ასთმა ბრონქული ხის ანთებისა და მისი გლუვი კუნთების სპაზმის შედეგია. ამასთან ერთად ბრონქებში წარმოიქმნება სეკრეტი, რომელიც სასუნთქ გზებს ახშობს. დაავადების გამოვლინება სხვადასხვა ინტენსივობისაა, უმნიშვნელო ხიხინითა და სუნთქვის მცირედი გაძნელებით დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში შეტევით დამთავრებული. ასთმა ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ სათანადო მკურნალობით შესაძლებელია, მის კონტროლს მივაღწიოთ.
სიმპტომების შეიძლება სხვადასხვა სიძლიერის იყოს და ყოველდღიურად, ყოველკვირეულად იყოს ან უფრო იშვიათად ვითარდებოდეს. სიმპტომების ინტენსივობის და სიხშირის მიხედვით ხდება ასთმის სიმძიმის კლასიფიკაცია - მსუბუქი, საშუალო და მძიმე.
დიახ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სპირომეტრიის ჩატარება. ამ დროს თქვენმა პატარამ უნდა შეასრულოს ჩაბეროს აპარატში, ჩაბერვა სხვადასხვანაირად ხდება კვლევის ჩამტარებელი ექიმი ზუსტად აუხსნის ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს. ჰაერის ნაკადის მიხედვით აპარატი აფასებს ფილტვის ფუნქციას. სპირომეტრია 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებს უტარდებათ, უფრო პატარები ვერ ახერხებენ კვლევისთვის საჭირო ინსტრუქციების გაგებას და გაკეთებას. ტესტი შეიძლება ინფორმატიული არ იყოს, თუ კვლევის დროს ბავშვს სიმტომები არ აქვს.
5 წლის და პატარა ასაკის ბავშვებთან ასთმის დიაგნოზი მშობლის დეტალური გამოკითხვით და გასინჯვით ისმება. ასევე, შესაძლოა ექიმმა გამოიყენოს ასთმის სამკურნალო პრეპარატების მოსინჯვა და ეფექტის შეფასება. ამას მედიცინაში “Diagnosis ex juvantibus”, როდესაც დიაგნოზს ადასტურებთ მკურნალობის ეფექტურობით.
მზად იყავით, რომ ექიმი დეტალურად გამოგკითხავთ სიმპტომების, სხვა დაავადებების, ოჯახური ანამნეზის შესახებ. შეკითხვები შეიძლება ასეთი იყოს:
ასთმის წარმატებული მკურნალობისათვის გადამწყვეტია თამაშრომლობა ექიმს, მშობელს და ბავშვს შორის. ექიმი აუცილებლად გადმოგცემთ ასთმის მართვის „სამოქმედო გეგმას“, სადაც აღწერილია მკურნალობა და თქვენი ქმედება დაავადების სხვადასხვა ეტაპზე.
ასთმის სამკურნალოდ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება. ისინი შეიძლება იყოს საინჰალაციო დისპენსერების, სითხის ან აბების სახით. ასთმის სამკურნალო მედიკამენტები ორიდან ერთ-ერთი გზით მოქმედებენ:
სწრაფი მოქმედების სიმპტომების მომხსნელი მედიკამენტები. თუ მათი გამოყენება რეგულარულად ხდება საჭირო, მეტად, ვიდრე ორჯერ კვირაში, ასთმის მკურნალობის ტაქტიკა გადასახედია და აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასევე, უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ამჩნევთ, რომ სწრაფად მოქმედი მედიკამენტების გამოყენების შემდეგ სიმპტომები არ ქრება ან მალევე მეორდება.
ხანგრძლივი მოქმედების, ასთმის საკონტროლო მედიკამენტები. ისინი გამოიყენება ასთმის კონტროლისათვის, რომ ბავშვს ხშირად არ ჰქონდეს სიმპტომები.
საინჰალაციო მედიკამენტები ჩვეულებრივ, მზა სპეისერების სახით არსებობს, საიდანაც დოზირებულად ხდება წამლის გამოფრქვევა. თუ ბავშვი ვერ ახერხებს სპეისერით სარგებლობას, ექიმმა შეიძლება ნებულაიზერის გამოყენება გირჩიოთ.
ექიმი გასწავლით, როგორ უნდა გამოიყენოთ სპეისერი და ნებულაიზერი. მკურნალობის შედეგი მნიშვნელოვანად არის დამოკიდებული მოწყობილობების სწორ გამოყენებაზე. თხოვეთ ექიმს, შეგიფასოთ მოწყობილობის გამოყენების ტექნიკა, საუკეთესო გზა ამისთვის ჩვენებაა, როგორ იყენებთ ამა თუ იმ მოწყობილობას.
მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის დანიშნულება. შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშს სიმპტომების იშვიათად აქვს და რეგულარულად მისაღები მედიკამენტები ზედმეტია, მაგრამ ასთმის მკურნალობის გარეშე დატოვება უფრო მეტ რისკს უქმნის თქვენი ბავშვის ჯანმრთელობას, ვიდრე ასთმის კონტროლისთვის გამოყენებული მედიკამენტები.
ასთმის კონტროლი გაძლევთ საშუალებას, დაიცვათ ფილტვები დაზიანებისაგან, ასევე, ბავშვები კონტროლირებული ასთმით არ აცდნენ სკოლას, ჩვეულებრივად არიან ჩართულნი ყოველდღიურ აქტივობებში, იქნება ეს სპორტი, სწავლა, თუ სხვა.
რა არის ასთმის „სამოქმედო გეგმა“?
სამოქმედო გეგმა გაძლევთ პასუხებს შემდეგ საკითხებზე:
ექიმი, თქვენ და ბავშვი ერთად ადგენთ ასთმის „სამოქმედო გეგმას“. ასთმის კონტროლის შეფასება სახლის პირობებშიც შეიძლება პიკ-ფლოუმეტრიით. თუ ეს აპარატი ხელმისაწვდომია, ექიმი დეტალურად განგიმარტავთ გამოყენების წესებს, შედეგების მნიშვნელობას და მათზე რეაგირების წესს.
აკონტროლეთ ბავშვის ასთმა ექიმის დანიშნულების მიხედვით ყოველდრიურად მისაღები ასთმის საკონტროლო მედიკამენტებით.
აარიდეთ მას შეტევების გამომწვევი გარემო გამაღიზიანებლები. ექიმები ამას „ტრიგერებს“ უწოდებენ. თუ თქვენ ვერ ადგენთ, რა არის ასთმის შეტევის ტრიგერი, სთხოვეთ ექიმს დახმარება, შეიძლება ამისთვის სპეციალური ტესტების ჩატარება გახდეს საჭირო. ეს შეიძლება იყოს მცენარის მტვერი, ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი და სხვა.
ჩაუტარეთ ბავშვს გრიპის ვაქცინაცია ყოველწლიურად, ამით თქვენ თავიდან აირიდებთ ერთ-ერთ ხშირ ტრიგერს.
ნურავის მისცემთ ნებას, მოწიოს სიგარეტი იმ სივრცეში, სადაც ბავში იმყოფება.
ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, თუ ფიზიკური აქტივობა იწვევს ასთმის სიმპტომების გამოვლენას, მიმართეთ ექიმს. მან შეიძლება გირჩიოთ ვარჯიშის წინ დამატებითი სწრაფი მოქმედების მედიკამენტის დოზა.
ზოგჯერ ასთმა უმჯობესდება ასაკის მატებასთან ერთად, შეიძლება სიმტომების საერთოდ გაქრეს და მკურნალობაც აღარ დასჭირდეს, თუმცა იმის განსაზღვრა, გაქრება თუ არა ასთმის სიმპტომების ასაკთან ერთად, ზუსტად არ არის შესაძლებელი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ასთმის კონტროლი შესაძლებელია და სწორი მართვის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
REDMED-ის აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ დისტანციურად მიიღოთ ექიმის კონსულტაცია, რომელიც პირველად ვიზიტს ჩაანაცვლებს, დაგიზოგავთ დროს და ენერგიას.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას