● ნაღვლის ბუშტის ანთება
ნაღვლის ბუშტის ანთება იგივე ქოლეცისტიტი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. ნაღვლის ბუშტი მცირე ზომის ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ღვიძლიდან წარმოებული ნაღვლის დაყოვნებასა და შემდგომ მის გადადინებაზე წვრილ ნაწლავში, რაც გვეხმარება საჭმლის მონელებაში. ქოლეცისტიტი მიმდინარეობის მიხედვით შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული.
● ნაღვლის ბუშტის ანთების გამომწვევი მიზეზები
ნაღვლის ბუშტის ანთება ძირითადად ნაღვლის მჟავების ბუშტში დაყოვნებით წარმოიშვება, დაყოვნების მიზეზი კი უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია სადინრის დახშობასთან, რასაც ნაღვლის კენჭები იწვევენ. არსებობს ორი ტიპის ნაღვლის კენჭი:
ქოლესტეროლის კენჭები – რომელთა წარმოქმნა ხდება, როცა ნაღველი შედგება დიდი რაოდენობით ქოლესტეროლის ან ბილირუბინისგან. ასეთი კენჭები, როგორც წესი მომწვანო-მოყვითალო შეფერილობისაა.
პიგმენტური კენჭები – ყალიბდება იმ ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ციროზის დიაგნოზი, სანაღვლე გზების ინფექცია ან თანდაყოლილი ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადებები. პიგმენტური კენჭები მუქი ყავისფერი ან შავი ფერისაა.
ნაღვლის ბუშტის ანთების სხვა გამომწვევი მიზეზებიდან კი ცნობილია :
● ნაღვლის ბუშტის ანთების სიმპტომები
ტკივილის შეტევის პროვოცირებას ახდენს ცხარე, ცხიმიანი, შებოლილი საკვების ან ალკოჰოლის მიღება, ასევე, ძლიერი ფიზიკური და ემოციური სტრესი.
ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს ტკივილი ატარებს პერიოდულ ხასიათს. ამ დროს უმეტესად აღინიშნება ყრუ ტკივილი, ასევე გამუდმებითი ტიპის სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევა და მწარე გემოს არსებობა პირის ღრუში.
● ნაღვლის ბუშტის ანთების მკურნალობა
დასაწყისში აღვნიშნეთ რომ ქოლეცისტიტი ერთ-ერთი გავრცელებული ქირურგიული პათოლოგიაა. ეს იმიტომ, რომ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ექიმები მკურნალობის მეთოდად სწორედ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთას ირჩევენ, საიდანაც 87% ლაპაროსკოპიული მიდგომით კეთდება და ამ შემთხვევებიდან მხოლოდ 20% არის მწვავე ქოლეცისტიტით გამოწვეული.
სიმპტომები ქოლეცისტიტის დროს შესაძლოა ემსგავსებოდეს სხვა დაავადებების სიმპტომებს. ამიტომ ნიშნების ზუსტი იდენთიფიკაციისთვის აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.
დიაგნოსტიკის ადრეულ ეტაპზე ჩატარება და ექიმთან დროული კონსულტაცია გვეხმარება თავიდან ავიცილოთ დაავადების გართულება და მწვავე ფაზაში გადასვლა. ქოლეცისტიტის სომპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია, რომ არ დავაიგნოროთ არსებული დაავადების ნიშნები და მედიკამენტოზური მკურნალობით შევაჩეროთ პროცესები, რათა თავიდან ავირიდოთ შესაძლო ქირურგიული ჩარევა, რაც რათქმაუნდა ცხოვრების ხარისხის შემცირებას აგვარიდებს თავიდან.
დიატანიციურად ექიმთან კონსულტაციის ჩასატარებლად და სახლის პირობებში დიაგნოსტიკისა ან კლინიკაში ვიზიტის სასურველ დროს დაჯავშნისთვის აუცილებელია ვეწვიოთ REDMED–ის პლატფორმას და თავიდან ავირიდოთ ხანგრძლივი ქოლ-ცენტრის მოლოდინის რეჟიმში ყოფნა.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას