მიიღე ექიმის კონსულტაცია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას - REDMED
REDMED APP
Get on the Store

მიიღე ექიმის კონსულტაცია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას

მიიღე ექიმის კონსულტაცია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას

რედმედი და სილქნეტი მომხმარებელს ერთობლივ, სწრაფად ხელმისაწვდომ და კომფორტულ, ახალ სერვისს სთავაზობენ.

რედმედით ექიმთან ონლაინ კონსულტაციის გავლა სილქნეტის როუმნიგის მომხარებელებისთვის, საზღვარგარეთ, ნებისმიერი ადგილიდან, სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. 

40-მდე სხვადასხვა სპეციალობის 200-ზე მეტი ექიმის უფასო ვიდეო/აუდიო კონსულტაცია, როუმნიგისხვა ქვეყნის საზღვარზე მობილურის ჩართვისთანავე გახდება ხელმისაწვდომი და 2 კვირის განმავლობაში იქნება აქტიური.

ეს სიახლე, მომხმარებელს საშუალებას მისცემს დაუკავშირდეს ექიმს ონლაინ ნებისმიერი ადგილიდან, მიიღოს დანიშნულება და საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისოდ მოქმედი რეცეპტი, ხოლო თავიდან აიარიდებს მოგზაურობის დროს კლინიკაში მისვლას, უცხო ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკიაში გარკვევისა და სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობის რთულ პროცესებს. 

Სერვისით სარეგბლობა ძალიან მარტივია და მხოლოდ რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  • REDMED აპლიკაციის გადმოწერა;
  • მარტივი რეგისტრაციის გავლა;
  • ექიმის ონლაინ კონსულტაციის სერვისისა და სასურველი ექიმის არჩევა;
  • მოსახერხებელი დროის დაჯავშნა;
  • შერჩეულ დროს აპლიკაციის გახსნა და ექიმთან კონსულტაციის გავლა.

Სამედიცინო კონსულტაციით უფასოდ სარგებლობისთვის Პრომო კოდს მომხმარებელი საზღვარზე ტელეფონის ჩართვისთანავე მიიღებს, სმს შეტყობინების სახით.

რედმედი პირველი სამედიცინო სერვისების ციფრული პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ამარტივებს სამედიცინო სერვისებზე წვდომას, სასურველ დროსა და ადგილას. 

რედმედით შესაძლებელია, როგორც ონლაინ კონსულტაციის გავლა სხვადახვა სპეციალობის ექიმებთან, ასევე ექიმის, ექთნის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ბინაზე გამოძახება და კლინიკაში ვიზიტის დაჯავშნა.

გადმოწერე REDMED და მიიღე სამედიცინო სერვისები, როცა დაგჭირდება.


similarBlogs

bookEasilyDownloadTheApp

getDownloadLink