კლიმაქსი – ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ
კლიმაქსი, ეს არის მდგომარეობა მენოპაუზამდე, როდესაც მენსტრუალური ციკლი არარეგულარული ხდება. ასეთ დროს საკვერცხეების მიერ გამომუშავებული ორი სქესობრივი ჰორმონის ესტროგენისა და პროგესტერონის დონე კლებულობს და კვერცხუჯრედების რეგულარული მომწიფების პროცესი ირღვევა.
კლიმაქსის დაწყების ასაკი ინდივიდუალურია, ისევე როგორც მისი ჩივილები. ზოგიერთ შემთხვევებში, მენსტრუალური ციკლი შესაძლოა შეწყდეს გარკვეული პერიოდით და მოგვიანებით ისევ განახლდეს. კლიმაქსი ნაადრევია თუ 40 წლამდე პერიოდში იწყება და საჭიროებს მკურნალობას. მისი ნაადრევად დაწყების მიზეზი უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენეტიკური წინასწარგანწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. კლიმაქსის დროს ვლინდება შემდეგი სახის ნიშნები :
• ფსიქოემოციური დარღვევები;
• გაღიზიანებადობა;
• სარძევე ჯირკვლების ზომაში შემცირება;
• ხასიათის შეცვლა;
• უძილობა;
• წონაში მატება და მეტაბოლიზმის შენელება;
• თმის ცვენა და კანის სიმშრალე;
• ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები: ალები, სიწითლე, ცხელების შეგრძნება, ოფლიანობა.
რამ შეიძლება გამოიწვიოს კლიმაქსი?
კლიმაქსი იწყება მაშინ, როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულები გამოილევა. ფოლიკულების განვითარების შეწყვეტას ესტრადიოლისა და სხვა ჰორმონების გამომუშავების დაქვეითება იწვევს.
სისხლში ესტროგენების რაოდენობის დაქვეითება, მათი ზემოქმედების ქვეშ მყოფ ორგანოებზე ცვლილებებს იწვევს. ეს ორგანოებია საშვილოსნო, სარძევე ჯირკვლები, შარდის ბუშტი, გული, სისხლძარღვები და სხვა.
თუმცა არსებობს სხვა გამომწვევი მიზეზები, ესენია:
• ქირურგიული ჩარევები, რომლებიც მოიცავენ საკვერცხეების ამოკვეთას (ოოფორექტომია). რიგ შემთხვევებში როდესაც ოპერაციის დროს ხდება საშვილოსნოს ამოკვეთის და საკვერცხეების დატოვების გადაწყვეტილების მიღება, კლიმაქსის დადგომა მაინც ხდება ნორმაზე ადრე, მიუხედავად საკვერცხეების ჰორმონული აქტივობისა;
• ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპია – მათი მეშვეობით კლიმაქსის ინდუცირება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ზემოქმედება ხდება უშუალოდ საკვერცხეებზე და ის არ ითვალისწინებს სხვა ისეთ ორგანოებს როგორიცაა სარძევე ჯირკვლები ან თავის ტვინი.
• საკვერცხეების პირველადი უკმარისობა – მსოფლიოს ქალების მხოლოდ 1% განიცდის ნაადრევ კლიმაქსს. მისი განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს გენეტიკური ან აუტოიმუნური დაავადებების არსებობა.
კლიმაქსის მკურნალობა
კლიმაქტერული სინდრომის კლინიკური გამოვლინება იმდენად მრავალფეროვანია, რომ ავადმყოფები იძულებულნი არიან მიმართონ სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს. პროფილაქტიკა და მკურნალობა გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის მიერ ხდება.
რეკომენდაციები კლიმაქსის პროფილაქტიკისთვის შემდეგნაირია:
• ხშირი ვიზიტი გინეკოლოგთან
• კალციუმით მდიდარი საკვების მიღება და ნაკლები ცხოველური ცხიმის მოხმარება;
• ალკოჰოლური სასმელის და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა;
• ფიზიკური აქტივობების დღის რაციონში ჩასმა.
ადრეული პერიოდიდან დაწყებული სწორად შერჩეული მკურნალობა, კლიმაქტერული სინდრომის გვიანი, ისეთი მძიმე შედეგების თავიდან აცილების საწინდარია, როგორებიცაა: ოსტეოპოროზი, ალცჰაიმერის დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ.
კლიმაქსის დროს სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითებამ, შეიძლება გამოიწვიოს ქალის სექსუალური აქტიურობის და ფუნქციის ცვლილებები, თუმცა ყველა შემთხვევაში მსგავსი პრობლემა არ გვხვდება.
ეს ყველაფერი კი წარმოადგენს მიზეზს თუ რატომ უნდა მიმართოთ ექიმს დროულად. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და REDMED-ის მოსახერხებელი აპლიკაციის საშუალებით გაიარეთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად, როდესაც გინდათ.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას