მუცლის შებერილობა, იგივე მეტეორიზმი - საკვების მონელების დარღვევისგან გამოწვეული აირების დაგროვებაა, რასაც ხშირად თან ახლავს მუცლის მოვლითი ტკივილი, ქმნის გადავსებული კუჭის შეგრძნებას და იწვევს დისკომფორტს.
ფუნქციური დარღვევის ფონზე, მუცლის შებერილობამ შესაძლოა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც შეაწუხოს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. ნაწლავებში აირები შეიძლება დაგროვდეს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა:
● ქრონიკული პანკრეატიტი
● გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
● დისბაქტერიოზი
● ლაქტოზას აუტანლობა
● ნაწლავის გაუვალობა
ხშირად, შებერილობის მიზეზი არაჯანსაღი ცხოვრებისა და კვების წესია. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების დაგროვებას ხელს უწყობს გაზიანი სასმელების ჭარბი მიღება. როგორც წესი, ამ მიზეზით გამოწვეული მეტეორიზმი, რამდენიმე საათში ქრება, რადგან ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში აირები სწრაფად შეიწოვება ნაწლავის კედელში ან გამოიყოფა ფიზიოლოგიური გზით.
ჰაერის დიდი „ულუფა“ კუჭში შეიძლება მოხვდეს ჭამის დროსაც, ამიტომ ნუ იჩქარებთ, მშვიდად მიირთვით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი საკვები კუჭ-ნაწლავში დუღს და ამის გამო წარმოქმნის აირებს.
მეტეორიზმით გამოწვეული დისკომფორტის ასაცილებლად, ზომიერად უნდა მიიღოთ ტკბილი და ცომეული, შავი პური, პარკოსნები, კარტოფილი და სხვა პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, უჯრედისს ან სახამებელს.
ბავშვებში მუცლის ტკივილის მიზეზი კვების რეჟიმის დარღვევით გამოწვეული დისკომფორტი და ჰელმინთოზი (ჭიებით ინვაზია) შეიძლება იყოს.
მცირე ასაკის ბავშვებში მუცლის ტკივილი გამოიხატება ჭირვეულობით, საკვებზე უარის თქმით, აირების გამოყოფის გაძნელებით, მუცლის შებერილობით. თუ ტკივილის სავარაუდო მიზეზი კვებითი დარღვევებია, უმჯობესია, პატარამ გამოტოვოს კვება, დააწვინეთ ბავშვი კომფორტულად და დატვირთეთ სითხით.
იმ შემთხვევაში, თუ მუცლის ტკივილი გაგრძელდა 6 საათზე მეტ ხანს, დიდი ალბათობით ეს შეიძლება იყოს მწვავე ქირურგიული პათოლოგია. ასეთ დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.
დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, როცა კი მიხვდებით, რომ გჭირდებათ ექიმის დახმარება, მისი კონსულტაცია და რჩევები, შეგიძლიათ მიმართოთ REDMED-ის ინოვაციურ სამედიცინო პლატფორმას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ, თქვენს მიერ შერჩეულ სპეციალისტთან გაიაროთ ონლაინ კონსულტაცია აუდიო, ან ვიდეო ზარით.
REDMED-ით ასევე შესაძლებელია სასურველი მიმართულების სპეციალისტის სახლში გამოძახება. დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას ექიმი REDMED-ის პორტალზე გამოგიგზავნით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ვიზიტიდან 7 დღის განმავლობაში გეძლევათ შესაძლებლობა ექიმს აპლიკაციის დახმარებით დაუკავშირდეთ და მიიღოთ ამომწურავი პასუხები.
თუ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები დაგჭირდება, ლაბორატორია სახლში მოგემსახურებათ, გამოიძახეთ REDMED-ით ლაბორატორია სახლში და გაიკეთე ანალიზები.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას