ინსულტი - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ინსულტი

ინსულტი

ინსულტი

ინსულტი არის სიცოცხლისთვის საშიში სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა, როდესაც ხდება თავის ტვინის ნაწილისთვის სისხლის მიწოდების შეწყვეტა. ინსულტის დროს აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დაუყოვნებელი მკურნალობა. რაც უფრო ადრე მოხდება რეაგირება - დაზიანება და შემდგომი გამოსავალიც ნაკლები იქნება.

ინსულტის გამომწვევი მიზეზები და ტიპები 

ინსულტის განვითარების ორი ძირითადი მიზეზი არსებობს: დაბლოკილი არტერია (იშემიური ინსულტი) ან სისხლძარღვის გაჟონვა ან გასკდომა (ჰემორაგიული ინსულტი). ასევე შეიძლება შეგვხვდეს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მხოლოდ დროებითი დარღვევა, რომელიც ცნობილია როგორც გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA), რომელიც არ იწვევს ხანგრძლივ სიმპტომებს.

იშემიური ინსულტი - ეს არის ინსულტის ყველაზე გავრცელებული ტიპი (87%). ის ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლძარღვები ვიწროვდება ან იბლოკება, რაც იწვევს სისხლის ნაკადის მკვეთრ შემცირებას (იშემია). დაბლოკილი ან შევიწროებული სისხლძარღვების არსებობა გამოწვეულია ცხიმოვანი დეპოზიტებით, რომლებიც გროვდება მათ კედელში, თრომბებით ან სხვა ნარჩენებით.

ჰემორაგიული ინსულტი – ვითარდება მაშინ, როდესაც ხდება სისხლძარღვის გაჟონვა ან გასკდომა, რაც შედეგია წარსულში ჩამოყალიბებული ანევრიზმის (კედლის მინიმუმ 1,5-ჯერ გათხელება) ან არტერიო-ვენოზური მალფორმაციისა. 

გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA) - ზოგჯერ ცნობილი როგორც მინი ინსულტი - არის იშემიური ინსულტის მსგავსი გარდამავალი პროცესი. TIA არ იწვევს ხანგრძლივ დაზიანებას. TIA გამოწვეულია თავის ტვინის ნაწილის სისხლის მიწოდების დროებითი შემცირებით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ხუთი წუთისა.

ინსულტის რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება : 

  • მაღალი არტერიული წნევა
  • მწეველობა ან პასიური მწეველობა
  • მაღალი ქოლესტერინის დონე სისხლში
  • დიაბეტი
  • ობსტრუქციული ძილის აპნეა (ხვრინვა)
  • კარდიოვასკულარული დაავადებები – გულის მანკები, გულის უკმარისობა, არითმია
  • ოჯახური წინასწარგანწყობა

ასევე არსებობს კვლევები კონტრაცეპტივების მიღებასთან დაკავშირებით, რომლებიც ევროპის გარკვეულ ქვეყნებში უკვე აიკრძალა, რადგან ისინი იწვევდნენ ახალგაზრდა გოგონებში ინსულტის განვითარებას. ასევე ესტროგების შემცველი ჰორმონოთერაპიები მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. 

ინსულტის სიმპტომები

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ინსულტის ნიშნები, რათა შევძლოთ ინსულტის დროული ამოცნობა და სასწრაფო დახმარების გამოძახება, რათა მოხდეს დროული ჩარევა. ინსულტის სიმპტომებია : 

  • მეტყველების გართულება და არაადექვატური პასუხი კითხვებზე
  • პარალიზი, სისუსტე ან მგრძნობელობის ცალმხრივი დაქვეითება სახის არეში, ზედა ან ქვედა კიდურში.
  • მხედველობის ცალმხრივი დაქვეითება
  • თავის ტკივილი
  • სიარულის გაძნელება
  • ენის გამოყოფის დროს ის იხრება ერთ-ერთ მხარეს

ინსულტის შემდგომი გამოჯანმრთელება

რეაბილიტაციის პროცესი ინსულტის შემდგომ პერიოდში საკმაოდ რთული და კომპლექსურია, ის დამოკიდებულია სხეულის დაზიანების არეალზე და თავის ტვინის ქსოვილების ჩართულობაზე. თუკი დაზიანება მოხდა მარცხენა მხარეს, ნარჩენი პრობლემები აისახება სხეულის მარჯვენა მხარეს და პირიქით. თქვენს რეაბილიტაციის პროცესში ჩართულობა შესაძლოა მოხდეს ერთდროულად სხვადასხვა სპეციალისტების მიერ, ესენი არიან: 

  • ნევროლოგი
  • რეაბილიტოლოგი
  • დიეტოლოგი
  • ფიზიოთერაპევტი
  • მეტყველების სპეციალისტი – ლოგოპედი
  • ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი

რეაბილიტაციის პროცესი მოითხოვს დიდ მოთმინებას და მონდომებას, რაც ხშირად კარგ გამოსავალს იძლევა. 

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available