ყაბზობა - გამომწვევი მიზეზების და მკურნალობის გზები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ყაბზობა - გამომწვევი მიზეზების და მკურნალობის გზები

ყაბზობა - გამომწვევი მიზეზების და მკურნალობის გზები

ყაბზობა - გამომწვევი მიზეზების და მკურნალობის გზები

ყაბზობამ ადამიანის ცხოვრებაში დისკომფორტი შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოიწვიოს. ხშირად მას თანამედროვეობის დაავადებასაც უწოდებენ. ცხოვრების ჯანსაღი წესი და სწორი კვება საუკეთესო გამოსავალია ყაბზობის პრევენციისთვის. 

ზოგადად, ყაბზობა ანუ შეკრულობა ნაწლავების გაძნელებული დაცლაა. ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობას კუჭის მოქმედება დღე-ღამეში 1-2–ჯერ აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. თუ კუჭის მოქმედება შეფერხდა 48 საათით ან უფრო მეტი ხნით, მაშინ შეიძლება ეს შეკრულობად ჩაითვალოს, თუმცა ეს ცნება მაინც შედარებით ინდივიდუალურია. 

რამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა?

როგორც წესი, ყაბზობის მიზეზის დადგენა, რთულია. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობენ მის განვითარებას. ესენია:

  • კვებითი დარღვევები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები;
  • სხვადასხვა მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენება
  • მეტაბოლურ-ენდოკრინული დარღვევები;
  • ცხოვრების წესისა და რუტინის ცვლილება, მაგალითად, ჭამის რეჟიმის შეცვლა
  • დეფეკაციის (კუჭში გასვლის) მოთხოვნილების იგნორირება
  • არასაკმარისი რაოდენობის სითხის მიღება
  • მღელვარება ან დეპრესია
  • ბავშვებში ყაბზობა შეიძლება განაპირობოს არაადეკვატურმა კვებამ, ტუალეტში შესვლის შიშმა და უნიტაზის გამოყენების არასათანადო სწავლებამ 

ყაბზობის სიმპტომები

შეკრულობა სხვადასხვაგვარი სიმპტომებით ხასიათდება, მათგან ყველაზე დამახასიათებელია: 

  • ნაწლავების შემცირებული მოქმედება;
  • მკვრივი ან მცირე ოდენობის განავალი;
  • სწორი ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება;
  • მუცლის ტკივილი, შებერვა;
  • მუცლის ყურყური;
  • დეფეკაციისას დაუცლელობის შეგრძნება;
  • საერთო სისუსტე;
  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • მადის დაქვეითება;
  • ბოყინი;
  • გულისრევა, რაც ნაწლავში შიგთავსის დაყოვნების გამო ტოქსინების შეწოვითაა განპირობებული.

გაძნელებულმა კუჭის მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს პროქტოლოგიური პრობლემებიც. 

ყაბზობის მკურნალობა

ყაბზობის სამკურნალოდ რეკომენდებულია აქტიური ცხოვრების რიტმი და ჯანსაღი კვება, რაც  გულისხმობს კვების რაციონში უჯრედისის რაოდენობის თანდათანობით გაზრდას, საკმარისი რაოდენობის სითხის, ნაკლებ ცხიმიანი მაწვნის, კეფირის, კარგად მოხარშული საქონლის ხორცის, თევზის, ზღვის პროდუქტების მიღებას. საჭმელი, უმჯობესია, მიირთვათ დღეში 3-4-ჯერ, ერთსა და იმავე დროს. უხვად მიიღეთ სითხე, მაგრამ ერიდეთ გაზიან სასმელებს, მუქ ყავას, ჩაის, შოკოლადს, მოცვს, ბრინჯს, კარაქს, ქონს. მის ნაცვლად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი.

თუ ამ მეთოდმა არ გაამართლა და ვერ იგრძენით შვება, აუცილებელია დიაგნოსტირება, რისთვისაც უნდა უნდა მიმართოთ ექიმს. 

ალბათ უკვე იცით, რომ ექიმის რჩევების მისაღებად საჭირო აღარ არის კლინიკაში მისვლა. სამედიცინო პლატფორმა REDMED იძლევა საშუალებას,  გაიაროთ ონლაინ კონსულტაცია ექიმთან სახლიდან გაუსვლელად, თქვენთვის მოსახერხებელ დროს. ონლაინ სატელეფონო ან ვიდეო ზარის მეშვეობით ექიმი მოგისმენთ, დაგაკვალიანებთ და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ კვლევებზე. 

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულ - ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება REDMED-ის მეშვეობით სახლშიც შესაძლებელია. 

დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტებს ექიმი პლატფორმაზე გამოგიგზავნით. კონსულტაციიდან 6 დღის განმავლობაში, სრულიად უფასოდაა შესაძლებელია ექიმთან დაკავშირება, ანალიზების პასუხის განხილვა თუ დანიშნულების მიღება. 

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე REDMED-თან ერთად.



REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available