იმპოტენცია – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა
იმპოტენცია, იგივე ერექციული დისფუნქცია მამაკაცების რეპროდუქციული ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. იმპოტენცია გულისხმობს სქესობრივი აქტის განხორციელებისთვის საკმარისი ერექციული მდგომარეობის მიღწევის შეუძლებლობას. პერიოდულად ერექციული პრობლემების ქონა ღელვის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან ის შესაძლოა მრავალი დროებითი ფაქტორით იყოს გამოწვეული. თუმცა მეორეს მხრივ ექიმთან დროული კონსულტაცია აუცილებელია, რადგან ხშირად იმპოტენცია სერიოზული სისტემური დაავადებების მაჩვენებელი ხდება.
რა იწვევს იმპოტენციას
სქესობრივი აგზნება რიგი კომპლექსური ფაქტორებისგან შედგება, რაშიც მონაწილეობას იღებენ თავის ტვინი, ჰორმონები, ემოციები, ნერვული ფაქტორები, კუნთები და სისხლძარღვები. ჩამოთვლილთაგან ერთმა ფაქტორმაც კი შესაძლოა მიგვიყვანოს იმპოტენციამდე. სხვა მხრივ სტრესმა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ქონამ შესაძლოა გააუარესონ რეპროდუქციული ფუნქიები.
შესაბამისად გამომწვევი მიზეზებიც იყოფა ორ ნაწილად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური. ფიზიკური გამომწვევი ფაქტორებია:
• გულის დაავადებები;
• ათეროსკლეროზი (სისხლძარღვთა შევიწროება მათ კედელში არსებული ფოლაქების ფონზე);
• მაღალი ქოლესტერინის დონე;
• მაღალი არტერიული წნევა;
• დიაბეტი;
• სიმსუქნე;
• მეტაბოლური სინდრომი – ჯგუფი მდგომარეობებისა: მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ინსულინის დონე, ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე წელის გარშემო და მაღალი ქოლესტერინის დონე;
• პარკინსონის დაავადება;
• მედიკამენტები – ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები;
• თამბაქოს მოხმარება – იწვევს ვენებსა და არტერიებში სისხლის მიდინების შეფერხებას;
• პროსტატის ჰიპერპლაზიის ან სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტები;
• მენჯის ღრუსა ან ზურგის ტვინზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევები ან ტრავმები;
• დაბალი ტესტოსტერონის დონე;
• ნარკოტიკული საშუალებების ხშირი მოხმარება.
ფსიქოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნებიან:
• დეპრესია, შფოთვითი აშლილობა ან სხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა;
• სტრესი;
• ურთიერთობაში არსებული პრობლემები, კომუნიკაციის ნაკლებობა ან სხვა ჩივილები.
იმპოტენციის სიმპტომები
იმპოტენციის სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს:
• ერექციის არქონას;
• ერექციის შენარჩუნების შეუძლებლობას;
• სქესობრივი ლტოლვის შემცირება.
ერექციული ფუნქციის დარღვევის მიყურადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მდგომარეობები როგორიცაა:
• დაუკმაყოფილებელი სქესობრივი ცხოვრება;
• სტრესი და შფოთვითი აშლილობა;
• დაბალი თვითშეფასების განვითარება;
• პარტიორთან ურთიერთობის სირთულეები;
• პარტნიორის დაორსულების შეუძლებლობა.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს
თუ აღმოგაჩნდათ ერექციულმა დისფუნქციის სიმპტომები, არ უნდა აარიდოთ თავი თქვენს ექიმთან ამ თემაზე საუბარს. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თუ :
• ერექციასთან დაკავშირებით გაქვთ თუნდაც ისეთი ჩივილები, როგორიცაა ნაადრევი ან დაგვიანებული ეაკულაცია;
• არ შეგინიშნავთ იმპოტენციის ნიშნები, მაგრამ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, გულის დაავადებები ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც კავშირში არიან ერექციულ დისფუნქციასთან;
• გაქვთ იმპოტენციის სიმპტომებიდან თუნდაც ერთი.
გამომდინარე იქიდან, თუ რა სიმძიმისაა ერექციული დისფუნქცია და რა არის გამომწვევი მიზეზი, თქვენი ექიმი შემოგთავაზებთ მკურნალობის განსხვავებულ გზებს.
ისეთი ორალური მედიკამენტები, როგორიცაა სილდენაფილი (ვიაგრა), ყველაზე ეფექტურ მკურნალობის საშუალებას წარმოადგენს. ის ზრდის სისხლის მიდინებას ასოს მიმართულებით, რაც ერექციის განვითარებას იწვევს.
სხვა საშუალებები მოიცავს ინექციებს, ვაკუუმ ელექტრო მოწყობილობების გამოყენებას, იმპლანტის ჩაყენებას, ფიზიკურ აქტივობებს, ფსიქოლოგიური მკურნალობის გზებს.
გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყოველთვის დაავადების დადებითი გამოსავლის პირველი გზაა. განსაკუთრებულ ყურადღებას კი საჭიროებს ისეთი ჩივილები, რომლებიც ნაყოფიერების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
გაიარეთ დროული კონსულტაცია კვალიფიციურ უროლოგებთან, REDMED-ის აპლიკაციის დახმარებით.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას