კანის პრობლემები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

კანის პრობლემები

კანის პრობლემები

კანის პრობლემები

კანთან დაკავშირებული პრობლემები პაციენტების ხშირ ჩივილებს წარმოადგენენ, რადგან ორგანიზმის სახვადასხვა სისტემიდან გამომდინარე, მათი გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. კანისმიერი გამოვლინებები ასევე შესაძლოა უკავშირდებოდნენ სხვა მრავალ დიაგნოზს. იმისათვის, რომ მოვახდინოთ ზუსტი იდენტიფიცირება და მკურნალობა, აუცილებელია კვალიფიციური დერმატოლოგის ჩართულობა და მის მიერ მუდმივი მეთვალყურეობა. 

არსებობს კანის მრავალი დაავადება, რომელთაც სხვადასხვაგვარი გამოვლინება ახასიათებთ. ესენია: 

  • აკნე – ყველაზე ფართოდ გავრცელებული მდგომარეობა, რომლის განვითარების მექანიზმიც თმის ფოლიკულების და ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობაში მდგომარეობს. ის ძირითადად ჰორმონული ბალანსის ცვლილებასთანაა დაკავშირებული და გამოიხატება წითელი, ჩირქოვანი და მტკივნეული გამონაყრის არსბობით - სახის, ზურგის ან მკერდის არეში.
  • კანის სოკოვანი დაავადება – გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით როგორიცაა: ცხელი კლიმატი, ცხიმიანი კანი, ჰორმონალური ცვლილებები და დასუსტებული იმუნური სისტემა. სოკოვანი ინფექციით დასნებოვნება გამოიხატება როგორც კანის, ასევე ფრჩხილის ზედაპირზე მოყვითალო ქერცლოვანი ლაქების არსებობით.
  • ფსორიაზი – აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც გამოიხატება გარქოვანებული, აქერცვლადი და მქავანა ადგილების არსებობით სხეულის ზედაპირზე. ის ძირითადად მოიცავს სკალპს, იდაყვებს, მუხლებს ან წელის მიდამოს.
  • კონტაქტური დერმატიტი – ვითარდება ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე საათის ან დღის მანძილზე. ის იმეორებს შეხების ზედაპირის ფორმას და ზომას. ვითარდება ქავილი, სიწითლე და კანის ზედაპირის გარქოვანება.
  • ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) – მკვლევარები გამოყოფენ მისი განვითარების გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს. ხშირად ის ვლინდება ბავშვებში და გამოიხატება სახის ხელების ან ფეხების არეში მშრალი, ქერცლოვანი და მქავანა გამონაყრით.
  • ლუპუსი – აუტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც გააჩნია კანისმიერი გამოვლინება სახის არეში - ცხვირისა და ლოყების ზედაპირზე პეპლის მსგავსი, წითელი ლაქოვანი გამონაყრით. ის, როგორც წესი, უარესდება მზის სხივების ზემოქმედების შემდგომ. ზოგადსისტემური სიპმტომები მოიცავს დაღლილობას, ცხელებას, თავის ტკივილს, სახსრების შეშუპებასა და ტკივილს. 

კანის ზოგიერთი დაავადება გარემო ფაქტორებითაა გამოწვეული და მარტივ მკურნალობას ექვემდებარება, როდესაც სხვები ხშირად ჩვენი ცხოვრების თანმდევ მდგომარეობას წარმოადგენენ და გამუდმებით საჭიროებენ მეთვალყურეობას. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ კანის დარღვევების დიდი ნაწილი უმნიშვნელო სიმპტომებით გამოიხატება, ისინი შეიძლება მიუთითებდნენ სერიოზული ორგანული პრობლემის არსებობაზე.

გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალ დერმატოლოგებთან ონლაინ

ეფექტური დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ დერმატოლოგი, რომელიც მუდმივ მზადყოფნაში იქნება მოგვაწოდოს უახლესი რეკომენდაციები. ამისათვის იოლ და ხელმისაწვდომ გზას REDMED-ის აპლიკაციისა თუ ვებ-გვერდის საშუალებით კვალიფიციურ სპეციალისტთან დისტანციური ვიზიტის დაჯავშნა წარმოადგენს. ნუ გადადებთ თქვენსა და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე ზრუნვას მაშინ, როდესაც REDMED-ის დახმარებით ის უკვე ასეთი მარტივია.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available