ექიმის ონლაინ კონსულტაცია | REDMED - ექიმი შენთან
REDMED APP
Get on the Store
რეგისტრაცია

პნევმონია

პნევმონია

რა არის პნევმონია? 

პნევმონია ანუ ფილტვების ანთება არის ანთებითი პროცესი, რომელიც ცალ ან ორივე ფილტვში ლოკალიზდება. პნევმონიის სიმპტომები გაციების ან გრიპის მაგვარი, საშუალო ან მწვავე შეიძლება იყოს. შესაბამისად, ფილტვების ანთება პაციენტში შეიძლება როგორც მსუბუქი, ისე სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

რა იწვევს პნევმონიას?

პნევმონიას იწვევს ისეთი მიკროორგანიზმები, როგორიცაა ვირუსი, ბაქტერია, სოკო და ა.შ. იმის მიხედვთ, თუ რომელი მიკროორგანიზმით გამოწვეულ პნევმონიასთან გვაქვს საქმე, პნევმონიის სიმპტომები განსხვავებულია და განსხვავდება ისიც, გადამდებია თუ არა ფილტვების ანთება.

სოკოვანი ინფექციის შედეგად შეძენილი პნევმონია უმეტესად გვხვდება დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში. სოკო, რომელიც იწვევს ფილტვის ანთებას გვხვდება ნიადაგში ან ფრინველის ექსკრემენტებში, თუმცა მაინც გეოგრაფიულ ლოკაციაზეა დამოკიდებული. სოკოვანი ფილტვების ანთება არ არის გადამდები, განსხვავებით ვირუსულისა და ბაქტერიულისგან.

ვირუსული და ბაქტერიული პნევმონია კი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, შესაბამისად გადამდებია. ასეთ დროს ფილტვების ანთება შეიძლება განვითარდეს გაციების ან გრიპის შემდგომ. პნევმონის სიმპტომებიდან ერთ-ერთი ძირითადი ხველება, ხველის დროს კი ინფექციის გავრცელებაა შესაძლებელი.

დღესდღეობით ვირუსული პნევმონიდან ყველაზე ხშირია COVID-19-ის შედეგად განვითარებული. გარდა ამისა, არსებობს საავადმყოფოში შეძენილი ფილტვების ანთებაც, რომელიც უფრო სერიოზულია, რადგან მისი გამომწვევი ბაქტერია ანტიბიოტიკების მიმართ უფრო მდგრადია.

პნევმონია - სიმპტომები

როგორც უკვე ითქვა, პნევმონიის სიმპტომები მის გამომწვევ მიკროორგანიზმზე და ინფექციის სიმძიმეზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. 

ვირუსულ პნევმონიას ახასიათებს:

  • მაღალი ტემპერატურა
  • მშრალი ხველა 
  • ცხელება
  • კუნთებისა და თავის ტკივილი
  • დაღლილობა და საერთო სისუსტე
  • გახშირებული სუნთქვა ან ჰაერის უკმარისობა

ხოლო ბაქტერიული პნევმონიის სიმპტომები შემდეგია:

  • სველი ხველა
  • ცხელება
  • ძლიერი ოფლიანობა
  • ტკივილი გულმკერდის არეში სუნთქვის ან ხველებისას
  • უმადობა
  • ძლიერი ოფლიანობა

ვარ თუ არა რისკ-ჯგუფში?

აუცილებელია იმის ცოდნა, ხართ თუ არა რისკ-ჯგუფში, რადგან რისკ-ჯგუფში შემავალ პაცინტებში პნევმონიის სიმპტომები უფრო ძლიერად ვლინდება. რისკის ქვეშ არიან, პირველ რიგში, 65 წელს გადაცილებული ადამიანები. ამ ასაკში ფილტვების ანთებას ტიპურ სიმპტომებთან ერტდ დაბალი ტემპერატურა და დაბნეულობა ახასიათებს.

გარდა ამისა, პნევმონია სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს მცირეწლოვან ბავშვების, ორსულების, თანდაყოლილი დაავადების მქონე ან დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

მართალია, ზოგიერთ პაციენტში პნევმონიის სიმპტომები მინიმალურად ან მსუბიქად შეიძლება გამოვლინდებას, თუმცა სხვებში - სერიოზული გაერთულებები გამოიწვიოს. მაგალითად, პლევრიტი, სუნთქვის დარღვევები, ფილტვის შეშუპება. უფრო იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მოწამვლა, ფიტლვის აბსცესი. 

გართულებების რისკი რისკ-ჯგუფში შემავალ პაციენტებში უფრო მაღალია.

როდის მივმართო ექიმს?

გართულებების თავიდან ასარიდებლად, სპეციალისტისთვის მიმართვა პნევმონიის სიმპტომების გამოვლენისთანავეა რეკომენდებული. თუმცა აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ეჭვი, რომ COVID ინფიცირებული ხართ ან თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიცვალა/გაუარესდა.

REDMED-ის აპლიკაციის ან ვებ-გვერდის საშუალებით, პნევმონიის სიმპოტომების გამოვლენისთანავე დაუკავშირდი თერაპევტს სახლიდან გაუსვლელად.

ᲠᲔᲓᲛᲔᲓᲘᲡ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ

თიბისი დაზღვევის ექიმები
ვიდეო კონსულტაცია
ექიმის ონლაინ კონსულტაცია
300+ წამყვანი სპეციალისტი
კლინიკაში ჩაწერა
30+ კლინიკა, 300+ ექიმი
ექიმი სახლში
პედიატრი, თერაპევტი, ნევრ

ᲐᲮᲐᲚᲘ

ექთანი სახლში
ინექცია, გადასხმა, ჭრილობ
ლაბორატორიული ანალიზები
სახლში გამოძახება ან ლაბშ
ექიმები საზღვარგარეთ
მეორეული აზრი და კონსულტა

ᲡᲮᲕᲐ ᲑᲚᲝᲒᲔᲑᲘ

რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
გაიგე მეტი ინფორმაცია
პატარა ახწერა რა ტიპის ინფორმაციას შეიძლება შეიცავდეს ბლოგი

ᲒᲐᲓᲛᲝᲬᲔᲠᲔ ᲠᲔᲓᲛᲔᲓᲘᲡ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ

აპლიკაციის გადმოსაწერად დაასკანერე QR კოდი

qr