?

რა არის დეპრესია და როგორ გავუმკლავდეთ მას?

დეპრესია არის განწყობის დარღვევა, რომელიც იწვევს მუდმივ დაქვეითებულ გუნება-განწყობას და ინტერესის დაკარგვას ყოველდღიურობისადმი. ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს, ფიქრობთ და იქცევით და შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ემოციური და ფიზიკური პრობლემები. 

არსებობს სხვადასხვა სახის დეპრესია, რომელთაგან ზოგიერთი ვითარდება კონკრეტული გარემოებების გამო.

  • დიდი დეპრესია - მოიცავს დეპრესიის სიმპტომებს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, რაც ჩვეულებრივ ხელს უშლის ადამიანის მუშაობის, ძილის, სწავლისა და ჭამის უნარს.
  • მუდმივი დეპრესიული აშლილობა (ასევე უწოდებენ დისთიმიას) - ხშირად მოიცავს დეპრესიის ნაკლებად მძიმე სიმპტომებს, რომლებიც გაცილებით მეტხანს გრძელდება, როგორც წესი, მინიმუმ 2 წელი.
  • პერინატალური დეპრესია - ვითარდება მაშინ, როდესაც ქალი განიცდის მძიმე დეპრესიას ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდეგ (მშობიარობის შემდგომი დეპრესია).
  • სეზონური აფექტური აშლილობა - ჩვეულებრივ იწყება გვიან შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში და ქრება გაზაფხულზე და ზაფხულში.
  • დეპრესია ფსიქოზის სიმპტომებით - დეპრესიის მძიმე ფორმაა, როდესაც ადამიანი განიცდის ფსიქოზის სიმპტომებს, როგორიცაა ბოდვები (შემაშფოთებელი, ცრუ ფიქსირებული რწმენა) ან ჰალუცინაციები (ესმის ან ხედავს იმას, რასაც სხვები არ ხედავენ ან არ ესმით). 

დეპრესიის გამომწვევი მიზეზები

საერთო მიზეზები მოიცავს:

  • ქიმიური დისბალანსი თავის ტვინში - არსებობს დაავადებები რომლის დროსაც მიმდინარეობს ქიმიური დისბალანსი ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც მართავენ განწყობას, ფიქრებს, ძილს, მადას და ქცევას დეპრესიის მქონე ადამიანებში.
  • ჰორმონების დონე - ქალის ჰორმონების ესტროგენისა და პროგესტერონის ცვლილებებმა სხვადასხვა პერიოდში, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის, მშობიარობის შემდგომი პერიოდის, პერიმენოპაუზის ან მენოპაუზის დროს, შეიძლება განავითაროს დეპრესია.
  • ოჯახური ისტორია - გენეტიკური წინასწარგანწყობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეპრესიის განვითარებაში.
  • ადრეული ბავშვობის ტრავმა - ზოგიერთი მოვლენა გავლენას ახდენს სხეულის რეაქციაზე შიშსა და სტრესულ სიტუაციებზე.
  • ტვინის სტრუქტურების აქტივობა - დეპრესიის განვითარების რისკი იზრდება, თუ თქვენი ტვინის შუბლის წილი ნაკლებად აქტიურია. თუმცა, მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან, ეს ხდება დეპრესიის სიმპტომების დაწყებამდე თუ მის შემდეგ.
  • Სამედიცინო დიაგნოზები - ისეთი დაავადებები როგორიცაა ქრონიკული ავადმყოფობები, უძილობა, ქრონიკული ტკივილი, პარკინსონის დაავადება, ინსულტი, გულის შეტევა და კიბო.
  • მავნე ნივთიერების მოხმარება - ნარკოტიკული ნივთიერების ან ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება მნიშვნელოვნად ცვლის ორგანიზმში ქიმიური ნივთიერებების დონეს, რაც დეპრესიის განვითარების ერთ-ერთი ხშირი მიზეზი ხდება.
  • ტკივილი - ადამიანები, რომლებიც განიცდიან ემოციურ ან ქრონიკულ ფიზიკურ ტკივილს დიდი ხნის განმავლობაში, უფრო მეტად განიცდიან დეპრესიას.

დეპრესიის სიმტომები

დეპრესიის სიმპტომები მისი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია რომ აღინიშნებოდეს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში და შემდეგნაირია

  • ძილისა და კვების რაციონის დარღვევა;
  • განმარტოების სურვილი;
  • სისტემური უენერგიობა;
  • ნეგატიური ფიქრები და მოლოდინები;
  • უიმედოობის განცდა;
  • უსაფუძვლო შფოთვის ეპიზოდები.

დეპრესიის მკურნალობა და თერაპია

დეპრესიის, თუნდაც ყველაზე მძიმე შემთხვევების მკურნალობა შესაძლებელია. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო ეფექტურია. დეპრესიას ჩვეულებრივ მკურნალობენ მედიკამენტებით, ფსიქოთერაპიით ან ამ ორის კომბინაციით. თუ ეს მკურნალობა არ ამცირებს სიმპტომებს, გამოიყენება ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT) და ტვინის სტიმულაციის ვარიანტები.


REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available