მენტალური ჯანმრთელობა - REDMED
REDMED APP
Get on the Store

მენტალური ჯანმრთელობა

მენტალური ჯანმრთელობა

მენტალური, იგივე ფსიქიკური ჯანმრთელობა გულისხმობს პიროვნების ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას ანუ უნარს გავუმკლავდეთ გარემოსთან ასოცირებულ სტრესს, გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ადამიანების 50%-ზე მეტი განიცდის მენტალური ჯანმრთელობის დარღვევებს. უკანაკსნელ პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით საქართველოში, გაიზარდა მენტალურ ჯანმრთელობაზე ცნობიერების ამაღლების აქტუალურობა და ყველა ადამიანის ცხოვრებაში მასზე ზრუნვის დღის წესრიგში დაყენების ტენდენცია.


დღევანდელ რეალობაში გადატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე ადამიანებმა გაიაზრეს, რომ მენტალურ ჯანმრთელობას ჩვენს ცხოვრებაში იმაზე არანაკლები როლი უკავია, როგორც ფიზიკურს. მასზე ზრუნვა და სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი როგორც კარიერულ წინსვლაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.


მენტალური ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული დიაგნოზები:

• დეპრესია – ყველაზე გავრცელებული და ამავდროულად მძიმე მენტალური დიაგნოზია, რადგან სიმპტომები ხელს გვიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში: ცვლის ჩვენს ცნობიერებას, ძილის და კვების რუტინას, შრომისუნარიანობას და პროდუქტიულობას. დიაგნოზის დასასმელად მიმდინარეობა უნდა იყოს მინიმუმ 2 კვირის ხანგრძლივობის, თუმცა ასევე არსებობს მისი პერსისტული (მიმდინარეობა 2 წელი), სეზონური და პერინატალური ფორმა (მშობიარობის შემდგომი).

• ბიპოლარული აშლილობა – ასევე მანიაკალურ-დეპრესიულ აშლილობასაც უწოდებენ. ის ხასიათდება განწყობის, ენერგიის, აქტივობის ხარისხის, კონცენტრაციის და შრომისუნარიანობის მოულოდნელი ცვალებადობებით. რომ დაისვას დიაგნოზი მისი მიმდინარეობის მინიმალური ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 1 კვირას.

• შიზოფრენია – მძიმე მენტალური დიაგნოზია, რომლის დროსაც ადამიანები რეალობის ინტერპრეტირებას ანომალურად ახდენენ. დიაგნოზის დასმის შემთხვევაში მკურნალობა სიცოცხლის ბოლომდე მიმდინარეობს. მისი სიმპტომებია: დელუზიები (რეალობისგან აცდენილი რწმენები), ჰალუცინაციები (ისეთი რამის დანახვა ან გაგება რაც არ არსებობს), არაორგანიზებული აზროვნება (კომუნიკაციაში აცდენა: კითხვის დასმისას პასუხი აცდენილია აზრს) და არაორგანიზებული ქცევა (უპასუხისმგებლობა, ნორმასთან შეუსაბამო მოძრაობები).


რა მიგვითითებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემაზე?

• ძილისა და კვების რაციონის დარღვევა

• განმარტოების სურვილი

• სისტემური უენერგიობა

• ნეგატიური ფიქრები და მოლოდინები

• უიმედოობის განცდა

• უსაფუძვლო შფოთვის ეპიზოდები


როგორ დავეხმაროთ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს?

• მზად იყავით მოუსმინოთ მაშინ როდესაც არაფერი გაგაწყვეტინებთ

• არ განსაჯოთ, არ უთხრათ რომ მათ შეეძლოთ უკეთესი გადაწყვეტილება მიეღოთ, არ დაუსვათ კითხვა – რატომ მოიქეცი ასე? როდესაც იცით რომ ექნებათ პასუხი

• არ ეცადოთ, რომ გამოიტანოთ თქვენეული დასკვნები მათ გრძნობებზე

• კითხეთ, რა დაეხმარებოდათ მათ ახლა ყველაზე მეტად, რა სჭირდებათ რომ თავი უკეთ იგრძნონ, აიძულეთ წამოიდგინონ საკუთარი თავი იმ სამყაროში სადაც იმ მომენტში ყველაზე უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნობდნენ თავს

• მიეცით უფლება გაგიზიარონ ემოციების ის რაოდენობა რაც მათთვის მისაღებია

• თავი აარიდეთ დაპირისპირებებს

• კითხეთ ვინ არის მათთვის ადამიანი ვისთანაც ისურვებდნენ დახმარების მიღებას და დააკავშირეთ მათ

• დაეხმარეთ მათ მივიდნენ სპეციალისტამდე რადგან დამოუკიდებლად ამას უმეტესი ნაწილი ვერ ახერხებს


მსოფლიოში 5-დან 1 ადამიანი განიცდის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას წლის განმავლობაში. მასზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილია როგორც საკუთარ თავთან მიმართებაში, ისევე სოციუმთან.


REDMED-ის ფსიქოლოები ყოველთვის მზად არიან თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას გაგიწიონ კონსულტაცია თქვენთვის მოსახერხებელი ფორმით: აუდიო/ვიდეო ზარის მეშვეობით ან სახლში ვიზიტით.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available