უკანაკსნელ პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით საქართველოში, გაიზარდა მენტალურ ჯანმრთელობაზე ცნობიერების ამაღლების აქტუალურობა და ყველა ადამიანის ცხოვრებაში მასზე ზრუნვის დღის წესრიგში დაყენების ტენდენცია.
დღევანდელ რეალობაში გადატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე ადამიანებმა გაიაზრეს, რომ მენტალურ ჯანმრთელობას ჩვენს ცხოვრებაში იმაზე არანაკლები როლი უკავია, როგორც ფიზიკურს. მასზე ზრუნვა და სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს და გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თიბისი დაზღვევამ ჯანმრთელობის დაზღვევაში ახალი რგოლი გამოყო – მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. თუ სარგებლობთ თიბისი დაზღვევის პოლისით, ეს სიახლე საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ მენტალური ჯანმრთელობის შეთავაზებით, რაც გულისხმობს 50%-იან ფასდაკლებას სპეციალისტთან კონსულტაციაზე REDMED-ის აპლიკაციის საშუალებით.
მენტალური ჯანმრთელობის კამპანიაში გაერთიანებულია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: ბავშვთა და მოსაზრთა ფსიქოლოგია/ნეიროფსიქოლოგია, ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგია.
რაც ამ სიახლეს კომფორტულს ხდის არის ის, რომ REDMED-ის საშუალებით ექიმთან კონსულტაცია შეგიძლიათ აქციოთ თქვენთვის სასიამოვნო პროცესად, ყველაზე დაცულ და მშვიდ გარემოში – სახლიდან გაუსვლელად და ვიდეო ზარის მეშვეობით მიიღოთ კომპეტენციური რჩევები და რეკომენდაციები.
სასურველ კონსულტაციაზე ჩასაწერად, საჭიროა REDMED-ის აპლიკაციის გადმოწერა და დაზღვევის პოლისის დამატება, რის შემდეგაც შეძლებთ თანაგადახდით სარგებლობას.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას