ფილტვების ანთება, რომელსაც პნევმონიის სახელით ვიცნობთ, არის ცალი ან ორივე ფილტვის ინფექცია. მას იწვევს ფიტლვში ისეთი მიკროორგანიზმები მოხვედრა, როგორიცაა ბაქტერია, ვირუსი, სოკო და სხვა. ფილტვების ანთების სიმტომები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რომელი მიკროორგანიზმია მისი გამომწვევი. Მაგალითად, ვირუსული პნევმონია ადრეული ნიშნებით ჰგავს გრიპის ვირუსს.
გააჩნია რომელი მიკროორგანიზმით გამოწვეულ ფიტვის ანთებასთან გვაქვს საქმე. Ბაქტერიული და ვირუსული პნევმონია ჰაერ-წვეთოვანი გზით შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე. ადამიანები იმ მიკრობებს, რომლებიც იწვევენ ფილტვების ანთების სიმპტომებს, ძირითადად, ხველების დროს ავრცელებენ. Ბაქტერიის ან ვირუსის შემცველი წვეთები შეიძლება მოხვდეს სხვა ადამიანზე ან ზედაპირზე. სოკოვანი ფილტვის ანთებით დაინფიცირება კი მხოლოდ გარემოდანაა შესაძლებელი.
Პაციენტი ანტობიოტიკების დაწყებიდან დაახლოებით 24-48 საათის განმავლობაში კვლავ გადამდებად ითვლება.
ფილტვების ანთების სიმპტომები განსხვავებულია მისი სიმძიმის მიხედვით - პნევმონია შეიძლება იყოს, როგორც მსუბუქი, ისე სიცოცხლისთვის საშიში. ეს ყველაფერი ფილტვების ანთების ტიპთან ერთად, პაციენტის ასაკსა და მისი ჯანმრთელობის მდგეომარეობაზეა დამოკიდებული. Ზოგადი სიმპტომები კი შემდეგია:
ფილტვების ანთების სიმპტომები უფრო სერიოზულად ჯანმრთელობის პრობლემის ან სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში და მოხუცებში ვლინდება. Მაგალითად, 65 წელს გადაშორებულ ადამიანებში პნევმონიის დროს ხშირია დაბნეულობა, ცვლილებები ცნობიერებაში, სხეულის ნორმალურზე დაბალი ტემპერატურა და სხვა.
Რაც შეეხება ბავშვებს, ზოგ შემთხვევაში, ფილტვის ანთების სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებად ან შეიძლება შემდეგი იყოს - მაღალი ტემპერატურა, ხველება, ღებინება და მოუსვენრობა.
განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან:
ასევე, რისკ-ფაქტორებში შედის გარემოც. ისეთი ადამიანის ფილტვები, რომელსაც გამუდმებით ქიმიკატების, დაბინძურებული ჰაერის ან ტოქსიკური გამონაბოლქვის სუნთქვა უწევს სამსახურში, დაზიანებულია. ანუ ისინი ინფექციის მიმართ უფრო დაუცველები ხდებიან. Რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ. ფილტვების ანთების სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში აუცილებელია ექიმისთვის მიმართვა.
Პირველ რიგში, ნებისმიერი რესპირატორული ინფექციისგან, მათ შორის, ფილტვის ანთებისგან თავის დასაცავად აუცილებელია სწორი ჰიგიენა. საჭიროა ჯანსაღი ჩვევების შემუშავება: Ხელების რეგულარული დაბანა საპნით, დისტანციის დაცვა, ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება და სხვა.
ამასთანავე, სასურველია ვაქცინაცია - ამით ფილტვების ანთების რამდენიმე ტიპის თავიდან აცილებაა შესაძლებელი. დროული ვაქცინაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის.
გარდა ამისა:
Ამ გზით შეძლებთ ფილტვების ანთების სიმპტომების თავიდან არიდება.
ზოგიერთ პაციენტში ფილტვების ანთების სიმპტომები შეიძლება მხოლოდ მსუბუქად იყოს გამოხატული. აუცილებლად მიმართეთ ექიმთ, თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან სიმპტომები გაუარესდა.
REDMED-ის პლატფორმის საშუალებით, შეგიძლიათ ფილტვების ანთების სიმტპომების გამოვლენისთავანე დისტანციურად დაუკავშირდეთ თერაპევტს.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას