ქცევითი აშლილობა - ანორექსია - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ქცევითი აშლილობა - ანორექსია

ქცევითი აშლილობა - ანორექსია

ანორექსია (Anorexia Nervosa)

ნერვული ანორექსია არის კვებითი დარღვევა, როდესაც ადამიანი ცდილობს, იწონიდეს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ეს ნორმალურია. დარღვევა უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ჩვეულებრივ, იწყება თინეიჯერულ, ან ახალგაზრდა ასაკში.

ასეთ დროს ადამიანი იწონის მისი სიმაღლის და ასაკის შესაბამის ნორმაზე ნაკლებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაიკლოს; ძალიან ცოტას ჭამს, თუნდაც მშიერი იყოს, ძალიან ბევრს ვარჯიშობს, შეიძლება საკვების მიღების მერე ხელოვნურად გამოიწვიოს ღებინება. ამ დარღვევის მქონე ადამიანები ძალიან წუხან წონის გამო, თავიანთ სხეულს აღიქვამენ არაადეკვატურად, ფიქრობენ, რომ აწუხებთ ჭარბი წონა, მაშინაც კი, როდესაც მათი წონა ნორმის ქვედა ზღვარზე ნაკლებია. 

პაციენტები ნევროზული ანორექსიით ვერ აცნობიერებენ, რომ სხეულის ძალიან დაბალმა წონამ შეიძლება სამედიცინო პრობლემები გამოიწვიოს; კარგად გრძნობენ თავს, როდესაც წონას იკლებენ და ძალიან ცუდად გრძნობენ თავს, როდესაც წონას იმატებენ. ანორექსიისთვის დამახასიათებელია დიდი დროის დახარჯვა საკვებზე, კალორიებზე ფიქრში და განსჯაში; ამ დარღვევის მქონდე ადამინები იმუშავებენ კვების გარკვეულ, მათთვის მისაღებ წესებს და ზოგჯერ აქვთ საზოგადოებაში საკვების მიღების შიში.

ადამიანები ნერვული ანორექსიით არ აღიარებენ პრობლემას; არ თვლიან, რომ არიან გამხდრები, არ აქვთ მკურნალობის სურვილი, რადგან ეს წონის მომატებას განაპირობებს. 

რა იწვევს ანორექსიას?

ანორექსიის გამომწვევი მიზეზი ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა არსებობს რიგი მოსაზრებები. შესაძლოა, იყოს ანორექსიისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა, თუმცა ჯერ დადგენილი არ არის, კონკრეტულად რა გენეტიკური ცვლილება იწვევს ანორექსიის განვითარების მაღალ რისკს.

ადამიანები ობსესიურ-კომპულსიური, ან სხვა ნერვული აშლილობებით უფრო ხშირად არიან მიდრეკილნი ანორექსიისადმი. 

არის თუ არა რაიმე ტესტი ნერვული ანორექსიის სადიაგნოზოდ?

სპეციალური ტესტი ამ დაავადების დასადგენად არ არსებობს. ექიმი გასაუბრებით იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტისგან, აფასებს მისი სიმაღლისა და წონის შსაბამისობას. შეიძლება ექიმის მიერ დაინიშნოს დამატებითი ტესტებსი, როგირცაა: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ეკგ და სხვა.

რა პრობლემების იწვევს ნერვული ანორექსია?

საკვები ნივთიერებების ნაკლებობის გამო ორგანიზმის ყველა სისტემა ზიანდება. ძვლები, თავის ტვინი, გული, თირკმელები, ენდოკრუნული ჯირკვლები, ფილტვები, ღვიძლი. 

ადამიანები ანორექსიით უჩივიან მუდმივ სიცივის შეგრძნებას, უენერგიობას, უთხელდებათ ფრჩხილები და თმები, ხშირად აქვთ დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ძილის პრობლემა, მეხსიერების, კონცენტრირების სირთულეები, ხშირია ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება, ღებინების ჩვევის შემთხვევაში ზიანდება კბილები და სხვა.

როგორია მკურნალობა?

მკურნალობა პირველ რიგში ფსიქოლოგიურ დახმარებას გულისხმობს. ფსიქიატრი მუშაობს პაციენტთან ინდივიდუალურა, ან ჯგუფური თერაპიის სახით, შესაძლოა, ოჯახური თერაპიაც ჩაითვალოს საჭიროდ. ახლობლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემასთან გასამკლავებლად.

ექიმის და დიეტოლოგის დახმარებით ირჩევა რაციონი, რომელიც უზურნველყობს წონის მატებას, ბალანსირებული რაციონის შედგენას და ჯანსაღი წონის მიღებას.

იმისათვის, რომ შენარჩუნდეს მიღწეული ეფექტი, საჭიროა სპეციალისტების და ახლობლების დახმარება. თუ პაცინეტი ამჩნევს, რომ დაავადება ბრუნდება, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოს მკურნალ ექიმს.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available