კუნთის დაჭიმვა - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

კუნთის დაჭიმვა - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

კუნთის დაჭიმვა - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

კუნთის დაჭიმვა - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

კუნთის დაჭიმვა ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად ვლინდება სპორტსმენებში. მას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს - შესაძლოა იყოს მწვავე, ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. როგორც წესი, კუნთების ტკივილი ხშირად ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ გამოწვეული დაჭიმულობის შედეგად ვლინდება. კუნთის დაჭიმვა შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გავრცელდეს და ყოველდღიურ საქმიანობაში დისკომფორტი შეგვიქმნას. 

რა იწვევს კუნთის დაჭიმვას?

კუნთის დაჭიმვას ძირითადად ძლიერი ფიზიკური დატვირთვა იწვევს, რაც ძალიან მტკივნეულია. ზოგჯერ, კუნთის ქსოვილის დაზიანება გამოიხატება შესიებით. გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის გარდა, კუნთების დაჭიმვას იწვევს:

  • არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომა/წოლა;
  • პროფესიული საქმიანობა
  • ფიზიკური ვარჯიშების შესრულება გახურების გარეშე
  • ემოციური დაძაბულობა

კუნთის ფართოდ გავრცელებული ტრავმები

კუნთის ტკივილი და ტრავმა სხეულის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული მიზეზებით ჩნდება. მაგალითად, ფიზიკური აქტივობების გარდა, მუცლის კუნთების ტკივილი შესაძლოა კუჭის სპაზმსა და ყაბზობას უკავშირდებოდეს.  

ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა კისრის კუნთების დაჭიმულობა, რადგან სხეულის ამ ნაწილში მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები – რეცეპტორები. კისრის კუნთების დაჭიმულობა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. 

კუნთის დაჭიმვა კისრის შემდეგ, ყველაზე ხშირად ჩნდება ფეხებზე. ქვედა კიდურებში ამ პრობლემას როგორც წესი იწვევს სირბილი, ვარჯიში და სპორტული აქტივობები. თუმცა, ის შესაძლოა განვითარდეს უხერხული მოძრაობით ან ძლიერი დაღლილობითაც.

კოჭის კუნთების დაჭიმულობა კი ხშირია სპორტსმენებში. ამ მდგომარეობას უმეტეს შემთხვევაში თან ახლავს მყესების დაზიანებაც. ხშირად ეს პრობლემა ფეხის მკვეთრ შემობრუნებას უკავშირდება. უსწორმასწორო ან ზამთრის სეზონზე, მოლიპულ ზედაპირებზე სიარულისის დროსაც გადაგვბრუნებია ფეხი. ტერფის კუნთის დაჭიმულობა შეიძლება გამოიწვიოს მაღალქუსლიანმა ფეხსაცმლის ტარებამაც.  

როგორ ვუმკურნალოთ კუნთის დაჭიმვას?

კუნთების დაჭიმვას სხვადასხვა მეთოდით მკურნალობენ და ეს პროცესი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მიზეზით არის გამოწვეული პრობლემა. ამისთვის აუცილებელია, რომ სპეციალისტს მიაკითხოთ და თვითნებური მკურნალობა არ დაიწყოთ. მკურნალობის პროცესის ეფექტურად მართვისა და მოკლე დროში გამოჯანმრთელების მიზნით სასურველია, რომ პროფესიონალი ტრავმატოლოგი შეარჩიოთ. REDMED გაძლევთ შესაძლებლობას ცნობილ ტრავმატოლოგებთან გაიაროთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია. საიტზე პროფესიონალი ექიმები საქართველოს გარდა, ხელმისაწვდომია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. REDMED-ის საშუალებით დაზოგავთ დროსა და ენერგიას და პროფესიონალი ექიმის რჩევებს სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available