ნერვის ანთება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
ნერვის ანთება (ნევრიტი) საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია და როგორც წესი - ტკივილები ახლავს თან. ნევრიტი ძირითადად მოძრაობის შეზღუდვით ან დარღვევით ვლინდება, ასევე მას შეიძლება დაერთოს დამბლა, პარეზი.
რა იწვევს ნერვის ანთებას?
ნევრიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს:
ნერვის ანთების გავრცელებული სახეობები
მდებარეობის მიხედვით, განასხვავებენ ნევრიტის შემდეგ სახეობებს:
სამწვერა ნერვის ანთება ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს, დაავადება თავს, დაახლოებით, 40 წლის ზემოთ იჩენს და პიკს 90 წლის ასაკში აღწევს. რაც შეეხება ორსულებში გავრცელებულ ნევრიტს - მათ ძირითადად, საჯდომი ნერვის ანთება უფიქსირდებათ.
ნერვის ანთების სიმპტომები
ლოკალური ნევრიტებისთვის დამახასიათებელია სპეციფიკური სიმპტომები, რაც დიაგნოსტიკას აადვილებს. ნევრიტის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ტკივილი და დაბუჟება, ამ დროს ტკივილი შეტევისებურია, თუმცა ყრუ.
მაგალითად, სამწვერა ნერვის ანთებას ახასიათებს ელექტრული დენის დარტყმის მსგავსი შეტევები, რომლებიც უეცრად იწყება და უეცრადვე სრულდება. შესაძლოა, ტკივილს პროვოცირება გაუწიოს პირის დაბანამ ან გაპარსვამ, თამბაქოს მოწევამ, ლაპარაკმა ან კბილების გამოხეხვამ. ეპიცენტრი უმეტესად ცხვირ-ტუჩის ნაოჭი და ნიკაპის მცირე ნაწილებია.
სმენის ნერვის ნევრიტის დროს სუსტდება სმენა, აღინიშნება ყურების შუილი.
მხედველობის ნერვის ანთება ხშირად ერთ თვალზე ვითარდება და მისი სიმპტომებია:
როგორ ვუმკურნალოთ ნერვის ანთებას?
ზემოჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას, ან ნებისმიერი დისკომფორტის დროს აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. თუ საქმე ნევრიტთან გაქვთ, უნდა დადგინდეს ნერვის დაზიანების ჭეშმარიტი მიზეზი და დაინიშნოს ამ მიზეზის წინააღმდეგ მიმართული მკურნალობა.
პირველივე სიმპტომის გამოვლენისას დაუკავშირდით ექიმს. გაითვალისწინეთ, რომ უკვე აუცილებელი აღარაა ექიმის კაბინეტში მისვლა კონსულტაციის მისაღებად, რადგან შესაძლებელია სპეციალისტს გაესაუბროთ ონლაინ, ვიდეო ან აუდიო ზარით.
პირველი ინოვაციური სამედიცინო პლატფორმა რედმედი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ჩანიშნოს ვიზიტი ექიმთან ონლაინ და ნებისმიერი ადგილიდან, სახლი იქნება ეს თუ ოფისი, მიიღოს რჩევები ვიდეო ან აუდიო ზარით. ამით ზოგავთ დროს, თავს არიდებთ საცობებს, რიგებს და რაც მთავარია, არ გიწევთ ხალხმრავალ ადგილებში სიარული პანდემიისას.
თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას, რედმედი გთავაზობთ შესაბამის მომსახურებას ბინაზე. ვიზიტიდან 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ სრულიად უფასოდ დაუკავშირდეთ ექიმს, დაუსვათ კითხვები და გაესაუბროთ თქვენთვის მნიშვნელოვან სიმპტომებსა თუ თემაზე.
თუ დაზღვეული ხართ რედმედის პლატფორმაზე გადმოგეგზავნებათ დაზღვევისთვის წარსადგენი დოკუმენტები.
ასე მარტივად, ნერვების, ენერგიის და დროის კარგვის გარეშე შეგიძლიათ ისარგებლოთ ექიმის კონსულტაციით და მიიღოთ საუკეთესო მომსახურება.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას