გულძმარვა - გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა - REDMED
REDMED APP
Get on the Store

გულძმარვა - გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

გულძმარვა - გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

გულძმარვა - გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

გულძმარვა ეწოდება მწველი ტკივილის შეგრძნებას გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან. ტკივილი ხშირად ძლიერდება ჭამის შემდეგ, საღამოს, დაწოლისას ან დახრისას.

ხშირად გულძმარვა განგაშის მიზეზი არ არის და ადამიანების უმეტესობას შეუძლია დამოუკიდებლად მართოს გულძმარვის დისკომფორტი ცხოვრების წესის ცვლილებებით და ურეცეპტო მედიკამენტებით.

თუ გულძმარვა ხშირად ვითარდება ან ხელს უშლის თქვენს ყოველდღიურ რუტინას, ის  შეიძლება იყოს უფრო სერიოზული მდგომარეობის სიმპტომი, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.

რა იწვევს გულმძარვას?

გულძმარვა, როგორც წესი, ჩნდება, როდესაც შიგთავსი კუჭიდან საყლაპავში ბრუნდება. საყლაპავის კუჭთან შეერთების ადგილი ცნობილია როგორც ქვედა საყლაპავის სფინქტერი. თუ საყლაპავის ქვედა სფინქტერი სწორად ფუნქციონირებს, ის იხურება, როდესაც საკვები ტოვებს საყლაპავ მილს და გადადის კუჭში.

როდესაც საყლაპავის ქვედა სფინქტერი არ ფუნქციონირებს სწორად ან სუსტდება ეს იწვევს კუჭიდან შიგთავსის საყლაპავში დაბრუნებას. კუჭის მჟავებმა შეიძლება გააღიზიანოს საყლაპავი და გამოიწვიოს გულძმარვა. ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD).

გარკვეულმა პირობებმა და სხვა ფაქტორებმა შეიძლება გაზარდოს გულძმარვის ალბათობა. ეს რისკის ფაქტორები მოიცავს:

  • ჰიატალური თიაქარი - პროცესი, როდესაც კუჭის ზედა ნაწილი აღწევს დიაფრაგმში.
  • ორსულობა - გულძმარვა ხშირია ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში.
  • მოწევა - პირდაპირ ასოცირდება გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების (GERD) განვითარების გაზრდილ რისკთან. 
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე - არის GERD-ის ძირითადი ხელშემწყობი რისკ-ფაქტორი. გულძმარვა და რეგურგიტაცია არის ამ მდგომარეობის ტიპიური გამოვლინება.
  • მედიკამენტები - ზოგიერთმა მედიკამენტმა, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, სედაციური საშუალებები და მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო წამლები, შეიძლება გაზარდოს გულძმარვის რისკი.

სიმპტომები

გულძმარვა შეიგრძნობა, როგორც არასასიამოვნო ან მწველი ტკივილი გულმკერდის არეში. ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს:

  • წვის შეგრძნება ყელის არეში;
  • ზეწოლის ან ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ტკივილის გაძლიერება წოლის ან წინ გადახრის შემდეგ;
  • მჟავე ან მწარე გემო პირში;
  • ხველა.

გულძმარვის მკურნალობა

მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებიან გულძმარვის შემსუბუქებაში არიან:

  • ანტაციდები - ხელს უწყობენ კუჭის მჟავიანობის განეიტრალებას. ანტაციდებმა შეიძლება უზრუნველყონ სწრაფი შემსუბუქება, თუმცა მათ არ შეუძლიათ კუჭის მჟავის მიერ დაზიანებული საყლაპავის განკურნება.
  • H2 ბლოკატორები - შეუძლიათ კუჭის მჟავიანობის შემცირება. H2 ბლოკატორები არ მოქმედებენ ისე სწრაფად, როგორც ანტაციდები, მაგრამ მათ შეუძლიათ უფრო ხანგრძლივი შემსუბუქება. 
  • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები - ასევე შეუძლიათ კუჭის მჟავიანობის შემცირება. 

ცხოვრების წესის ცვლილებები ხელს უწყობს გულძმარვის შემსუბუქებას. გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა;
  • მოერიდეთ საკვებს, რომელიც თქვენში იწვევს გულძმარვას;
  • მოერიდეთ დაწოლას ჭამის შემდეგ. დაყოვნების დრო მოიცავს 2-დან 3 საათამდე;
  • მოერიდეთ გვიან ღამით კვებას;
  • თუ რეგულარულად გაქვთ გულძმარვა დაიძინეთ მაღალ ბალიშზე;
  • მოერიდეთ თამბაქოსა და ალკოჰოლს;
  • შეამცირეთ საკვების პორციები.

მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება ხდება გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ, რასაც სწორი დიაგნოსტიკა და კვალიფიციური სპეციალისტის ჩარევა სჭირდება. REDMED-ის გასტროენტეროლოგები მუდმივ მზადყოფნაში არიან გაგიწიონ კონსულტირება თქვენზე მორგებულ დროს, როგორც კლინიკაში ვიზიტის საშუალებით, ისე ვიდეო ან აუდიო ზარის მეშვეობითაც.

ნუ გადადებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და დაჯავშნეთ სპეციალისტთან კონსულტაცია REDMED-ის აპლიკაციის ან საიტის დახმარებით. 



REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available