ოვულაციის გამოთვლა - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ოვულაციის გამოთვლა

ოვულაციის გამოთვლა

ოვულაციის გამოთვლა

ოვულაციის გამოთვლა შვილოსნობის მქონე ქალბატონების ცხოვრების ნაწილია, რადგან ის წარმოადგენს გზას განისაზღვროს განაყოფიერებისთვის აუცილებელი მენსტრუალური ციკლის პერიოდი.

ტიპიური მენტსტრუალური ციკლის ხანგრძივობა არის 28 დღე, თუმცა 21 ან 35 დღიანი ციკლიც ნორმას წარმოადგენს. თითოეული ციკლის განმავლობაში განაყოფიერებისთვის ხელსაყრელ პერიოდს წამოადგენს მხოლოდ 6 დღე – ეს არის 5 დღე ოვულაციამდე + ოვულაციის დღე. ამ პროცესებში უფრო მარტივად გასარკვევად საჭიროა ვიცოდეთ თუ რა არის ოვულაცია.

რა არის ოვულაცია ?

ოვულაცია ეს არის პროცესი, როდესაც ხდება მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოიყოფა საკვერცხიდან, ამ პროცესს კი უზრუნველყოფს მალუთეინიზებელი ჰორმონი (LH). მას შემდეგ რაც გამოიყოფა, კვერცხუჯრედი იწყებს მოძრაობას ფალოპის მილებში და ყოვნდება 12-დან 24 საათამდე, სადაც მან უნდა განიცადოს განაყოფიერება სპერმატოზოიდის მიერ. ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში სპერმატოზოიდის სიცოცხლისუნარიანობის დრო წარმოადგენს 5 დღეს, შესაბამისად პერიოდი, რომელიც აღვნიშნეთ მნიშვნელოვანია განაყოფიერებისთვის.

28 დღიანი მენსტრუალური ციკლის არსებობის შემთხვევაში ოვულაციის დადგომა ხდება შემდეგ მენსტრუაციამდე 14 დღით ადრე, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქალის მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა განსხვავდება და არსებობს ნაწილი, ვისაც გააჩნია არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ოვულაციაც სხვადასხვა პერიოდში დგება. იმისთვის, რომ ვიცოდეთ, თუ რამდენ დღიანი მენსტრუალური ციკლი გვაქვს აუცილებელია ვაწარმოოთ მენსტრუალური კალენდარი.

ოვულაციის დღის დადგენა

ორსულობის დაგეგმარების დროს სპეციალისტთან მიმართვის შემთხვევაში, თქვენი ექიმი შემოგთავაზებთ ოვულაციის პერიოდის დადგენის რამდენიმე მეთოდს, ესენია :

  • სხეულის ბაზალური ტემპერატურის გამოთვლა (BBT) – გულისხმობს სხეულის ტემპერატურის გაზომვას გაღვიძებისთანავე, სანამ მოხდება მასზე გარე ფაქტორების მიერ ზემოქმედება. ოვულაციის დღეს სხეულის ტემპერატურა იმატებს 24 საათის მანძილზე პროგესტერონის სეკრეციის გამო.

კვლევების თანახმად, სადაც მონაწილეობას იღებდა 200 ქალი, გვიანი ოვულაციის დადგენაში სხვა მეთოდებთან შედარებით BBT სარგებლობს ყველაზე მაღალი სანდოობით.

  • ცვლილებები საშოს ლორწოში – საშოს ლორწო უმეტესად შედგება წყლისგან, მას გააჩნია სპეციფიური ფერი, სუნი და კონსისტენცია, რის მიხედვითაც შესაძლოა დადგინდეს სხვადასხვა სახის ინფექციის ან ოვულაციის არსებობა. ოვულაციის პერიოდში ჰორმონული ზემოქმედებისას (ესტროგენი და პროგესტერონი) მისი კონსისტენციის, რაოდენობის და შემადგენლობის ცვლილება ეხმარება სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედისკენ გადაადგილებაში, კონკრეტულად ის მდიდრდება ნუტრიენტებით, შესაბამისად ხდება ჭარბი და ბლანტი.

გარდა არსებული მეთოდებისა, აუცილებელია ვახსენოთ ფოლიკულზე დაკვირვების ულტრაბგერითი მეთოდი, რაც გულისხმობს ფოლიკულის ზომაში ზრდაზე და მის გადაადგილებაზე ექოსკოპიური გზით დაკვირვებას. ეს პროცედურა არის სულ რაღაც 10-15 წუთის ხანგრძლივობის და სრულდება მენსტრუაციის მე- 9 -17 დღემდე პერიოდში.

ოვულაციის სიმპტომები

გარდა ზემოთ ხსენებული ცვლილებებისა, რაც გულისხმობს ტემპერატურის ცვლილებას და ლორწოს გასქელებას, ოვულაცია მოიცავს შემდგომ სიმპტომებს :

  • ოვულაციის ტკივილები (Mittelschmerz) – დისკომფორტის შეგრძნება მენჯის ღრუში შესაძლოა ნიშნავდეს ოვულაციის დადგომას, რაც მოყვება ფოლიკულის გასკდომას. როგორც წესი ამ ტიპის ტკივილი შესაძლოა აღვწეროთ, როგორც მწიწკნავი შეგრძნება, რომელიც გრძელდება რამდენიმე წამის განმავლობაში.
  • სხვა ზოგადი სიმპტომები – სარძევე ჯირკვლების გამაგრება და შებერილობა.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available