ოჯახის ექიმი, როცა დაგჭირდება - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ოჯახის ექიმი, როცა დაგჭირდება

ოჯახის ექიმი, როცა დაგჭირდება

მიიღე ოჯახის ექიმის მომსახურება 1 საათში


რედმედის საშუალებით ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა და სასურველი მიმართვის მიღება თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს ნებისმიერი ადგილიდან, რამდენიმე წუთში შეუძლიათ.

თიბისი დაზღვევა და რედმედი ერთობლივ, მოქნილ, სწრაფ და კომფორტულ სერვისს გთავაზობთ.

ოჯახის ექიმთან დაკავშირება ონლაინ, ჩაწერიდან სულ რაღაც 1 საათშია შესაძლებელი, რაც დაზოგავს მომხმარებლის დროს სასურველი კონსულტაციისა თუ მიმართვის მიღებისას.

ამისთვის საჭიროა მომხმარებელმა ჩამოტვირთოს REDMED აპლიკაცია, აირჩიოს დაზღვევის პროვაიდერი ექიმები და დაჯავშნოს კონსულტაცია სასურველ ექიმთან.

თიბისი დაზღვევისა და რედმედის პროექტის მეშვეობით სრულფასოვანი სამედიცინო სერვისების მიღება დისტანციურად არის შესაძლებელი. მომხმარებელს რამდენიმე წუთში, სამუშაო თუ სხვა მისთვის კომფორტული გარემოდან შეუძლია იზრუნოს თავისი და ოჯახის წევრების ჯანრმთელობაზე, აირიდოს თავიდან მოსაბეზრებელი საცობები და კლინიკის რიგები.  

რედმედი სამედიცინო სერვისების პირველი ციფრული პლატფორმაა საქართველოში, რომელიც პაციენტებს სამედიცინო სერვისებზე წვდომას უმარტივებს, მოსახერხებელ დროსა და ადგილას. რედმედით შესაძლებელია როგორც ონლაინ კონსულტაციის გავლა 40-მდე სხვადახვა სპეციალობის 200-ზე მეტ ექიმთან, ასევე ექიმის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ბინაზე გამოძახება და კლინიკაში ვიზიტის დაჯავშნა.

გადმოწერე REDMED და დაუკავშირდი ოჯახის ექიმს, როცა დაგჭირდება.


 

similarBlogs

bookEasilyDownloadTheApp

getDownloadLink