ორსულობა და მისი ვადების დადგენა - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ორსულობა და მისი ვადების დადგენა

ორსულობა და მისი ვადების დადგენა

სექსუალურად აქტიური ცხოვრების და რეგულარული მენსტრუალური ციკლის ქონის შემთხვევაში, თუ მენსტრუაცია ერთი ან მეტი კვირით გიგვიანდებათ შესაძლებელია ორსულობა ივარაუდოთ. ორსულობისთვის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნები არის: 

  • მკერდის მოცულობის გაზრდა და მომატებული მგრძნობიარობა
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • გახშირებული შარდვა
  • უჩვეულო გადაღლილობა
  • მადის ცვლილება

თუ მენსტრუალური ციკლი დაგიგვიანდათ ან სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიც შენიშნეთ, შეგიძლიათ საშინაო საორსულე ტესტი გამოიყენოთ, რომელიც შარდში პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონის (hcG) ადგენს. ქორონალური გონოტროპინის, იგივე პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონის აღმოჩენა, ქალის ორგანიზმში განაყოფიერების პროცესის მიმდინარეობაზე მეტყველებს. ამ ტიპის ტესტების სიზუსტე 97%-ია და მათი შეძენა აფთიაქებში არის შესაძლებელი.  

თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, მაგრამ ეჭვები ორსულობაზე მაინც გაქვთ, რეკომენდირებულია ტესტის რამდენიმე დღის შემდეგ გამეორება. საშინაო ტესტის მიერ ორსულობის დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც ანალიზებს ჩაგიტარებთ და შესაბამის რეკომენდაციებს მოგცემთ.

ექიმები ორსულობის დასადგენად სისხლის ან შარდის ანალიზს იყენებენ, მათი სიზუსტე 99%-ს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ტესტი, რომელსაც ფერმენტული იმუნოსორბენტული ანალიზი ეწოდება, სწრაფად და მარტივად ავლენს შარდში პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ძალიან მცირე რაოდენობასაც კი, მისი შედეგების მიღება დაახლოებით ნახევარ საათშია შესაძლებელი. 

როგორ ადგენენ ექიმები მშობიარობის მოსალოდნელ თარიღს?

ორსულობის ვადა პირობითად, კვირებით გამოისახება და ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან ითვლება. ამიტომ ბავშვის დაბადების სავარაუდო თარიღის დასადგენად მნიშვნელოვანია ექიმმა იცოდეს, როდის ქონდა ქალს ბოლო მენსტრუალური ციკლი. 

ექიმები მოსალოდნელი მშობიარობის პერიოდს ბოლო მენსტრუაციის თარიღიდან უკან 3 თვის გადათვლით და ერთი წლის და 7 დღის დამატებით ანგარიშობენ. მაგ. თუ ბოლო მენსტრუალური ციკლი 1 იანვარს იყო, ექიმი უკან გადათვლის 3 თვეს ოქტომბრამდე და დაუმატებს 1 წელსა და 7 დღეს. მშობიარობის სავარაუდო თარიღია მომავალი წლის 8 ოქტომბერი. ორსული ქალების 10% ან უფრო ნაკლები მშობიარობს გამოთვლილ დროს, 50% ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო 90% ორი კვირის განმავლობაში (გამოთვლილ თარიღამდე ან შემდეგ).

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მშობიარობა გამოთვლილ თარიღამდე 3 კვირით ადრე ან 2 კვირის შემდეგ ნორმად ითვლება. 

ოვულაცია ჩვეულებრივ მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 2 კვირაში ვითარდება, ხოლო განაყოფიერება ოვულაციიდან მალევე ხდება, შესაბამისად ემბრიონი დაახლოებით 2 კვირით უფრო მცირე ასაკისაა ვიდრე ამის გამოთვლა ხდება. 

მარტივად, რომ ავხსნათ თუ ქალი 4 კვირის ორსულია, მისი ემბრიონი 2 კვირისაა, ხოლო თუ ქალს არარეგულარული მენსტრუალური ციკლები აქვს, რეალური განსხვავება შესაძლოა 2 კვირაზე მეტი ან ნაკლები იყოს.

ორსულობა, განაყოფიერებიდან საშუალოდ 256 დღეს (38 კვირა), ხოლო მენსტრუალური ციკლიდან 280 (40 კვირა) გრძელდება. თუ ქალს რეგულარული 28 დღიანი მენსტრუალური ციკლი აქვს, ბოლო მენსტრუალური ციკლის თარიღიდან ორსულობა სამ სამ თვიან პერიოდად იყოფა:

  • პირველი ტრიმესტრი: ორსულობის 0-12 კვირა
  • მეორე ტრიმესტრი: 13-24 კვირა
  • მესამე ტრიმესტრი: 25 კვირიდან მშობიარობამდე

ბავშვის დაბადების შედარებით ზუსტი თარიღის განსაზღვრა ულტრასონოგრაფიით ხდება. განსაკუთრებით თუ იგი ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ტარდება.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available