ჰაერის უკმარისობა შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, სიმაღლის ან მაღალ ტემპერატურის პირობებში. სხვა შემთხვევებში კი, ძირითადად, ჯანმრთელობის პრობლემაზე მიგვანიშნებს და აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება.
ჰაერის უკმარისობას ზოგჯერ თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
პაციენტების უმეტესობა თვლის, რომ სუნთქვის გაძნელება აუცილებლად ფილტვებს უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა ჰაერის უკმარისობა შეიძლება სხვადასხვა დაავადებამ გამოიწვიოს.
ძირითადად, გამომწვევი მიზეზებია:
სუნთქვის დარღვევა 3 სახის არსებობს. ინსპირტორული ქოშინი, რომელიც შესუნთქვის გაძნელებას გულისხმოს, უფრო იმ პაციენტებს უვითარდებათ, რომლებსაც გულის დაავადებები აწუხებს. ექსპირატორი ქოშინი, ანუ ამოსუნთქვის გაძნელებაა და უფრო მეტად ბრონქული ასმთმის დროს ვლინება. შერეული ტიპის ქოშინი კი სუნთქვის გაძნელებაა, როგორც ჩასუნთქვის, ისე ამოსუნთქვის დროს.
გარდა ამისა, ჰაერის უკმარისობა უფრო მსუბუქი სიმპტომებით საკმაოდ ხშირია ორსულობის დროს.
ქრონიკული ჰაერის უკმარისობა უმეტესად თან ახლავს ასთმას, ანემიას ან ფილტვების ქრონიკულ ობსქტრუქციულ დაავადებას . ასეთ დროს ჰაერის უკმარისობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად:
ჰაერის უკმარისობა COVID 19-ის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია. სხვა ძირითადი ჩვენებებია: ხველება, სიცხე და დაღლილობა. თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ და ეჭვობთ, რომ COVID-19 გაქვთ, ჩაიტარეთ ტესტი.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა საჭირო მწვავე ჰაერის უკმარისობა თან ახლავს: გულმკერდის ტკივილი, გონების დაკარგვა, ტუჩების ან ფრჩხილების გალურჯება, გულისრევა და სხვა სიმპტომები. სხვა შემთხვევაში კი დაჯავშნეთ კონსულტაცია თერაპევტთან, რომელიც ჰაერის უკმარისობის გამომწვევ მიზეზს დაადგენს და შესაბამის სპეციალისტთან გადაგამისამართებთ.
REDMED-ის აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებით, შეგიძლიათ თერაპევტთან ვიდეო კონსულტაციის დაჯავშნა. სპეციალისტის პროფილზე მოცემულია ინფორმაცია მათი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ, რაც თქვენთვის სასურველი ექიმის შერჩევის პროცესს უფრო გაგიმარტივებთ,
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას