Როგორ იპოვო პულსი? Პირველ რიგში, გადმოატრიალე ხელი ისე, რომ ხელისგული იყოს მაღლა. ორი ან სამი თითი მოათავსე მაჯის ქვემოთ ცერის ფუძესთან და დააჭირე მსუბუქად. თუ გსურს გულისცემის გაზომვა, მაშინ დაითვალე დარტყმის რაოდენობა 1 წუთის განმავლობაში ან 30 წამის და გაამრავლე 2ზე. საშუალოდ, დასვენებულ მდგომარეობაში, ზრდასრულის პულსის ნორმა, გულისცემის ნორმალური სიხშირის დიაპაზონი 60-100 დარტყმაა წუთში.
გულისცემა საკმაოდ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. Მაგალითად:
ამიტომაც ადამიანების პულსი განსხვავებულია. თუმცა პულსის ნორმა თითქმის ყველასთვის ერთია. გამონაკლისია, მაგალითად, სპორტსმენები და ათლეტები, მათი გულისცემა წუთში 30-40-ია.
გულისცემა ბავშვებშიც დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, თუმცა ზრდასრულების გულისცემისგან განსხვავდება. არააქტიურ მდგომარეობაში ბავშვების გულისცემის დიაპაზონი 70-100 დარტმაა წუთში.
Ბავშვების ნორმალური პულსის მაჩვენებელი ასაკთან ერთად ცვალებადი და ახალშობილების გულისცემა გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, 1 თვემდე ასაკის ჩვილების პულსის ნორმა 70-190 დარტყმაა წუთი, 1 თვიდან 1 წლამდე ასაკში კი - 80-160 დარტყმა.
Რადგანაც პულსის ნორმა წუთში 100 დარტყმამდეა, აჩქარებულად 100 დარტყმაზე მეტი მიიჩნევა. Პულსის აჩქარება ვარჯიშის ან სხვა სახის ფიზიკური დატვირთვის დროს ბუნებრივია. თუმცა თუ ის დასვენებულ მდგომარეობაშია აჩქარებული, მაშინ ეს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული:
ტაქიკარდია არის სამედიცინო ტერმინი სწრაფი გულისცემისთვის (პულსის ნორმას სცდება და წუთში 100 დარტყმაზე მეტია). ასეთ დროს გული სწრაფად ძგერს არა სტრესთან დაკავშირებული მიზეზით.
ტაქიკარდიას ხშირად თან ახლავს:
გამომწვევი მიზეზი ყოველთვის ცნობილი არ არის, თუმცა უმეტეს შემთხვევებში ესაა: სტრესული გარემო, ემოციური ფონი, ფიზიკური დატვირთვა, დიდი რაოდენობით ყავის, ჩაის ან ალკოჰოლის მოხმარება, ტემპერატურის მომატება და სხვა.
Პულსის ნორმა შეიძლება არა მხოლოდ გულისცემის აჩქარებამ, არამედ მისმა შენელებამაც “დაარღვიოს”. Ზედმეტად ნელ გულისცემას, წუთში 60 დარტყმაზე ნაკლებს, ბრადიკარდიას უწოდებენ. Მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: გულის დაავადების შემდეგ მისი დაზიანება, ჰიპოთირეოიდიზმი, ზოგიერთი მედიკამენტი და სხვა.
ასეთი ნელი გულისცემის დროს, ტვინს არასაკმარისი ჟანგბადი მიეწოდება. Შედეგად შეიძლება მივიღოთ შემდეგი ჩვენებები:
აჩქარებული გულისცემა ყოველთვის სერიოზულ დარღვევაზე არ მიანიშნებს. თუმცა თუ გახშირებული გულისცემა გაწუხებთ, რომელიც პულსის ნორმას სცდება, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ასეთ დროს გული დატვირთვით მუშაობს, უფრო მეტი ჟანგბადი სჭირდება, იზრდება როგორც გულის შეტევის, ისე გულის დაავადებების განვითარების რისკი. Ზოგიერთ პაციენტში ტაქიკარდია შესაძლოა ყოველგვარი სიმპტომის გამოვლინების ან დისკომფორტის გარეშე მიმდინარეობდეს.
Რაც შეეხება ბრადიკარდიას, ის შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული და აუცილებელია, დროულად გარკვევა, გულის ან სხვა პრობლემები ხომ არ აქვს პაციენტს. გარდა ამისა, მკურნალობის გარეშე ბრადიკარდიამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ამიტომაც, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი პულსი რეგულარულად პულსის ნორმაზე დაბალია.
Საჭიროების შემთხვევაში, REDMED-ის აპლიკაციით ან ვებ-გვერდით შეგიძლია დისტანციურად დაუკავშირდეთ კარდიოლოგს.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას