ფართოდ გავრცელებული ენდოკრინოლოგიური დაავადებები
ენდოკრინული სისტება მოიცავს ჯირკვლების ერთიანობას, რომლებიც გვჭირდება ჰორმონების პროდუქციისთვის. ეს ჰორმონები გადაადგილდებიან ჩვენს ორგანიზმში და არეგულირებენ მის ფუნქციებს. ჩვენი ენდოკრინული სისტემა არეგულირებს ზრდა-განვითარებას, ხასიათს, სქესობრივ ფუნქციას, რეპროდუქციას და მეტაბოლიზმს. მაშინ, როდესაც ორგანიზმში შეინიშნება ენდოკრინული დარღვევა, მთელი სხეული ჩართულია ამ პროცესში.
ენდოკრინული დარღვევები განვითარების მექანიზმის მიხედვით ორ კატეგორიად იყოფა, ესენია:
• ენდოკრინული დარღვევები გამოწვეული ჯირკვლის გაძლიერებული ან შესუსტებული ფუნქციონირებით, რაც ჰორმონების ჰიპერ ან ჰიპოპროდუქციაში გამოიხატება. მას ჰორმონულ დისბალანსს უწოდებენ;
• დაავადებები, რომლებიც ჯირკვლის ქსოვილში განვითარებული ატიპიური ქსოვილის წარმოქმნის გამო ვითარდება. ისინი ხშირად კვანძებს ან სიმსივნურ ქსოვილებს მიეკუთვნება. ეს ყველაფერი ჰორმონების პროდუქციაზე შესაძლოა აისახოს, ან მიმდინარეობდეს უმნიშვნელო ცვლილებებით.
გამოყოფენ 5 გავრცელებულ ენდოკრინულ დაავადებას, ესენია:
დიაბეტი
ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული პრობლემაა. ის პანკრეასის (ორგანოს რომელიც აპროდუცირებს ინსულინს) ენდოკრინული ფუნქციის დარღვევის შედეგად ვითარდება. ინსულინი ეხმარება სხეულის ყველა უჯრედამდე გლუკოზის თანაბრად მიწოდება-გადანაწილებას. მისი პროდუქციის ან ათვისების დარღვევის მიხედვით დიაბეტის სხვადასხვა ტიპები ვითარდება. ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები
მეორე ადგილზე მდგომ ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინულ დაავადებებს მიეკუთვნება. ფარისებრი ჯირკვალი არეგულირებს ჩვენი ორგანიზმის მუშაობის სისწრაფეს. როდესაც თიროიდული ჰორმონების სიჭარბეა, ჩვენი სისტემები მუშაობენ გადაჭარბებულად. ჰიპოთირეოზი (დაბალი თიროიდული ჰორმონების დონე) უფრო გავრცელებული პრობლემაა ვიდრე ჰიპერთირეოზი (მაღალი ჰორმონული მაჩვენებლები).
პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS)
გულისხმობს ზომაში გაზრდილ საკვერცხეებს, რომლებიც შეიცავენ მრავლობით ცისტებს. ეს აისახება რეგულარული ციკლის არქონაზე და რიგ შემთხვევებში უშვილობაზეც. ხშირად ამ დროს აღინიშნება მაღალი ანდროგენების დონეც, რაც ჭარბთმიანობას, წონაში მატებას და აკნეს იწვევს.
ჰიპოგონადიზმი, იგივე დაბალი ტესტოსტერონი
მამაკაცების გავრცელებული პრობლემაა. მისი სიმპტომები ძირითადად გამოიხატება : დაქვეითებულ სექსუალურ მოთხოვნილებებში, ერექციულ დისფუნქციაში, სათესლე ჯირკვლების ზომაში შემცირებაში და თმის ცვენაში.
ოსტეოპოროზი
ძვლის ქსოვილის დათხელებას და მისი მასის შემცირებას გულისხმობს. ქალები შედარებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ვიდრე მამაკაცები. ოსტეოპოროზის პროგრესირება ხდება ასაკთან მიმართებაში, როდესაც ესტროგენის დონე ორგანიზმში იკლებს. თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლების მოქმედებენ მის განვითარებაზე, ესენია მაღალი თირეოიდული ჰორმონების დონე, პარათირეოიდული ჰორმონების დისბალანსი და კორტიზოლი.
ენდოკრინოლოგიური დაავადებების მკურნალობა
ენდოკრინოლოგიური დაავადებების მკურნალობა ხანგრძლივ და კომპლექსურ პროცესს მიეკუთვნება, რაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კვალიფიციური და გამოცდილი ენდოკრინოლოგი.
მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება დამოკიდებულია დარღვევის ტიპზე. მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს:
• ჰორმონების დასარეგულირებლად საჭირო მედიკამენტოზურ თერაპიას;
• ქიმიოთერაპიას ან რადიაციულ თერაპიას იმ პაციენტებისთვის, რომელთაც გააჩნიათ სიმსივნური ჩანართი ენდოკრინულ ჯირკვლებში;
• ქირურგიული ჩარევა - გულისხმობს იმ უცხო სხეულის ამოკვეთას, რომელსაც გააჩნია მალიგნიზაციკენ მიდრეკილება ან რომელიც ზეგავლენას ახდენს ჰორმონების პროდუქციაზე. ექიმთან დროული კონსულტაცია მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკისთვის. თუ გაქვთ ეჭვი ენდოკრინოლოგიური დარღვევების არსებობაზე და შეამჩნიეთ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და დაჯავშნეთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია REDMED-ის მოხერხებული აპლიკაციის მეშვეობით.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას