ნევროზი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
ნევროზი მენტალური და ემოციური დარღვევაა, რომელიც ხასიათდება შფოთვითი, დეპრესიული და სხვა სახის შეგრძნებებით. იგი იმდენად სერიოზული დაავადებაა, რომ მის გამო შეიძლება ადამიანი საკუთარ თავში ჩაიკეტოს, გაუქრეს ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვის სურვილი, გაწყვიტოს კომუნიკაცია ახლობლებთან და მეგობრებთან.
რა იწვევს ნევროზს?
როგორც წესი, ნევროზი ვითარდება მწვავე ფსიქოლოგიური ტრავმის ან ხანგრძლივი ნერვული დაძაბულობის ფონზე. მისი სიმპტომები მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე ხშირად თავს იჩენს:
ნევროზის ტიპები და სიმპტომები
3 ტიპის ნევროზს გამოყოფენ, ესენია: ნევრასთენია, ისტერია, აკვიატებების ნევროზი
ნევრასთენიის დროს პაციენტს აქვს საკუთარი თავის მიმართ გადამეტებული მოთხოვნები, რომლის რეალიზაციასაც ვერ ახერხებს. იგი ვლინდება საერთო სისუსტით, ადვილად დაღლით, აპათიით, გაღიზიანებადობით, ხასიათის სწრაფი ცვალებადობით, შრომის უნარის დაქვეითებით, უძილობით, სხვადასხვა ვეგეტატიური დარღვევებით.
ისტერიისას ხდება კონფლიქტი პიროვნების გარემოსადმი გადამეტებულ მოთხოვნებსა და სურვილების რეალიზაციას შორის. კლინიკურად იგი ვლინდება ქცევის პათოლოგიით, მოძრაობის, მგრძნობელობის და სხვა ნევროლოგიური ფუნქციების ფსევდო დარღვევებით. შეტევები ყოველთვის ვითარდება პაციენტისთვის საინტერესო დამსწრეთა თვალწინ და თვითდაზიანებას არ იწვევს.
აკვიატებების ნევროზის საფუძველია პიროვნების გეგმებსა და მის რეალიზაციას შორის კონფლიქტი. ადამიანი განიხილავს უამრავ ვარიანტს, მაგრამ მერყეობს და უჭირს ერთი გადაწყვეტილების მიღება. ხშირად უბრუნდება ერთსა და იმავე საკითხს, მუდმივად აწარმოებს ფუჭ გათვლებს. ახასიათებს აკვიატებული აზრები, მოქმედებები, შეიძლება რიტუალებიც კი. მიდრეკილია სხვადასხვა სახის ფობიებისკენ.
ნევროზის მკურნალობა - როდის მივმართოთ ექიმს?
ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი სხვა მრავალი დაავადების დროსაც შეიძლება განვითარდეს, ამიტომ, ნევროზის დიაგნოზი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იყოს დასმული. ნევროზის მკურნალობა მოითხოვს პაციენტისა და ექიმის მჭიდრო თანამშრომლობას.
ნევროზი მნიშვნელოვნად აქვეითებს პიროვნების ცხოვრების ხარისხს, ადაპტაციას გარემოში, რეალიზებას ცხოვრებაში. სწორი დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის პირობებში 80%-ზე მეტ შემთხვევაში მდგომარეობა მართვადი და განკურნებადია.
სწორედ იმიტომ, რომ ექიმსა და პაციენტს ჰქონდეთ მუდმივი კავშირი პრობლემის დასაძლევად და დაბრკოლებად არ იქცეს დრო, საცობები თუ რიგები, სამედიცინო პლატფორმა REDMED იძლევა შესაძლებლობას ნევროლოგთან კონსულტაცია გაიაროთ ონლაინ თქვენთვის მოსახერხებელი ადგილიდან და თქვენთვის მისაღებ დროს. გაესაუბროთ მას ტელეფონით ან ვიდეო ზარით და მიიღოთ რეკომენდაციები
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ექიმის ბინაზე მომსახურებით სერვისით და ამაშიც REDMED გაგიწვეთ დახმარებას.
დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას ექიმი REDMED-ის პორტალზე გამოგიგზავნით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ვიზიტიდან 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ექიმს აპლიკაციის დახმარებით დაუკავშირდეთ.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას