ჯანსაღი კვება ზაფხულში - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ჯანსაღი კვება ზაფხულში

ჯანსაღი კვება ზაფხულში

ზაფხული საუკეთესო დროა ჯანსაღი და სწორი კვებისთვის, ეს სეზონი ხომ მდიდარია ვიტამინებით გაჯერებული ხილითა და ბოსტნეულით. ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია ამ სეზონზე დაბალანსებული და სწორი კვება, იმისთვის რომ სწორად მოხდეს ყველა საჭირო მინერალის მიღება. 

როგორ ვიკვებოთ სწორად ზაფხულში?

ზაფხულში ორგანიზმი ოფლის სახით, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს კარგავს. REDMED-ის ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგები მიიჩნევენ რომ, დაკარგული ვიტამინებისა და მიკროელემენტების შევსება შესაძლებელია სეზონური ხილ-ბოსტნეულით. 

  • დილას უზმოზე საურველია მიიღოთ თაფლიანი და ლიმონიანი წყალი. ის გამოდევნის არასასურველ ნივთიერებებს ორგანიზმიდან და ენერგიას გმატებთ.
  • საუზმეზე მიირთვით ჰერკულესი ცოცხალ ხილთან ერთად. მას მრავალი სასრგებლო თვისება გააჩნია, აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში, შველის ნაწლავთა შეკრულობას, აქვს ანთების საწინააღდმეგო მოქმედება, მდიდარია მრავალი სასარგებლო ელემენტითა და ვიტამინით. 
  • სადილზე სასურველია შეამციროთ მძიმედ მოსანელებელი ცხიმიანი საკვები
  • კერძები სასურველია მოამზადოთ უშუალოდ კვების წინ, რადგან მაღალი ტემპერატურის პირობებში ინტოქსიკაციების (მოწამვლების) რისკი მკვეთრად იზრდება
  • უარი თქვით მალფუჭებად პროდუქტებზე
  • ეცადეთ ნაკლებად დალიოთ ყავა და ჩაი, რადგან ისინი ორგანიზმიდან სითხეს გამოდევნიან
  • საღამოს საათებში ეცადეთ მსუბუქი კვებით შემოიფარგლოთ

რატომ არის ზაფხულში წონის კლება უფრო მარტივი?

ზაფხულის ცხელ დღეებში ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები იცვლება: მცირდება ძილის ხანგრძლივობა და იზრდება ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციები. თუ ზამთარში ადამიანს, ორგანიზმს გასათბობად დიდი რაოდენობით ცხიმი სჭირდება, ზაფხულში ამის საჭიროება არ არის არსებული ტემპერატურიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ პერიოდში ადამიანს ნაკლები მოთხოვნილება გააჩნია საკვებზე, ქვეითდება მადა და ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ხელს უწყობს წონაში კლების პროცესს.

რა რაოდენობით უნდა ვსვათ წყალი ზაფხულის ცხელ დღეებში?

ზაფხულის ცხელ დღეებში, ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება. წყლის მიღება რეკომენდირებულია გადავანაწილოთ დღის მანძილზე და არ დავტვირთოთ ორგანიზმი ერთჯერადად დიდი რაოდენობის სითხის მიღებით, რადგან ბევრ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს და სიმძიმედ აწვება თირკმელებს. იხილეთ რეკომენდირებული წყლის რაოდენობა, რომელიც უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში;

რა როლს თამაშობს წყალი, წონის კლების პროცესში?

ადამიანის ორგანიზმი შედგება 70% წყლისგან. ნივთიერებათა ცვლა სწორედ წყლის ბალანსზეა დამოკიდებული. წყლის ნაკლებობას შეუძლია გამოიწვიოს: 

  • მუდმივი გადაღლილობა
  • გულის ფრიალი
  • თავის ტკივილი 
  • არტერიული წნევის დაქვეითება 
  • კანის სიმშრალე
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასწორი ფუნქციონირება

ზაფხულის პერიოდში რეკომენდირებულია გაზარდოთ მისაღები წყლის მოცულობა, რადგან ცხელ დღეებში ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს ოფლის სახით. შედეგად ორგანიზმიდან გამოიდევნება მიკრო-მაკროელემენტები და ვიტამინები. ამიტომ საყურადღებოა წყლის ბალანსისა და კვების ჯანსაღი რაციონის დაცვა, რათა თავიდან ავირიდოთ დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება) და ავიტამინოზი (ვიტამინების დეფიციტი).

ინდივიდუალური კვების რაციონის შესადგენად და სხვადასხვა ენდოკრინული პრობლემის გადასაჭრელად უმჯობესია მიმართოთ REDMED-ის ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგთა კვალიფიციურ გუნდს. ისინი თვქენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მიზნების გათვალისწინებით დაგეხმარებიან უმოკლეს დროში მიაღწიოთ სასურველ შედეგს (დაიკლოთ, მოიმატოთ ან შეინარჩუნოთ წონა ჯანსაღად) ისე, რომ ორგანიზმს სტრესი და ზიანი არ მიადგეს.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available