ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველას გვავიწყდება რაღაცები. Შესაძლოა, ეს იყოს ძალიან მარტივი სიტყვა, კონკრეტული ნივთის ადგილმდებარობა, ან იმ ადამიანის სახელის დავიწყდება, რომელიც ახლახან გავიცანით.
გარკვეული ხარისხის მეხსიერების პრობლემები, ისევე როგორც სხვა სააზროვნო უნარების მცირე დაქვეითება, ასაკის მატების თითქმის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებაა მეხსიერების ნორმალურ ცვლილებებსა და მეხსიერების დაკარგვას შორის, რაც დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადებასთან.
თუ ფიქრობთ, რომ მძაფრად გაწუხებთ მეხსიერების პრობლემები, მნიშვნელოვანია მეხსიერების დაქვეითების შეფასების ტესტის გავლა მდგომარეობის შესაფასებლად და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დახმარების მისაღებად.
ადრეული ნიშნები, როელიც შესაძლოა მოიცავდეს, მეხსიერების დაქვეითების და მომავალში ალცჰაიმერის განვითარების რისკებს:
ალცჰეიმერის დიაგნოსტირება შესაძლებელია სხვადასხვა გზით.
თუმცა, ადრეულ ეტაპზე მისი განვითარების ალბათობის დადგენა, მეხსიერების დაქვეითების შეფასების ტესტით არის შესაძლებელი.
Რედმედი მეხსიერების დაქვეითების შეფასების ტესტის გავლას, სახლიდან გაუსვლელად, თქვენთვის კომფორტული გარემოდან გთავაზობთ.
კვალიფიციური თერაპევტი ატარებს ტესტს, რომლის მეშვეობითაც ფასდება პაციენტის სიმპტომები. ხდება განსაზღვრა, თუ რამდენად არსებობს დაავადების განვითარების რისკი და მკურნალობის საჭიროება.
ტესტი ტარდება ონლიან ფორმატში, ვიდეო ზარის მეშვეობით. მოიცავს რამდენიმე ეტაპს და დაყოფილია ისე, რომ მაქსიმალურად იქნას შესწავლილი თქვენი მეხსიერების თითოეული კომპონენტი. შედგება კითხვა-პასუხისგან, ასევე სხვდასხვა წერითი და ვერბალური დავალებებისგან. ტესტი აფასებს მეხსიერებასა და სხვა სააზროვნო უნარებს.
მნიშვნელოვანია, ტესტის გავლის პროცესში, ოჯახის წევრი, ან მეგობარი გყავდეთ გვერდით, რომელიც შეძლებს დაადასტუროს თქვენს მიერ კითხვებზე გაცემული პასუხების სისწორე.
თუ ფიქრობთ, რომ ამ ტესტის გავლა გჭირდებათ, თქვენ, ან თქვენი ოჯახის წევრს, დაჯავშნეთ დრო, მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი, მოკალათდით კომფორტულად და გაიარეთ ტესტი რედმედზე, ვიდეო ზარის მეშვეობით.
ტესტის შედეგის შესაბამისად, თუ ექიმი გადაწვეტს რომ საჭიროა ნევროლოგთან კონსულტაცია თქვენი ტესტის შედეგები საქართველოში წამყვან ნევროლოგ, თენგიზ წულაძესთან გაიგზავნება.
მასთან კონსულტაციას გავლას, ასევე ონლაინ, თქვენთვის კონფორტული გარემოდან შეძლებთ.
Წინასწარ დასმული დიაგნოზი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალცჰაიმერის პრევენციისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას