კისტა საკვერცხეებზე - REDMED
REDMED APP
Get on the Store

კისტა საკვერცხეებზე

კისტა საკვერცხეებზე

კისტა საკვერცხეებზე

კისტა საკვერცხეებზე ახალგაზრდა გოგონების ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დიაგნოზია. ქალების უმეტესობას სიცოცხლის მანძილზე ერთი კისტა მაინც ჰქონია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის უმტკივნეულოა და არ იწვევს სიმპტომების განვითარებას. 

კისტა შემაერთებელი ქსოვილის სითხით, აირით ან სხვა სუბსტანციით სავსე ჩანთის მსგავსი წარმონაქმნია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანი ბუნებისაა. არსებობს საკვერცხის ცისტების სხვადასხვა ტიპი, როგორიცაა მაგალითად დერმოიდული ცისტა და ენდომეტრიომა. თუმცა, ფუნქციური ცისტები ყველაზე გავრცელებული ტიპია. ფუნქციური ცისტების ორი ტიპი მოიცავს ფოლიკულურს და ყვითელი სხეულის ცისტებს.

ხშირად საკვერცხის კისტა არ იწვევს რაიმე სახის სიმპტომებს. თუმცა, სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს კისტის ზრდისას და ისინი შეიძლება მოიცავდეს:

  • მუცლის შებერილობა;
  • მტკივნეული ნაწლავების პერისტალტიკა;
  • ტკივილი მენჯის ღრუში მენსტრუალური ციკლის წინ ან მის დროს;
  • მტკივნეული სქესობრივი აქტი;
  • ტკივილი წელის ან ბარძაყის არეში;
  • გულისრევა და ღებინება.

საკვერცხის კისტის მწვავე სიმპტომები, რომლებიც საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, მოიცავს:

  • მწვავე ტკივილი მენჯის ღრუში;
  • ცხელება;
  • სისუსტე ან თავბრუსხვევა;
  • ქოშინი.

ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს გამსკდარ კისტაზე ან საკვერცხის შემოგრეხაზე. ორივე შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ სერიოზული გართულება საკვერცხის ამოკვეთის ჩვენებით, თუ დროულად არ მოხდება ჩარევა.

რა იწვევს კისტას საკვერცხეზე?

საკვერცხის კისტების წარმოქმნის ძირითადი მექანიზმი ჰორმონულია. კისტები ფორმირდებიან, როდესაც ფოლიკული, რომელმაც უნდა გამოყოს კვერცხუჯრედი, ან საკმარისად არ იხსნება ან გამოყოფს კვერცხუჯრედს და არასრულად იხურება, რაც მათ სითხით ავსებას და კისტის ფორმირებას იწვევს. 

ასევე, საკვერცხის კისტები ასოცირებულები არიან სიმსივნურ წინასწარგანწყობასთან, რაც პოსტმენოპაუზური პერიოდის შემდგომ ვლინდება. 

რამდენად საშიშია კისტა?

საკვერცხის ცისტების უმეტესობა კეთილთვისებიანია და თავისით ქრება, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. მსგავსი ცისტები უსიმპტომოა ან იწვევენ მცირე სიმპტომებს. მათი აღმოჩენა, როგორც წესი, ხდება ხოლმე რუტინული კვლევების დროს ექოსკოპიურად, სპეციალისტის მიერ. 

საკვერცხის შემოგრეხა საკვერცხის ცისტების კიდევ ერთი იშვიათი გართულებაა. ეს ხდება მაშინ, როდესაც დიდი ზომის კისტა იწვევს საკვერცხის პირვანდელი პოზიციიდან გადაადგილებას და როტაციულ მობრუნებას, რასაც მოსდევს საკვერცხის სისხლით მომარაგების შეწყვეტა და თუ დროული ჩარევა არ მოხდა სრული კვდომა. მიუხედავად იმისა, რომ შემოგრეხა იშვიათ შემთხვევებს მიეკუთვნება, ის მაინც შეადგენს გადაუდებელი გინეკოლოგიური ოპერაციების თითქმის სამ პროცენტს.

გამსკდარმა კისტამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი და შინაგანი სისხლდენა. ეს გართულება ზრდის ინფექციის რისკს და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში. 

კისტის მკურნალობა საკვერცხეზე

თქვენმა სპეციალისტმა შესაძლოა გირჩიოთ მკურნალობის ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან ერთ-ერთი, კისტის შესამცირებლად ან მოსაშორებლად, თუ ის თავისით არ იწოვება ან თუ იზრდება. ესენია: 

  • Ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (კონტრაცეპტივები) - თუ გაქვთ საკვერცხის მორეციდივე ცისტები ან პოლიკისტოზი, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ორალური კონტრაცეპტივები ოვულაციის შესაჩერებლად და ახალი კისტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. ორალურ კონტრაცეპტივებს ასევე შეუძლიათ შეამცირონ საკვერცხის კიბოს რისკი;
  • ლაპაროსკოპია - მინიინვაზიური ქირურგიული მეთოდია, რომელიც გამოიყენება ცისტის ამოსაკვეთად;
  • ლაპაროტომია - იგივე ღია ქირურგიული მეთოდი ცისტის ამოსაკვეთად. 

დროული მკურნალობა მნიშვნელოვანია უნაყოფობის პრევენციისთვის. ჩივილების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სპეციალისტს, რათა შეგერჩეთ სწორი მკურნალობის მეთოდი. ამ ყველაფერში REDMED-ის აპლიკაციის და ვებ-საიტის მარტივი ფორმატი დაგეხმარებათ. 



REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available