კისტა – ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა იცოდე
კისტა შემაერთებელი ქსოვილის სითხით, აირით ან სხვა სუბსტანციით სავსე ჩანთის მსგავსი წარმონაქმნია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანი ბუნებისაა. კისტა შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ადგილას : კანქვეშ, ორგანოებში, ჯირკვლის სიღრმეში (სარძევე ჯირკვალი), ლორწოვან გარსებზე და რბილ ქსოვილებში.
კისტასთან მიმართებაში მიდგომის ტაქტიკის შემუშავება ხდება სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ესენია :
• კისტის ტიპი;
• ლოკალიზაცია;
• იწვევს თუ არა ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნებას;
• ანთებითია თუ არა.
როგორ ვითარდება კისტა
კისტის ან ფსევდოკისტის განვითარების რამდენიმე მიზეზი შესაძლოა არსებობდეს, ესენია :
• ინფექცია;
• ჰორმონული დისბალანსი;
• გენეტიკური წინასწარგანწყობა;
• ფონური დაავადებები;
• ქრონიკული ანთებითი პროცესები;
• სადინრის დახშობა.
საკვერცხის კისტის წარმოქმნის მიზეზი
საკვერცხის კისტის არსებობა ხშირია ახალგაზრდა გოგონებში. კისტების გაჩენამ შესაძლოა მიგვიყვანოს საკვერცხეების პოლიკისტოზური დაავადების ჩამოყალიბებამდე. ის გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ორივე საკვერცხეში გვხვდება მრავლობითი კისტები, რომელთა ზომა 8მმ-ზე მეტია.
საკვერცხის კისტების წარმოქმნის ძირითადი მექანიზმი ჰორმონალურია. ისინი ფორმირდებიან, როდესაც ფოლიკული, რომელმაც უნდა გამოყოს კვერცხუჯრედი, ან საკმარისად არ იხსნება ან გამოყოფს კვერცხუჯრედს და არასრულად იხურება, რაც მათ სითხით ავსებას და კისტის ფორმირებას იწვევს.
საკვერცხის კისტები ასოცირებულები არიან სიმსივნურ წინასწარგანწყობასთან, რაც პოსტმენოპაუზური პერიოდის შემდგომ ვლინდება.
საკვერცხეში კისტის არსებობის სიმპტომები
კისტის არსებობას შესაძლოა ახლდეს, ან არ ახლდეს სიმპტომები. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მათ რაოდენობასა და ზომაზე. ძირითადი სიმპტომები მოიცავს :
• დარღვეული მენსტრუალური ციკლი;
• წონაში მატება;
• შვილოსნობის უნართან დაკავშირებული პრობლემები;
• თმის ცვენა თავიდან (ანდროგენული ალოპეცია) ან/და ჭარბთმიანობა მამაკაცურ ზონებში;
• კანის ცხიმიანობა ან/და აკნე.
კისტის მკურნალობის გზები
თუკი კისტა ახლადწარმოქმნილია და მდებარეობს კანქვეშ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოახდინოთ მასზე ზეწოლა ან ჩაჩხვლიტოთ. უკუგანვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მეთოდი თბილი კონპრესის დადებაა, რაც კისტის დრენირებას უწყობს ხელს.
საკვერცხის კისტის მკურნალობა კი მთლიანად გამოკიდებულია ენდოკრინოლოგიურ და გინეკოლოგიურ ფაქტორებზე. REDMED-ის სამედიცინო სერვისების პლატფორმა საშუალებას გაძლევთ აუდიო ან ვიდეო ზარის საშუალებით გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგთან , რაც დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს
საკვერცხის კისტების აღმოჩენა რუტინული კონსულტაციების დროს, შემთხვევით, ექოსკოპიური გამოკვლევისას ან ზემოთჩამოთვლილი სიმპტომების გამოჩენისას ხდება. აღნიშნული სიმპტომების აღმოჩენისთანავე აუცილებელია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რადგან კისტის არსებობას შესაძლოა რიგი გართულებები მოყვეს, მაგალითად გახეთქვა. კისტის გახეთქვას ხშირად თან ახლავს სისხლდენა, რაც შემდგომ ქირურგიული ჩარევის მიზეზი ხდება.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას